კარწახის ტბა ახალქალაქის რაიონში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კარწახის ტბა ახალქალაქის რაიონში |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 146 რეგისტრ.: 2-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
კარწახის ტბაზე თუ ხართ ვინმე ნამყოფი?
იქნებ ინფორმაცია გაგვიზიაროთ . |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ესე იგი, მაგ ტბაზე ხშირად მითევზავია და მაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება კობრს ნამდვილად არის, მაგრამ ქვირითობისას იჭერენ და თანაც ბადით. ბებერი მონადირისგან გამიგია რომ 15 კილო მოკლული ყავს სკს-ით მარა ეგ დიიიდი ტყუილი მგონია ბებერი მონადირეების სტილში მონაყოლი. ბრაკონიერები მანდ ვერ შედიან, ბადით კიდე იჭერს ვიღაც სომეხი, რომელსაც იჯარით თუ რაცხა ჯანდაბით აქვს ეგ ტბა აღებული და დიდ ბადეებს შლის ხოლმე მერე ლებიოტკით (ქართულად მგონი ბერკეტი) წევენ ხოლმე მაგ ბადეებს და იქ კი ნამდვილად მოყოლილა დიდი კობრები 10 კგ და ზევითაც, ხშირად უჩუქნია კიდეც იმ სომეხს სათევზაოთ ჩასული პატივსაცემი სტუმრებისთვის, რომლებიც მერე ანკესით თავის მიერ დაჭერილად ასაღებენ ამ თევზს. რეალურად მანდ ანკესით რომ კობრი დაეჭიროს ვინმეს არც გამიგია.
კარასი კი იცოცხლე ქვირითობისას თითქმის ცარიელ ნემსკავზე შეიძლება დაჯდეს, ერთი ჭიით რომ 10-15 დაიჭერ. ოთხი ანკესით გვაქვს მანდ დაჭერილი 85 კილო კარასი მხოლოდ დილის კლიოვზე. კარასის ზომებს რაც შეეხება მერყეობს 300-700 გრამს შორის, 1.5-3 კგ ისეთივე ზღაპარი მგონია, როგორც დიდი კობრის ანკესით დაჭერა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ კარასის მაგარი მოსვლა მხოლოდ ქვირითობისას არის, ივლის აგვისტოში კიდე შეიძლება დაიჭიროთ ნორმალურად შეიძლება კიდე ვერც ერთი ცალი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2025 - 08:14 |