,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი, იერევან, სტალიცა კავკაზა....
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 17:43
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



.... ხოდა, ტელეფონს რომ დავხედე თავადი ივანე თოდუა დამეწერა. არა და ღამის 11 საათი იყო უკვე. ვიფიქრე: დალევისთვის გვიანია, სადმე ტალახში საბოდიალოდ ხომ გვიანია და გვიანი მეთქი. ნეტა რა უნდა იყოს მეთქი და ვუპასუხე ინტერესნი სახით.

-ალო
-რავა ხარ?
-რავი, ვაარ რაა, ცოტაღა მტკივა- მეთქი
-რა გტკივა?
-სამშობლო ივანე, სამშობლო.
-ხოოო, ეგ ვის არ სტკივა?
-შენ როგო ხარ?
-კარგად, ბიჯო არ გინდა გამოხვიდე და დავლიოთ?- და უეცრად განქრა ფიქრნი ჩემნი, რომ დალევისთვის გვიანი იყო.
-რა ვიცი აბა? კი მინდა მაგრამ გვიანი არ არის- ვკითხე მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
-ეეე გვიანი არა ისა კაცო, დააჯექი მანქანას და გამოდი.
-ცოტა ადრე მაინც დაგერეკა?
-გამოდი, გამოდი.
-მაიცა შენ რომ გამოხვიდე არა?
-ეე მე რომ გამოვიდე მერე სახლში ვინ წამიყვანს?
-ვააა, მე რომ გამოვიდე მე ვიღა წამიყვანს?

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ შევთანხმდით. ცოტა ხანში ისევ გამოისახა ივანე ჩემი ტელეფონის ეკრანზე.

-რა გინდა კაცო, რათ არ გასვენებს მამაზეციერი?-ვკითხე
-კარგი დალევა არ გინდა და ნუ გინდა. თუ არ დავლევთ, წამოდი მაშინ ერევანში წავიდეთ.
-ეეე?...
-რა ეე??
-მაიცა კაცო, ერთი ეს გამაგებინე, ერევანი და დალევა რა შუაშია?
-არაფერ შუაში, ,,შნორკელი,, მაქვს წამოსაღები.
-შნორკელიიი???
-..........

11:30-ზე უკვე ჩემთან იყო. ავიბარგე, ავიღე ფოტოაპარატი, ჩემი ჯიპიესი რადგან მინდოდა მენახა თუ იყო ჩაწერილი ერევანის რუკა, პასპორტი და ჩავჯექით მანქანაში. მანამდე მაცდონალდში გავიარეთ, საქორწილო სუფრა წამოიღო, გამოხვეტა რაც კი რამე იყო.

-კი მარა, რად გინდა ამდენი?
-სოფო და ბავშვიც მოდიან...
-კარგი, მე ჯანდაბას და მაგათ რაღას ერჩი ამ შავ შუაღამეს?
-მე არაფერს არ ვერჩი, უნდათ წამოსვლა.

დაახლოვებით 12:05-ზე გავედით ფოლკსვაგენ გოლფ-4_ით. საზღვრამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. გადავედით სომხეთის საზღვარზე. იქ კი სსრ-ს დროინდელი მილიციელები დაგვხვდნენ. ცოტა დავიძაბე. მაგრამ მილიციელი ბიძიები კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ და ზედმეტი დაბრკოლების გარეშე გაგვიშვეს. დავადეწით გზას. განსხვავება არაფერი იყო. ბუნება იგივე, მანქანები-იგივე, სახლებიც- იგივე. ერთადერთი რაც აღმოვაჩინე, ჩვენი სომხებისგან განსხვავებით, ერევნელი სომხები ძალიან თეთრები არიან. ესენი რამ გააშავა აზრზე არ ვარ...... newsmile05.gif

04:00-ზე ერევანში ვიყავით უკვე. დიდი შუქნიშნები, განათებული ქუჩები, ერევნის შესასვლელი ლას-ვეგასი გეგონება იმდენი კაზინო და სათამაშო სახლებია, ბევრი ხიდები, აქა-იქა ტუნელებიც და ტაქსები. ირგვლივ სიმშვიდე. დავიწყეთ სასტუმროს ძებნა, მაგრამ ჩვეულებრივი სასტუმროსი არა, ეს იყო არაჩვეულებრივი სასტუმრო, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი ვეძებეთ. მთელი ღამე ვიარეთ, ხან რომელ ქუჩას მივასკდით და ხან რომელს, ხან ერთ ტაქსისტს ვკითხეთ: სასტუმრო ვენეცია სად არის ხომ არ იცით? მაგრამ არავინ არაფერი იცოდა: ეგეთი სასტუმრო, ერევანში არ არსებობსო. მერე ერთმა გვითხრა:

-ვენეცია არ ვიცი, მაგრამ ვალენსია კი ვიციო.
-მოიცა კაცო, ვალენსია ხომ არ არისო- შემეკითხა ვანიჩკა.
-აუ, ვანიკო, აზრზე არ ვარ, მეც ეხლა მოვედი-მეთქი.
-აუ, ეგ არის ნაღდად.

