კარჩხანა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კარჩხანა, Carassius Auratus Gibelio - Карась
ვიტო
პოსტი Jul 16 2009, 15:35
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



კარჩხანა-კარასი, ალბათ კიდევ არსებობს რაიმე დსასახელება ამ თევზის, ეს სახეობა ალბათ ეკუთვნის იმ
პარაზიტების სახეობას რომელიც შეიძლება შეედაროს ვირთხას, ყვავს, კაჭკაჭს და ძმანსას მათსას newsmile05.gif

ეს სტატიაც ჩემ პირად შეხედულებებზეა და გამოცდილებებზეა რომლებიც გამაჩნია ჩემს სათევზაო პრაქტიკაში
ყველაზე მრავლად, რადგან ამ თევზით ვიწყებდი და რაც არ უნდა ვეცადო ნემსკავზე მაიც ჯდება რამდენადაც არ უნდა
მინდოდეს მისი არ დაჭერა newsmile05.gif საქართველოს მტკნარი წყლის ყველაზე გავრცელებულ, ყველაზე მავნებელ,
ერთ ერთ ყველაზე აზარტულ და ცნობად თევზად დავახასიათებდი. არ მეგულება მეთევზე რომელსაც არ ყავდეს დაჭერილი ეს თევზი
და ხშირ შემთხვევაში როდესაც სხვა არაფერი არ ურტყავს ყველა ცდილობს კარჩხანას მოარგოს თავისი აღკაზმულობა რომ
გარკვეული შედეგით მაინც მივიდეს სახლში.......

ორი სიტყვით შევეხები მის გასტრონომიულ ფასეულობას: მიუხედავათ იმისა რომ თევზის დიდი მოყვარული არ ვარ
შემიძლია თამამად ვაღიარო, რომ ეს ჯიში თავისი საგემოვნო მონაცემებით დაგს ალბათ უმაღლეს მწვერვალებზე,
რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმ სირთულეს რომელიც მოსდევს მისი ჭამის დროს ფხების მიერ პირის ღრუში
გაჩხერვების სისტემატიურობას newsmile05.gif სამაგიეროდ დიდი ეგზემპლარებზე ესეთი პრობლემები ნაკლებად გვხვდება და
თუ "კოტლეტებს" მიცემთ ხომ საერთოდ, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ კარჩხანას ძალიან გემრიელი ხორცი აქვს.

დავწერდი როგორც ვთევზაობ ამ თევზზე, მაგრამ გამიზნულად ძალიან ბევრი წელია აღარ მითევზაია, უბრალოდ მომბეზრდა,
ალბად იმიტომ რომ ნამეტანი საყოველთაო(სვესაიუზნი) თევზია და ალბად იმიტომაც, რომ სადაც არ უნდა წავიდე ვიცი რომ
ისედაც მოიპოვება ეს თევზი იმ წყალსატევში სადაც ვთევზაობ სხვა თევზზე newsmile05.gif (იმედია გასაგებად ავხსენი)

იმასაც დავამატებდი, რომ როგორც სპორტული ჟინის მოსაკლავი სახეობა საქართველოში ალბათ ყველაზე კარგი
ობიექტია შამაიის შემდეგnewsmile05.gif ჩემი დაკვირვებით თუ გამიზნულად კარჩხანაზე თევზაობს ადამიანი, მთელი დღე აქვს
შანსი, რომ დარკვეული ჩავარდნების გარდა იჭიროს და იჭიროს ეს ცნობილი-უცნობი თევზი, უცნობი იმიტომ რომ არც თუ ისე
იშვიათად ხდება როდესაც მისი ჭერის დროს მყისიერად ხდებახოლმე ჩარტყმების შეწყვეტა და მე ნამდვბილად არ ვიცი
ასეთ შემთხვევებზე პასუხი, ნუ უწიგნური ვარ რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif (ჩემები გაიგებენ ამ ფრაზას),კაით ეხლა, წიგნიც ბევრი გვიკითხია,
მაგრამ ნებისმიერ ლიტერატურაში და ნებისმიერი ცნობილი მეთევზე გეტყვით რომ - თევზზს რას გაუგებო, ხან ხდება რომ
ნებისმიერ, თუნდაც ფოთლის მონახევზე მოდის, ხან კიდევ პროტეინებით გაჟღენთილ სატყუარას გვერძე გაუვლის თითქოს არც შეუნიშნიაო.

