I ხარისხის საველე დიპლომი, ინგლისური სეტერი ლილუ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
I ხარისხის საველე დიპლომი, ინგლისური სეტერი ლილუ |
May 12 2011, 10:28
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ბესო გვასალიას 4 წლის ძუ ინგლისურმა სეტერმა ლილუმ დღეს საველე გამოცდაზე მიიღო 82 ქულა,მათ შორის ყნოსვაში 8,9,5 და დაიმსახურა პირველი ხარისხის საველე დიპლომი.ექსპერტები იყვნენ ბატონები შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი.
I ხარისხის დიპლომი დიდი ხანია(თითქმის 10 წელი) არც ერთ მეძებარს არ მიუღია.ძაღლმა აჩვენა საოცარი ყნოსვის მანძილი და სიზუსტე,რამდენჯერმე დიდი მანძილიდან დაამუშავა გადამჯდარი მწყერი.ეს რაც მე ვნახე და დანარჩენს ბატონი შადიმანიც დაწერს ალბათ. ვულოცავ სეტერსაც და მის მფლობელსაც. ეს ისეთი მოვლენაა,რომ ღირდა ამაზე ცალკე თემის გახსნა |
|
|
|
![]() |
May 12 2011, 21:54
პოსტი
#2
|
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ვიდეო არავის გადაუღია, მაგრამ ზუსტად ახლა "ვათეთრებ" გამოცდის ანგარიშებს (ძაღლების მუშაობების აღწერებს და შეფასებებს) და რადგან პირველი ხარისხის დიპლომი ამ საუკუნეში საქართველოში მხოლოდ მეორედ დაიწერა, დავდებ აქაც ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის ამსახველ დაკუმენტს.
12/05/11. საველე გამოცდა. თბილისის ზღვა. მსაჯები: შადიმან შამანაძე, ნოდარ როსტიაშვილი. სტაჟიორი: ვანო დონჯაშვილი. ნაწვიმარია, მოღრუბლულია, ქრის საჭიროზე მეტი ძალის ქარი, დილით წამოვიდა ნისლი და მალევე გადაიყარა. ტემპ.14-16 გრდ. ბალახი სველია, 10-15 სმ. N5."ლილუ", ინგ. სეტერი, ძუ. მფლობელი და გამომყვანი ბესო გვასალია. 9სთ. 45წთ. ბრძანებით დასვა მინდორში, მოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და გაუშვა საძებნად. ძაღლი დადის სწრაფი, საშუალო სიმსუბუქის ნავარდით, თავი უჭირავს ზურგის ხაზს ზემოთ, საკმაოდ ფართო პარალელებზე, ტიპიური სვლით, ზოგჯერ უხვევს ქარშიგნით. 9-48. სწრაფი ნავარდიდან სწრაფადვე შებრუნდა ქარისკენ, ოდნავ შეყოვნდა და სწორხაზოვან ახლომიწევაზე გადავიდა, კლასიკურად - მუხლებში ჩამჯდარმა და ბეჭებამოყრილმა თითქმის სირბილით გაიარა 16-17 მეტრი და მყარად, დაძაბულად დადგა. წინა ფეხები ჩახრილი, ცხვირი მაღლა. ნელ-ნელა უკვე ფრთხილი ახლომიწევა წამოიწყო, გადაიწია კიდევ 4 მეტრამდე და ნახევრად მიწას გაკრული გაიწვართა. გამომყვანი როგორც იქნა დაეწია, ამოუდგა გვერდით და ამ დროს წინ, ზუსტად ძაღლის ცხვირის მიმართულებით 3 მ მანძილიდან ტყუპად ამოფრინდა ორი მწყერი. ძაღლი ბრძანებით ადგილზე დარჩა. 9 - 55. მწყერის ხმას ავყევით გორაკის თავზე, თხრილისა და ბუჩქების პირას. ნატარზე წამიერად შეყოვნდა რამდენჯერმე, შეუჩერებლად გაარკვია ნაჯდომები, აიწია ზემოთ, ორნაბიჯიანი ახლომიწევა და მყარად დადგა. ბრძანებაზე ოდნავ გადაიწია, მიეტანასავით და წინ 6 მ ამოფრინდა მწყერი, რომელიც იქვე შორიახლოს ჩაჯდა. მივიყვანეთ ქარის საწინააღმდეგო მხრიდან, მეორე პარალელზევე იყნოსა და ახლომიწევის გარეშე მყარად, დაძაბულად დაუდგა 9-10 მეტრში. მიტანების გარეშე ამოფრენილი მწყერი ისევ ახლოში ჩაჯდა, ადგილს ადვილად ვიმახსოვრებდით. ისევ გავაშვებინეთ ძაღლი და ისევ ჩაუარა თუ არა გვერდზე, იყნოსა და ლამაზად დადგა. 