მოკლედ ვკითხეთ თუ რომელ ქუჩაზე უნდა გვეძებნა ეს სასტუმრო , მოვნიშნეთ ჯიპიესზე და გავუდექით გზას. ცოტა იმედი მომეცა, თან ივანემ გამამხნევა: ეგ არის ნაღდად ვიცი-ო და მეც რა მინდოდა მეტი. ვიჯექი წყნარად და ველოდი როდის მივიდოდით დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ მთლად ისე არ იყო საქმე. აშკარად ვიცანი გზა, რომლითაც მოვედით.

-კაცო, ეს ის გზა არ არის, რომლითაც მოვედით?
-ხოოო, ეგ არის და იმ ტაქსისტს მოვუტყლარჭავ სიფათს თუ სადმე ვნახე....

ვაი შენს ჩელეს გავიფიქრე და ბედს შევეგუე. ამასობაში შევნიშნე, რომ ცოტა ინათა. საათს დავხედე შიშით. 05:35 იყო. მივედით სასტუმრომდე როგორც იქნა. გადავედით. აშკარად არ იყო ის რაც ჩვენ გვინდოდა. პორტიე შემოგვეგება. აბა რით შემიძლია გემსახუროთო. ვანომ ეგრევე ფასი ჰკითხა. დავითვალეთ და 280$ გამოდიოდა მთლიანად.

-ამათ შიგ ხომ არა აქვთ- ვიკითხე ჩემთვის
-დარწმუნებული ვარ რომ პასუხი დადებითია- მომიგო ვანომ და ისევ პორტიეს მიუბრუნდა. -ხომ არ იცი სასტუმრო ,,ვენეცია,, სად არის?
-,,ვენეცია,, არ ვიცი და ,,ვალენსია,, აქ არის
-ეს გვეკაიფება ტოო.... ინტენეტი გაქვს?
-კი
-დამსვი რაა კომპიუტერთან

პორტიე გამოშტერდა, მაგრამ ვანოს სახეს რომ შეხედა ეგრევე გვერდით გაიწია

-დაბრძანდით...

ცოტა ხნის ძებნის შემდეგ იპოვნა სანატრელი ,,ვენეცია,, მოვზეს ხორეცანის ქუჩა. მადლობა გადავუხადეთ პორტიეს და დავტოვეთ გაღიმებული. თუმცა ჩვენ არ გვეღიმებოდა. მოვნიშნეთ ჯიპიესზე ხორეცანის ქუჩა და წამოვედით. ვიარეთ, ვიარეთ, კიდევ ვიარეთ, მერე ცოტაც ვიარეთ და უცებ გაიჩითა ნანატრი ხორეცანის ქუჩა. უკვე გათენებულიყო. მაგრამ მაინც ისე ვერ იყო საქმე როგორც უნდა ყოფილიყო. კი ვიპოვნეთ ეს ქუჩა, მაგრამ სულ სადღაც 300 მეტრში იკარგებოდა ეს ქუჩა და სხვა ქუჩაზე გავდიოდით. თურმე აუხვიე რააა მარჯვნივ, მერე მარცხნივ, მერე გაზგასამართ სადგურთან მარცხნივ შეუხვიე, გაიარე 100 მეტრი, მერე მარჯვნივ ჩიხში შედი და ეგ არის, ზედ შუაგულ ,,ვენეციაში,, ხარ. მოკლედ ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ, ვარღვიეთ წესები. ისე მეფსმოდა კინაღამ გავსკდი, უკვე ყაბულს ვიყავი შუა გზაზე გაეჩერებინა და გადავსულიყავი. ხან როგორ დავჯექი და ხან როგორ, მაგრამ არ მიშველა. ვაიმე ჩემო თაო, დანძრეული გაქვს და ვერ გაგიგია. ბოლოს ვანოსაც მოეშალა ნერვები და....