მის ბიოლოგიურ თავისებურებებზე ბევრს ვერ მოგიყვებით, უბრალოდ შემოვიფარგლები გარკვეული ჭორებით, რომლებიც
მეც და ბევრ თქვენთაგანსაც გაუგია და პირადი აზრებით, ნაფიქრალებით და სირძნეებით newsmile05.gif:
1. სადღაც ამოვიკითხე, რომ კარჩხანა საქართველოს ტბებსა და მდინარეებში შემოყვანილია ხელოვნურად XX საუკუნის შუა პერიოდში
2. ჩემი აზრით ბევრად უფრო მდიდარი იქნებოდა მანამდე საქართველოს იქტიოფაუნა.
3. რატომ?-იმიტომ რომ იმასაც შევამჩნევდით დაკვირვებული ხალხი, რომ სადაც კარჩხანას რაოდენობის მაჩვენებელი საკმაოდ
დიდია, იქ სხვა თევზების სახეობები ძალიან დიდი კრიზისს განიცდიან, უმეტესად ნაკლებად გამდინარე ტბებში.
4. ეს რაზე მეტყველებს? - იმაზე რომ კარჩხანა ადაპტირებას აკეთებს ყველა სხვა სახეობაზე უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ.
5. + საკვები არეალის დეფიციტსაც უქმნის თითქმის ყველა სახეობას რადგან მე პირადად წყლის ყველა ფენაში დამიჭერია.
6. ზამთარს რაც ეხება და სავარაუდოდ ლიტერატურაც არ გვატყუებს ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა
და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძრომა მიწაში სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს ან გვალვის შემთხვევაში გამოწვეულ
სიმშრალეს.

მოკლედ უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნების და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს newsmile05.gif

მაინც გავიხსენებ და დავწერ თუ როგორ ვთევზაობდი ამ თევზზე ოდესღაც newsmile05.gif
ისევ საკუთარი სიბრძნეებიდან-კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდეა და პერიოდი, როდესაც
ზამთრის სიცივეებიდან გამოფხიზლებას იწყებს, მახსოვს ერთხელ აღდგომებზე რაჭაში ვიყავი და წამოსვლის წინა დღეს შაორზე
გავედით სათევზაოდ, მთების წვერებზე კიდევ ჩანდა ბოლომდე ჩამოუმდნარი თოლი, მაგ დღეს ძალიან აქტიური იყო თევზი,
ეტყობოდა, რომ ზამთდასუსტებულს ჩქარა უნდოდა ენერგომატარებლების აღდგენა, ურტყავდა ჩაგდებისთანავე. განსაკუთრებულად
აქტიური, როგორც ყველა სახეობის უმეტესობა მაინც დილაობით არის. დავამატებდი იმასაც რომ კარჩხანა მაინც ტივტივის მოყვარულისთვისაა
იმისგან გამომდინარე რომ ნებიმიერ აღკაზმულობაზე მოდის, გავიხსენებდი 2009 წელს ფოთში როდესაც
მდინარე კაპარჭაზე, კეფალზე გაწყობილი კარჩხანას ამოვკარი newsmile05.gif