10 მეტრიდან კვლავ მიტანების გარეშე ამოფრინდა მწყერი და კიდევ უფრო ახლოს, მწვანედ ამობუჩქულ ბალახებში ჩაჯდა. გადავწყვიტეთ ერთი ცდა კიდევ მიგვეცა, ცოტა შორიდან მოვატარეთ და ქარის საწინააღმდეგოდ გავუშვით. სწრაფი , მოკლე პარალელებიდან იყნოსა თუ არა ტიპიური, მკვეთრად დაძაბული ნაბულით დადგა. ბრძანებაზე მიტანება დააყოვნა, მწყერმაც აღარ დააცადა და ზუსტად ცხვირის მიმართულებიდან, სადაც ჩაჯდა, იმ მუქმწვანე ბალახებიდან ამოფრინდა. ძაღლმა გასაკიდებლად გაიწია მაგრამ ომახიანი შეძახილით გააჩერეს. გადავზომეთ მანძილი - 11 მეტრზე მეტი აღმოჩნდა. 10-04. გამოცდის დამთავრება. გამოსაცდელმა ინგ.სეტერმა "ლილუმ" ზედმიწევნით მაღალი ყნოსვით, ტიპიური სვლითა და ნაბულებით ზუსტად დაამუშავა ყველა შემხვედრი ფრინველი, გამოავლინა განსაკუთრებული სიშორისა და სიზუსტის ყნოსვა, დაიმსახურა შემდეგი შეფასებები: 8, 9, 5, 8, 7, 5, 5, 6, 5, 5, 4, 7, 8. ჯამში 82ქულა. მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი. |
|
|
|
ზაზა I ხარისხის საველე დიპლომი May 12 2011, 10:28
Davitus ვულოცავ მნიშვნელო... May 12 2011, 10:52
OQRO444 მეც ვუერთდები მილო... May 12 2011, 11:26
გოგა და ვისი ძაღლი არის ... May 12 2011, 12:49
ჭალიმგელა ციტატა(გოგა @ May 12 2011... May 12 2011, 12:52
ჩელე მოსალოცი ამბავია....... May 12 2011, 13:10
ნუკრიMax მილოცვები-და ისევ ... May 12 2011, 13:11
ჩიკა მშვენიერი ამბავია ... May 12 2011, 13:21
ზაზა ვიდეო არ იქნება,მფ... May 12 2011, 14:10
ლეკი ვულოცავ მფლობელსა... May 12 2011, 20:08
ჰერცოგი997 საღოლ მაგარი შედეგ... May 12 2011, 20:17
შუკა ვილოცავ მფობელს! ... May 12 2011, 20:27
Zhorika მაგარია! მაგ გამო... May 12 2011, 21:54
T A M P L I E R ვულოცავ ამ დიდ მიღ... May 12 2011, 21:57
ზახარა ვულოცავ მფლობელსა... May 12 2011, 22:20
mgm ვულოცავ ბატონ ბესა... May 12 2011, 22:20
kupra დზაგლისტვის საველ... May 13 2011, 08:45
sabo73 მხურვალე აპლოდისმ... May 13 2011, 09:06
dato01 სოხუმის საძმოს სახ... May 13 2011, 09:17
ზაზა პირადად ვნახე ამ ძ... May 13 2011, 10:05
Bonehill ვულოცავ ამ წარმატე... May 13 2011, 12:56
misha17 ბესო გილოცავ ძმაო ... May 13 2011, 21:22
mgm ციტატა(misha17 @ May 13 2011, 22... May 14 2011, 13:05
ზაზა ციტატა(mgm @ May 14 2011, 14... May 17 2011, 10:00
mgm ციტატა(ზაზა @ May 17 2011... May 17 2011, 13:31
khmaltevza მომილოცავს მომილო... May 14 2011, 00:03
sabo73 აღარ იტვით როკიმ რ... May 14 2011, 15:33
ლეკი როკიმ III ხარისხის დ... May 14 2011, 15:58
ბესო მილოცვები სეტერსა... May 17 2011, 14:05
hunter777 მიხარია მართლაც რო... May 17 2011, 15:52
D(1) დიდი მადლობა კომპლ... May 17 2011, 21:39
ზაზა ციტატა(D(1) @ May 17 2011... May 18 2011, 13:42![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th November 2025 - 15:21 |