-ამის დედაც ვატირე, პირველივე სასტუმროში შევიდეთ რაღა ვქნა?
-ხოოო ვანო ეგრე ჯობია ძმაო, თორე ცოტა ხანში, შარდი თვალებიდან გადმომასხამს.

ეხლა დავიწყეთ ,,პირველივე სასტუმრო,,-ს ძებნა. ეს სადღა წავიდა წეღან აქ არ იყო? ვფიქრობდი და თან ფეხებს ვუჭერდი. თან გვერდს ვიცვლიდი რომ მარცხი არ განმეცადა.

-ე ბიჯო გამიჩერე- აღმომხდა ბღავილი
-მოიცა კაცო რა უნდა გაგიჩერო სასტუმროს ვეძებ.
-გამიჩერე, თორე მანქანას წაგიბილწავ
-ეეე სასტუმრო

გავიხედე.

-აბა სასტუმრო?
-აი იქ
-სად ხედავ სასტუმროს ნუ გამაგიჟე?
-ვერ ხედავ?
-ვერა კაცო რა სასტუმრო?
-აიი.... და სასტუმროს მაგივრად ხელში საჯარო სამსახური შეგვრჩა, სადაც რატომღაც 3 ქვეყნის დროშა ფრიალებდა
-კაცო მეკაიფები?-ვკითხე
-არა, სასტუმრო მეგონა.....

მაგრამ იმან დამამშვიდა, რომ სულ რაღაც 100 მეტრში მე დავინახე შარდიანი თვალებით წარწერა HOTEL

-ვანო, დროზე 100 მეტრი პირდაპირ და მერე 15 გრადუსი მარჯვნივ.... დროზეეე.....

შევედით, მაგრამ შევარდნას უფრო ჰგავდა.

-ტუალეტი სად არის?- ეგრევე ვიყვირე.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ცუდად არის- დაამშვიდა პორტიე ვანომ.
-კარგი, ზემოთ ადი და მარჯვნივ კარში შედი.

გავვარდი. მთელი 5 წუთი ვიდექი და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი. რომ ჩამოვედი ჰოლში, ვანოს სახე არ მომეწონა.

-რა ხდება?
-240$ მითხრეს.....
-ბიჯო, უკვე გათენდა და დაძინებას რაღა აზრი აქვს? მაღაზიაც გაიღება და წავალთ რააა.
-სოფოს და ბავშვს რა ვუყო?
-ხოოო....
-ინტერნეტი გაქვთ?-ჰკითხა პორტიეს.

მეორედ მოძებნა ინტერნეტში ,,ვენეცია,, ნომერი ამოვიწერეთ და დარეკვა მოვითხოვეთ. ერთი ზარის უფლება კი გვქონდა. უკმაყოფილო სახით, მაგრამ დაგვთანხმდა ქალბატონი-დეიდა პორტიე. როგორც იქნა გავარკვიეთ სად უნდა წავსულიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მივედით როგორც იქნა. არ მჯეროდა, მაგრამ მივედით.

საათს დავხედე. უკვე 07:10 იყო. მაგარი დაღლილები ვიყავით, მაგრამ რაც იქ ვნახე, ნამდვილად ღირდა ეს სასტუმრო. ჯერ ფასით 70$ დაჯდა, მშვენიალური სიტუაცია, გაწკრიალებული ოთახები. არაჩვეულებრივი გარემო. მერე მივხვდი, რატომაც ეძება ამდენი ხანი ეს სასტუმრო ვანომ. ორი საწოლი ოთახი თავისი ჯაკუზებით და მისაღებით.

აი ისიც:

ეს ჩემი საწოლი ოთახი.





აი აქ ჩაწოლა კი ნაღდად ღირდა.



ეს ვანო.



ეს კი მისაღები ოთახი.





ვანოს მეუღლე



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩელე
პოსტი Jun 10 2011, 18:16
პოსტი #2


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგრამ ამით არ დამთავრეწბულა ჩვენი თავგადასავალი. დილის 8 საათზე ამოვედი ჯაკუზიდან, ერთი კი ვიფიქრე აქვე დავიძინებ მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. შემეშინდა, რომ მოვიხარშებოდი. დავწექი დასაძინებლად. ის დროა, რომ უკვე წამიღო ძილმა, რომ ზარის რეკვის ხმა შემომესმა. კარგა ხანი რეკა. ბოლოს მივხვდი რომ ჩვენს ოთახში რეკავდა. ავდექი და დავიწყე ტელეფონის ძებნა.