სატყუარები: მინდა ავღნიშნო, რომ სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ნაკელის ჭია არის ერთერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება
არის არასწორი, ბუზის მატლზეც დიდი წარმატებით ურტყავს, წვიმის ჭიაზეც, სხვადასხვა მწერებზეც, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება
მოიპოვოთ წყალსატევის ახლოს და ნებისმიერ შეზავებულ "სმესზეც", უბრალოდ მაქსიმალურად ბევრი ნაირსახეობის სატყუარა უნდა გქონდეთ
თან რომ ერთის ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში შეცვალოთ მეორეთი.
ნემსკავი: ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნემსკავებს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ
აქვს, უბრალოდ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი რომელიც ოპტიმალური იქნება კონკრეტილ წყტალსატევში არსებული კარჩხანის ზომასთან
შეფარდებით. მაგალითად, წალკაში შედარებით დიდი ზომის შეგიძლიათ გამოიყენოთ, კუმისზე შედარებით პატარები.
ტივტივა: არც ეგ არის ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი, უბრალოდ მაქსიმალურად კომფორტულად უნდა გერგებოდეთ ჯოხზე + უნდა
გაითვალისწინოთ სადავე ძუა მე მაგალითად მაკმაყოფილებს სტიკიც(ფიქსირებული) და ვაგლერის ტიპისაც(სკალზიაში), გააჩნია წყლის
სიღრმეს, სასროლ მანძილს და წყალმცენარეების სიხშირეს, თუ მაგალითად რაიმე ფანჯარაში მინდა ჩავაგდო ან ექსტრემალურ
მანძილზე მინდა ვისროლო ან დიდ სიღრმეზე, ვხმარობ ვაგლერს, თუ ნაპირთან ახლოს მიწევს ვიყენებ სტიკს.
ნემსკავების რაოდენობა: ადრე ყოველთვის 2 ცალს ვიყენებდი, ლიდერი ნაწილდებოდა დაახლოებით 20 და 30 სმ-იან ნაწილებად,
თუმცა მაინც მივედი იმ დასკვნამდე რომ არავითარ განსხვავებას ეს მეთოდი არ გვაძლევს, იმის გარდა რომ ზედმეტ პრობლემებს გვიქმნის
და ზედმეტ დროს გვაკარგვინებს, ამიტომ ნებისმიერი თევზაობის დროს(რა თქმა უნდა მსგავსი) ვხმარობ 1 ცალს და გადახლართავის ალბათობა დასულია ნოლამდე.
ძუა:სადავე მაკმაყოფილებს 0.2 მმ-იანი, ლიდერი 0.18-0.16
ჯოხი: ე.წ. match-ი ტესტით 5-20 გრ ყველაზე ოპტიმალური იქნება.

ცოტა კულინარიასაც მივამატებ newsmile05.gif პრინციპში თევზის მომზადების თემა ამოუწურავია თუმცა მე შევეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან
საკითხს. ყველამ ვიცით, რომ კარჩხანას დაგემოვნების დროს დიდად გვიშლის ხელს მისი ფხებისგან დაწმენდვა, უფო სწორედ
პირიდან ფხების გამოხშირვა, ამის თავიდან ასაცილებლად ვისწავლე ერთი ძალიან კარგი მეთოდი, ვიღებთ თევზს ვასუფთავებთ და გვერდებზე უკეთებთ
3-4 ვერტიკალურ ჭრილებს ფილეს დანით, იმ სიღრმეზე რომ ფხებს გაუსვათ პირი. ვდებთ მარილიან წყალში 2 საათის განმავლობაში და
ამის შემდეგ ვწვათ ტაფაზე ბევრ ზეთში, ანუ ზეთის რაოდენობა საკმარისზე მეტი უნდა იყოს, ასეთი მეთოდით ფხა თითქოს დნება და
პრობლემაც მოგვარებულია newsmile05.gifდანარჩენი თქვენზეა, თუ გინდათ ეს პროცესი საფანელში ამოვლებულზე გააკეთეთ, თუ გინდათ
ღუმელში არაჟანთან ერთად newsmile05.gif

გისურვებთ წარმატებულ თევზაობას, ვო ტაკ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
(dila)adriano
პოსტი May 23 2011, 16:32
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყოველთვის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ:
თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწყება
კარგად გაწყობილი ანკესი
ხარისხიანი ჯოხი
ციბრუტი და მგრძნობიარე კოჭა
ძვირადღირებული ნემსკავი
რა თქმა უნდა არავის აწყენს
რა თქმა უნდა სასურველია
მაგრამ
თევზაობა აღჭურვილობიდან არ იწება

