ტივტივიანი ანკესის აწყობა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ტივტივიანი ანკესის აწყობა, დამწყებთათვის
ჭალიმგელა
პოსტი Mar 17 2010, 23:02
პოსტი #1


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ტივტივიანი ანკესის აწყობის რამოდენიმე ხერხი არსებობს. პრინციპი არის ორი. სრიალა ანუ "სკალზიაში" და ფიქსირებული.
სრიალა ტივტივა საშუალებას გვაძლევს დიდ სიღრმეზე ვითევზაოთ. გამოიყენება ჩვეულებრივ საშუალო და პატარა სიღრმეზეც. ეფექტურია შორს და ზუსტი სროლისთვის.
პრაქტიკულია ტრანსპორტირებისას.

ასაწყობად გვესაჭიროება შემდეგი ინვენტარი:

სათევზაო ჯოხი. სიგრძე 4 დან 5.5 მეტრამდე


კოჭა. არაინერციული


ძუა. ორი ზომა. ძირითადი ანუ რაც კოჭაზე ეხვევა0.2 დან 0.3 მმ და სატარებელი "პავადოკი" 0.15 დან 0.2 მდე. იმის მიხედვით თუ რა ზომის თევზზე აპირებთ თევზაობას.


შემზღუდავი ანუ "აგრანიჩიტელი" იგივე "სტოპორი"


კარაბინები ორი ზომა. ყველაზე პატარა (ტივტივას დასამაგრებლად) და საშუალო (ძუის ბოლოში მისაბმელად).


ტივტივა


სიმძიმე


ნემსკავი


მიაბით სიმძიმე ტივტივაზე. ჩაყავით წყლით სავსე ვედროში ან აბაზანაში და წინასწარ დაარეგულირეთ ბალანსი


მიამაგრეთ კოჭა სათევზაო ჯოხზე


დაახვიეთ კოჭაზე ძუა. 70 - 100 მეტრი. კოჭა უნდა გაივსოს ბოლომდე


ძუის ბოლო გაატერეთ რგოლებში


დაამაგრეთ ჯერ ერთი შემზღუდავი


აარჩიეთ პატარა კარაბინი


კარაბინის შემდეგ დაამაგრეთ კიდევ ორი შემზღუდავი


წამოაცვით სიმძიმე, ისე რომ თავისუფლად მოძრაობდეს


დაამაგრეთ ბოლოში საშუალო კარაბინი ე/წ "მარსკოი უზელით" (კვანძები აღწერილია მეზობელ თემაში)


მოჭიმეთ შემზღუდავი კარაბინისკენ, ისე რომ სიმძიმე დაფიქსირდეს


პატარა კარაბინზე მიამაგრეთ ტივტივა, ისე რომ ბოლო ორ შემზღუდავს შორის სრიალებდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
tutmaji
პოსტი May 12 2011, 11:23
პოსტი #2


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 8-May 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



tutmaji

ციტატა
გამარჯობა, თუ არ გეჩქარება იმ კვირაში ველოდებით ახალ საქონელს და იაფიანიც ბევრია ასე 15 ლარიდან ჯოხები და მასევე კოჭები ესე 40 ლარში სულ ჩაეტევი ძუიან წვრილმანებიანათ..
კონსულტაციას რაც შეეხება მე ო იქ ვიყო ისეთ დროს თუ დაამთხვევ (სულ იქ ვარ თუ სათევზაოთ არ ვარ გაპარული ) რაც ვიცი აგიხსნი, რაღაც რაღაცეებში ვერკვევი...

თუ ეგეც გეძვირება მაშინ ლილოს გარდა სხვა გზა არაა, მეტი იაფად ორიგინალი გამორიცხულია რაც არ უნდა დაბალი ხარისხის იყოს..



ძალიან დიდი მადლობა. თუ არ შეწუხდები p.m. რო მომწერო როცა ჩამოვა ახალი საქონელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd June 2024 - 21:45