-გისმენთ..
-ბოდიში, რომ გაწუხებთ, მაგრამ თქვენი მანქანა ჩაირთო...
-ჩაირთო???....
- დიახ, ჩაირთო და ვერ ვაჩერებთ.
-რას ქვია ჩაირთო?
-აი ჩაირთო რააა, სიგნალიზაცია ჩაირთო....
-ააააა, კარგი, კარგი ჩამოვდივარ.....

ჩავიცვი, გასაღები მოვძებნე და დუდღუნით ჩავედი ფარეხში. რა ვიცი აბა? კი ჩავედი, მაგრამ ეს მანქანა აღარ კიოდა. გახსენი სიგნალიზაცია და დავკეტე ისევ, მეტი რა უნდა მექნა? წამოვედი ისევ დუდღუნით. ამოვედი ნომერში, გავიხადე და დავეგდე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი წვალება?? ის არის, რომ ისევ ძილმა უნდა წამიღოს და უცებ რაღაც ხმა გავიგონე, დაახლოვებით ასეთი: ფფშშშშშშ...... ფშშშშშშ.... ვაააახ, წამოვხტი. კერები არ დამიკეტია და ვიფიქრე ვინმე ხომ არ შემოვიდა მეთქი. ვანოს კარი გამოხურული იყო, გავედი კარი ჩავკეტე, ტუალეტში შევიხედე, მაინც დავზვერე, მაგრამ არაფერი იყო. შევედი ოთახში და დავეგდე ისევ. მაგრამ გგონიათ ამითდამთავრდა ჩემი წვალებაა???

ის იყო ისევ ძილმა წამიღო, რომ ეს უცნაური ხმა ისევ შემომესმა: ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშშ, ფშშშშშშშ..... სამჯერ იყო უკვე. გავგიჟდი, წამოვხტი გიჟივით და მისაღებში გავვარდი, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? უკვე ,,იზმენებში,, ჩავვარდი. უკვე სათითაოდა დავიარე ოთახები, მაგრამ არავინ იყო ჩვენს გარდა. ბოლოს ჩემს ტუალეტში შევედი, კარგად შევისწავლე იქაურობა და კედელზე აღმოვაჩინე ,,ეარვიკის,, ავტომატური არომატიზატორი, რომელიც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ავტომატურად უშვებდა სურნელოვან სუნს. აქ კი ნერვებმა მიმტყუნა და გინებ-გინებით დავეგდე ჩემს საწოლზე. მაგრამ გგონიათ ამით დამთავრდა ჩემი ტანჯვა-წამება?

ის იყო, უკვე მერამდენედ წამიღო ძილმა, რომ ზარის ხმა შემომესმა. აი აქ უკვე გავჭედე. ვუპასუხე ტელეფონს და ქალბანოს ხმა შემომესმა, რომელიც ამჯერად სომხურად მეუბნებოდა რაღაცას. ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი რომ სიგნალიზაციის ამბავი იყო. ჩავიცვი და ჩავედი უკვე გინებ-გინებით. გავხსენი მანქანა, კარები გავაღე, ერთი-ორი დაცვას შეწვაგინე ქართულად: ერთი მანქანისთვის ვერ მიგიხედიათ მეთქი და ამოვბრუნდი უკან. მაგრამ ამჯერად ქალბატონ პორტიესთან გავჩერდი, გასაღები მივუგდე და ვუთხარი:

-აი გასაღები და მოგტყვნიათ პატრონი, აღარ დამირეკოთ მეთქი......

კი ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა რომ არ უნდა შემწინააღმდეგებოდა. ამასობაში 9 საათიც მოსულიყო. დავეგდე საწოლზე და ბალიში დავიფარე თავზე. ჩამეძინა,. მაგრამ რად გინდა? 10:30-ზე ვანო მაღვიძებს. ადე ერევანი უნდა გაჩვენოო. ძლივს ავიზლაზნე. ავეწყეთ და გავეშურეთ ,,შნორკელის,, საყიდლად.

გზად ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდით.





ფირმენი ტრალეიბუსი.



ესეც ფირმენი, ოღონდ ძველებური შკოდა.