დილის ცხრა საათზე სამსახურის მანქანამ გამომიარა
ჩემი მეწვილე და მძღოლი ავთო ჭანკოტაძე სულით ხორცამდე მეთევზეა
აი ისეთი
ფორუმებზე ყველაზე ნაკლებად რომ აქტიურობენ
და სინამდვილეში ყველაზე მაგრები არიან
ჰოდა
დილის ცხრა საათზე საბანკეტო პერანგში
ორი დღის წინ ნაყიდ ჯინსებში
და გაწკრიალებულ ბოტასებში გამოწყობილები
მე და ავთო სამუშაოდ გავედით
თუმცა
მაისის ანგელოზებამდე გამჭვირვალე ცამ
სიხარულამდე გამჭვირვალე დილის ნიავმა
(ხომ ყველას გქონიათ ეგეთი შეგრძნებები?)
საბედისწერო გადაწყვეტილება მიმაღებინა
"გავკარი სამუშაოს, წავიდეთ სათევზაოდ" - მეთქი
ავთო რა თქმა უნდა დამეთანხმა
უკან მოვბრუნდით
ანკესები ვითრიეთ
და
ახლა დადგა მთავარი კითხვის ჯერი
სად მივდივართ?
ძალიან მინდოდა ალგეთზე გასვლა
ავთომ - თბილისის ზღვაზე გავიდეთო
თუმცა ისიც მიაყოლა - ქარი იქნებაო
და სწორედ მაშინ გამახსენდა ჭილის ტბა
ჭილის ტბა
რომელსაც უკვე მეორე წელია ვუმიზნებთ
მაგრამ ვერაფრით ვერ ავაღწიეთ
ყოველთვის მახსოვდა ჩვენი ციცერონის თავგადასავალი
მან შარშანწინ ამ ტბაზე კილორვაასიანი კარჩხანა დასვა
პირველი მცდელობა შარშან ადრეულ გაზაფხულლზე მქონდა
ლისზე უკვე გაქანებული კარჩხანეთი იყო
თუმცა როდესაც რის ვაივაგლახით მივღწიეთ ტბამდე
ტბა ნახევრად გაყინული დაგვხვდა
ჭილის ტბა ზღვის დონიდან 1140 მეტრზე მდებარეობს
ვულკანური წარმოშობის კრატერში
მისი სიღრმე ოდნავ აღემატება ერთ მეტრს
ზაფხულში იგი თითქმის მთლიანად წყალმცენარეებით იფარება
რაც ძალიან ართულებს თევზაობას
და განსაკუთრებით დიდი ეგზემპლიარების ნაპირამდე მოყვანას

მოკლედ პირველი მცდელობა გუნდაობით დასრულდა
შემდეგი მცდელობა შარშანვე მაისში გვქონდა
ამჯერად მანქანით შევუბერეთ
თუმცა................
ვერ წამომიდგენია თელოვანის მხრიდან
რომელიმე მანქანამ ჭილის ტბამდე რომ მიაღწიოს
გზა არის
მაგრამ რად გინდა :(

