იქნება ვინმე დამეხმაროს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იქნება ვინმე დამეხმაროს |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ყველას. იქნება ვინმე დამეხმაროს. ეზოს ძაღლს ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ ძაღლს მთელი კორპუსი ვუვლით უკვე 4 წელია და ვაჭმევთ. მაგარი ჭკვიანი ვინმეა. გამუდმებით იფხანს. ბარსს ვასხავ ხოლმე. მაგრამ ბოლოს ვერ დავასხით, რადგანაც მაკეთ იყო. უკვე ორი თვეა ზურდის შუიდან კუდამდე ბეწვი გასცვივდა. გაცვენილ ადგილზე არ აღენიშნება არანაირი სისველე და არც მუწუკები. კაცებმა ქეცი აქვსო და მანქანის გამონაცვალი ზეთი წაუსვეს რამოდენიმეჯერ მაგრამ არ უშველა. 26 მაისს მაგარი სეტყვა რომ იყო იმ ღამეს იმშობიარა, ეტყობა შიშზე და მკვდრები დაბადა. გუშინ ვნახე კუდის ქვემოთაც ჩამოსვლია და თან მუცელზეც თითქოს ალერგიასავით აღენიშნება სიწითლე. ვეტერინართან ვიყავი და რომ ავუხსენი მითხრა რომ ეს არის პროქტიტიო. ანუ მკურნალობა უნდა სანთლებით 5 დღე და შემდეგ გამორწყვა და პარალელურად მაზის წასმა რაღაც იამა თუ რაღაც ეგეთი მითხრა. ერთმა მეზობელმა კი რომელსაც დამთავრებული აქვს ვეტერინალური ძალიან დიდი ხნის წინ თქვა რომ ღორის მუცლის ქონი და შაბი აურიეთ ერთმანეთში და ხერხემლის გაყოლებაზე წაუსვითო.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
თუ ძაღლს ვერ წაუყვან ვეტექიმს, ვეტექიმი მიიყვანე ძაღლთან, სანამ წაიყვან აუხსენი რომ ძაღლს კანის დაავადება სჭირს და რომ მოვა ბარემ კანიდან ნაცხს აუღებს პარაზიტის ზუსტ სახეობის დასადგენად. ზუსტ დიაგნოზის დადგენის შემდეგ სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 02:41 |