გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2011 წლის 11 და 12 ივნისს ჩატარდება მონადირე ძაღლების (მეძებრები,მდევრები,სოროს ძაღლები) 71-ე გამოფენა.ადგილი --- სავარაუდოდ ისევ იპოდრომის ტერიტორიაზე.რეგისტრაციის დროს მოგვიანებით ან მე დავწერ ან ექსპერტები გვეტყვიან.
11 ივნისს(შაბათს) შეფასდებიან ინგლისური ჯიშები(პოინტერი,სეტერი(ინგლი სური,ირლანდიური,შოტლანდიური), ასევე --- მდევრები(რუსული,ინგლისურ-რუსული,ესტონური...). 12 ივნისს (კვირას) შეფასდებიან გერმანული მეძებრები (კურცხაარი,დრათხაარი),ასევე --- სპანიელები და სოროს ძაღლები. კლუბის და ფორუმის წევრებს თუ გაქვთ სურვილი,დაესწარით,როგორც ყოველთვის საინტერესო გამოფენა იქნება. პატივისცემით, |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 22 რეგისტრ.: 29-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამოფენა მართლაც შთამბეჭდავი იყო. დავით ცხვედიანმა კარგად გაუკეთა ორგანიზება ყველაფერს. პრიზებიც კარგი და მონადირეთათვის შესაფერისი. მემგონი ყველა მონაწილე და მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. ჩვენმა აფხაზეთის კლუბის ძაღლებმაც ბევრ ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ძუ პოინტერებში-მეორე ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი დავით წოწონავას ერგო. ინგლისურ სეტერებში მესამე ასაკობრივ ჯგუფში (ძუებში) ბესო გვასალიას-ლილუმ დაიკავა. ძუ კურცხარებში მესამე ასაკობრივ ჯგუფში-მე. პატარა ნაკლი მინდა ავღნიშნო სეტერების რინგზე-. თავიდან ცოტათი დაიჩაგრა ბათუმელების გორდონი. ეტყობა გორდონებთან ჩვენს მსაჯს მანამდე შეხება არ ქონია. დარწმუნებული ვარ სეტერების რინგი შადიმანს რომ ემსაჯა რომელიც ჩვენთან სეტერების მართლაც კარგი მცოდნე სპეციალისტია ეს პატარა ინცინდენტიც არ იქნებოდა. ერთი კიდევ ის იყო რომ არცერთი ირლანდიური სეტერი არ გამოუყვანიათ გამოფენაზე, რაც მართლაც დასანანია. ირლანდიური სეტერი თავისი სანადირო თვისებებით და სილამაზით არცერთ ჯიშის ძაღლს არ ჩამოუვარდება. მომავალ წელს აუცილებლად გავუკეთებ ორგანიზებას ამ საქმეს, 3, 4 სეტერს მაინც გამოვიყვან. ყველა გამარჯვებულს და პრიზიორს კიდევ ერთხელ ვულოცავ წარმატებას. ეხლა კი ჩემი გადაღებული ფოტოები
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 01:07 |