I ხარისხის საველე დიპლომი, ინგლისური სეტერი ლილუ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
I ხარისხის საველე დიპლომი, ინგლისური სეტერი ლილუ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ბესო გვასალიას 4 წლის ძუ ინგლისურმა სეტერმა ლილუმ დღეს საველე გამოცდაზე მიიღო 82 ქულა,მათ შორის ყნოსვაში 8,9,5 და დაიმსახურა პირველი ხარისხის საველე დიპლომი.ექსპერტები იყვნენ ბატონები შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი.
I ხარისხის დიპლომი დიდი ხანია(თითქმის 10 წელი) არც ერთ მეძებარს არ მიუღია.ძაღლმა აჩვენა საოცარი ყნოსვის მანძილი და სიზუსტე,რამდენჯერმე დიდი მანძილიდან დაამუშავა გადამჯდარი მწყერი.ეს რაც მე ვნახე და დანარჩენს ბატონი შადიმანიც დაწერს ალბათ. ვულოცავ სეტერსაც და მის მფლობელსაც. ეს ისეთი მოვლენაა,რომ ღირდა ამაზე ცალკე თემის გახსნა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ვიდეო არ იქნება,მფლობელი და ექსპერტები იყვნენ,მე შორიდან ვუყურებდი.აბა ვინ გადაიღებდა.სურათებს რაც შეეხება,ეს ძაღლი ციციშვილზეც იქნება და იქ შეგიძლიათ ნახოთ.
მანამდე ამ ძაღლს 5 მე-3 ხარისხის დიპლომი ჰქონდა,ყველა საველეზე იღებდა დიპლომს,მხოლოდ ამინდში არ უმართლებდა.დავამატებ კიდევ იმას,რომ გვასალიას მავერიკმა დაურეკა დილით,ნისლია,წვიმს,ქარიცაა და თუ გინდა საველეზე ამოდიო.დაახლოებით 10 საათზე გავიდა მინდორში.დილით ადრე ჯობია და 9 საათის მერე აზრი არა აქვს და ეგეთ მითებს ბოლო მოუღო ამ სეტერმა.ექსპერტები სიამოვნებით ყვებოდნენ მის თითოეულ მუშაობაზე,საოცარი მანძილები აჩვენა. კარგია,რომ ასეთ შედეგს აქაური სისხლის ძაღლი,აქ დაგეშილი აჩვენებს.მე კიდევ ვიცი,ახლა არ დავასახელებ,ერთი ძაღლი,რომელსაც ჩემს თვალწინ საოცარი მანძილები უჩვენებია. რა მინდოდა მეთქვა:დაგეგმილი შეჯვარებებით შეიძლება ასეთი შთამომავლები მისცენ ამ ძაღლებმა და კიდევ ერთხელ ვურჩევ იმათ,ვისაც უნდა საგვარეულოიანი ლეკვის აყვანა,არ გადადოთ და ერთ დღეს ისევე გაიხარებთ,როგოც გვასალიამ გაიხარე. პრინციპში ვინც დღეს იქ ვიყავით,ყველამ გავიზიარეთ მასთან ერთად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 09:56 |