ამჯერად მუხადგვერდიდან წავედით
ცნობილი საოფროუდე ტრასა უნდა დავფაროთ
ორკარიანი დაიჰაცუთი ashh.gif
გზად ორჯერ კინღამ გადავტრიალდით
თუმცა "ცუიმ" (ასე ვეძახით ჩვენს მანქანას)
თავი ისახელა და ნახევარი ტრასა წარმატებით დაფარა
(თუ არ ჩავთვლით მომძვრალ "გუშიტელს")
მანქანით გზის გაგრძელება შეუძლებელი იყო და გავუყევით ფეხით
ჭილის ლაბირინთებში ბევრი ვიარეთ თუ ცოტა
მივადექით ულამაზეს ტბას
აყვავებულს და მოყიყინეს
აქ კი თავი იჩინა მთავარმა პრობლემამ
ჩვენ საზაფხულოდ ჩაცმულები ვიყავით
აქ კი 1140 მეტრზე - ძალიან ციოდა
თან გამყინავი ქარი ქროდა
თუმცა მალე აღმოვაჩინეთ რომ ქარი მხოლოდ ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქროდა
ტყის მხარეს კი სრული შტილი იყო
რა თქმა უნდა ქარში დგომას მშვიდად თევზაობა ვარჩიეთ
ერთი საათის განმავლობაში დავიჭირეთ
ორი ცისარტყელას ფერებში გამოწყობილი ტრიტონი და
უამრავი წყალმცენარე
ეჭიც კი გაგვიჩნდა
საერთოდ არის თუ არა ამ ტბაში თევზი???
აქ ავთომ მეთევზის ანბანური ჭეშმარიტება მოიშველია და
თქვა:
უნდა ვითევზაოთ ქარის მიმართულებითო
გადავინაცვლეთ ტბის ქარიშხლიან მონაკვეთზე
ძალიან რთული იყო ბალახებისგან თავისუფალი მონაკვეთის პოვნა
თუმცა ერთი ვიპოვნეთ small3d018.gif
ჯერ ძალიან წვრილი კარჩხანა წამოვიდა
ვიჭერდით მაგრამ ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვგრძნობდით
ხელები და ტანი თითქმის გაგვეყინა
ერთი საათის თევზაობის შემდეგ კი
ისიც ვთქვი
სახლში ხომ არ წავიდეთ მეთქი
თუმცა ამის თქმა იყო თუ არა ავთოს ზრდილი კარჩხანა დაუჯდა
300 გრამამდე
ამას იგივე ზომის მეორე მესამე და მეოთხე მოყვა
ქარმა თევზის მენიუ ტბის ამ მონაკვეთისაკენ მოიტანა
რასაც თევზიც მოყჰვა
დაიწყო მაგრამ რა დაიწყო
პირველი დიდი სიხარული კილოგრამიანი კარჩხანა იყო
მართალი გითხრათ
მაგხელა კარჩხანა არც დამიჭერია და არც მყავდა ნანახი
ნახევარ საათში "სადოკი" თითქმის სავსე იყო
მაგრამ
ყველაზე დიდი სიხარული წინ გველოდა
ავთომ ერთი შეკივლა ვაიმეო და........
ვხედავ ჭილის წყალი ზღვასავით ატალღიანდა
ნემსკავი ვიღაც გიგანტს გადაეყლაპა
ავთო კოჭას ატრიალებს და ისიც მორჩილი ძროხასავით მოყვება
შიგადაშიგ გაიბრძოლებს
ბალახებისაკენ იწევს
მაგრამ არაფერი საშიში newsmile05.gif
პირდაფჩენილები ვადევნებთ თვალს ამ სასწაულს
ნუთუ ჭილის ტბაზე საზანი ბინადრობს?
მაგრამ ეს შეუძლებელია.........
თევზი ჩოჩებ-ჩოჩებითნაპიამდე მოვიყვანეთ
მორჩილადვე ამოვიყვანეთ წყლიდან
ავთოს შევხედე - თმები ყალყზე ქონდა დამდგარი და სახე გაწითლებული
ამხელა კარჩხანა???????????????????????????
მე სასწრაფოდ დავკეცე ანკესები და ვთქვი
დღეს აქ თევზაობას აზრი აღარ აქვს მეთქი

ავიკარით გუდა ნაბადი და სახლისკენ დავახვიეთ
დაღლილობა საერთოდ გაგვიქრა

ჯერ მუხაგვერდს გამოცილებულები არც ვიყავით
როდესაც დავრეკეთ (სადაც საჭირო იყო)
რათა სასწრაფოდ გაემზადებინათ ღვინო და
თევზისათვის შესაფერისი სუფრა

სახლში თევზი ავწონეთ
სასწორმა 2250 გრამი აჩვენა
თუმცა შემდეგ გაირკვა რომ სასწორი გაფუჭებული იყო და 100 გრამს იპარავდა
სინამდვილეში თევზი 2350 გრამია