ერევნის რკინიგზის სადგური



ვანომ ,,შნორკელის,, გარდა, ,,ლუსტრა ,, იყიდა პაჯიკასთვის, მაგრამ გოლფს მოვარგეთ. newsmile05.gif





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ჩელე   ,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი   Jun 10 2011, 17:43
- - ჩელე   მაგრამ ამით არ დამ...   Jun 10 2011, 18:16
- - ჩელე   ავიღეთ ეს ყველაფერ...   Jun 10 2011, 18:45
- - გოგა   ....   Jun 10 2011, 18:53
- - ჩელე   ძალიან გემრიელად მ...   Jun 10 2011, 18:58
- - ნუკრიMax   სირუმ იახში...   Jun 10 2011, 19:06
- - ჩელე   ეს სომხური ,,გამაექ...   Jun 10 2011, 19:07
- - ნუკრიMax   კიდე ტიხარ!!!   Jun 10 2011, 19:08
- - ნიკა   ეე შენა კიდე სახლშ...   Jun 10 2011, 19:25
- - Davitus   აი მალადეს... აი პის...   Jun 10 2011, 19:28
- - ჩელე   Davitus მაიცა კაცო რა რ...   Jun 10 2011, 21:41
- - Bonehill   საღოლ მაგრად ვიხალ...   Jun 10 2011, 21:48
- - ivanetodua   ნუ რახან ეგრეა ეგრ...   Jun 10 2011, 21:49
- - Davitus   ivanetodua რა გიქნეს კაც...   Jun 10 2011, 21:56
- - ivanetodua   RE: ,,ახ სირუმ, სირუმ,, ანუ თალგამი   Jun 10 2011, 22:01
- - ჰერცოგი997   საღოლ კარგი გასვა ...   Jun 10 2011, 22:08
- - ჭალიმგელა   ვა რა იაღოვლები ხა...   Jun 10 2011, 22:24
|- - ivanetodua   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 10 2011, 22:26
- - ჭალიმგელა   ვააა... ანუ ალავერდი...   Jun 10 2011, 22:31
|- - ivanetodua   ციტატა(ჭალიმგელა ...   Jun 10 2011, 22:36
- - ლევანი   მშვენიერი თავგადა...   Jun 11 2011, 00:58
- - ჩელე   ჭალიმგელა სურათე...   Jun 11 2011, 01:06
- - ლევანი   ციტატა(chele @ 11th June 2011 ...   Jun 11 2011, 13:58
- - ჩელე   ლევანი ჩეჩნეთი, ყა...   Jun 11 2011, 18:26
- - მაჭარა   ჩელე ivanetodua მაგრები ...   Jun 11 2011, 20:59
- - ლევანი   ციტატა(Giorgi Macharashvili @ 11t...   Jun 11 2011, 23:45
|- - shalva-zimin   ვანიჩკა და ჩელე ,პი...   Jun 12 2011, 22:52
- - ჩელე   shalva-zimin ციტატავანიჩკ...   Jun 13 2011, 20:11
- - შალვა   ციტატა(chele @ 13th June 2011 ...   Jun 13 2011, 20:22
|- - shalva-zimin   ციტატა(შალვა @ Jun 13 2...   Jun 14 2011, 10:06
- - შალვა   კამაც-კამაც ახპერ ...   Jun 14 2011, 10:48
- - ბალა   ვაააა რა კარგი დრო ...   Jun 14 2011, 11:08
- - ჩელე   ბალა უცხო ქვეყანა...   Jun 14 2011, 18:27
- - 919   ჩელე ძამიკო, ერთი რ...   Jun 15 2011, 00:11
|- - ivanetodua   ციტატა(919 @ Jun 15 2011, 01...   Jun 15 2011, 21:18
- - ბალა   ჩელე ციტატა(chele @ 14th...   Jun 15 2011, 00:17
|- - sabo73   ციტატა(ბალა @ Jun 15 2011...   Jun 15 2011, 21:30
- - ჩელე   919 მშვიდობიან მგზა...   Jun 15 2011, 00:19
- - Danelli   ციტატა(Gigs13 @ 15th June 2011 ...   Jun 15 2011, 09:12
- - ჩელე   მეც ეგრე მახსოვდა, 3...   Jun 15 2011, 20:00
- - ბალა   sabo73 ციტატა(sabo73 @ 15th June...   Jun 15 2011, 22:41
- - Danelli   ციტატა(ivanetodua @ 15th June 201...   Jun 16 2011, 12:56
- - ბესო   ციტატა(Danelli @ 15th June 2011 ...   Jun 18 2011, 10:20
- - nikoloza_migina   ჩემი ძმის ნაირი... მ...   Jun 21 2011, 09:05


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2025 - 16:20