2 სასხლეტიანი VS 1 სასხლეტიანი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
2 სასხლეტიანი VS 1 სასხლეტიანი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 97 რეგისტრ.: 17-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვერ ვიპოვე მსგავსი თემა და რადგანაც ძალიან მონდომებული ვარ თოფის ყიდვით და შერჩევით თქვენი აზრი მაინტერესებს რა განსხვავებაა 1 სასხლეტიანსა და ორ სასხლეტიან თოფს შორის. საუბარი მაქვს ერთი და იგივე მოდელის ორლულიან თოფებზე...
სიტყვაზე თუნდაც იგივე FABARM ELOS 2 ლულიანი, 1 სასხლეტიანიც არის და ორიანიც ... ხოდა მაინტერესებს რომელს როგორ შეაფასებთ? (როგორც ერთერთ თემაში ავღნიშნე სროლა ვისწავლე იჯ 18 ზე , საკმაოდ კარგი შედეგი მივიღე ორლულიანი თოფის ერთი სასხლეტით სპორტულის სროლით სტენდზე, მაგრამ სანადიროდ მწყერზე რო ვიყავი 2 სასხლეტიანი ტოზ 34 ით და რო ამიფრინდა მწყერი ვესროლე პირველი სასხლეტით და ვუყურებ მწყერი გაფრინდა და უკან მედგა ტიპი რომელმაც ესროლა და ჩამოაგდო და მეკითხება მეორე ტყვია რისთვის გქონდაო ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
სტენდზე სროლისას უპირატესობა ერთ სასხლეტიანს აქვს, სროლის თანმიმდევრობა წინასწარ არის განსაზღვრული და უფრო სტრაფად და მოხერხებულად შეიძლება სროლა. რაც შეეხება ნადირობას, აქ ორივენაირ თოფზე მიჩვევაა შესაძლო უპრობლემოდ. არჩევანი ამ შემთხვევაში გემოვნების მიხედვით უნდა გაკეთდეს. გასათვალისწინებელია რომ რუსული თოფების ერთსასხლეტიანი მექანიზმი, მითუმეტეს ბოლო დროს გამოშვებულის, საიმედოობით არ გამოირჩევა და საიმედოობის მიხედვით რუსული თოფის შეძენის დროს უპირატესობა ორსასხლეტიანს უნდა მიენიჭოს. აქვე ავღნიშნავ რომ 3 წელი ნადირობისას უპრობლემოდ ვიყენებ ცალსასხლეტიან იჯ-27ემ 1ს, მაგრამ მინახია ასეთი თოფები, რომლებიც ორმაგ გასროლას აკეთებდნენ ან საერთოდ ვეღარ ისროდნენ მექანიზმის დაზიანების გამო.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 14:07 |