მე
ორე თევზი კილომდეა

ახლა რაც შეეხება კულინარიულ ღირსებებს
კარასის პირობაზე ძალიან გემრიალი და მსუქანხორციანი გამოდგა

თუმცა გიგანტი ჯერ არ დაგვიგემოვნებია
კილოგრამიანი კი დღესაც ცოცხალია და
ავთოს ეზოში წყილან კასრში ცურავს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   კარჩხანა   Jul 16 2009, 15:35
- - (dila)adriano   აქამდე არასოდეს და...   Dec 19 2009, 14:52
- - ვიტო   ნიკა თუ არ გეზარებ...   Aug 31 2010, 17:42
- - გიორგი   არადა საინტერესო ა...   Aug 31 2010, 18:41
- - ვიტო   გიორგი არა, მთლად ე...   Sep 1 2010, 11:27
|- - (dila)adriano   ესეც საქართველოს ა...   May 22 2011, 18:14
- - ჰერცოგი997   საღოლ სად როგორ და ...   May 22 2011, 18:52
- - DATKA   (dila)adriano ვაა ეს რამხელ...   May 22 2011, 20:49
- - (dila)adriano   მუცლიდან ორი სუფრი...   May 22 2011, 22:17
- - germane1968   ჩემპიონ!!!   May 23 2011, 07:41
- - (dila)adriano   ყოველთვის მითქვამ...   May 23 2011, 16:32
- - goxnari   ვააააა მაგარია საღ...   May 23 2011, 16:57
- - (dila)adriano   ავთო და მეორე კარჩ...   May 23 2011, 18:29
- - იაშკა   წალკაში რო ქარიყლა...   May 23 2011, 20:36
- - Davitus   ვაა...გილოცავ შალვა,...   May 24 2011, 02:18
|- - (dila)adriano   ციტატა(Davitus @ May 24 2011, 03...   May 24 2011, 06:45
- - შადი შამოდი   შალვა, ჩემს მეტი ნე...   May 26 2011, 15:01
- - Davitus   შადი შამოდი ნუ მაგ...   May 26 2011, 15:56
- - დემი   შენ გენაცვალე ჩემო...   May 28 2011, 20:23
- - nikoloza_migina   საღოლ ამხელა კარჩხ...   May 28 2011, 23:24
- - Caldera   მართალია ფხიანი თე...   Aug 5 2011, 13:59
- - littel fisher   კუმისზე სტანდარტუ...   Feb 25 2012, 12:40
- - T A M P L I E R   littel fisher ციტატა(little fisher ...   Feb 25 2012, 12:49
|- - littel fisher   ციტატა( T A M P L I E R @ Feb 25 ...   Feb 25 2012, 12:52
- - FISHERMAN   littel fisher 4 ან 5 ნომერი გ...   Feb 25 2012, 15:09
|- - littel fisher   ციტატა(FISHERMAN @ Feb 25 2012, 1...   Feb 25 2012, 15:23
- - ამური   littel fisher 5-ნომერი და არ...   Mar 21 2012, 23:57
- - FISHERMAN   ამური ე.წ 'პუშოკი...   Mar 22 2012, 09:48
- - ამური   littel fisher "პუშოკი" ...   Mar 22 2012, 10:38
|- - Little Fisher   ციტატა(ამური @ Mar 22 2...   Mar 22 2012, 14:29
- - ამური   ეს არ გაძვრება ? პუ...   Mar 22 2012, 15:18
- - Maverick   მე პირადად ქერქის ...   Mar 22 2012, 15:31
- - FISHERMAN   Little Fisher თუ კარგად გა...   Mar 22 2012, 15:56
- - Little Fisher   ხოო კარგი ვარიანტი...   Mar 22 2012, 16:00
- - davit.p   ესაა თევზის ჯიშის ...   Apr 24 2012, 14:42
- - PREDATOR   Visit My Website   Mar 9 2016, 01:07
- - ნუკრიMax   davit.p ბავშვების საწყ...   Mar 9 2016, 07:27


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2025 - 09:26