გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2011 წლის 11 და 12 ივნისს ჩატარდება მონადირე ძაღლების (მეძებრები,მდევრები,სოროს ძაღლები) 71-ე გამოფენა.ადგილი --- სავარაუდოდ ისევ იპოდრომის ტერიტორიაზე.რეგისტრაციის დროს მოგვიანებით ან მე დავწერ ან ექსპერტები გვეტყვიან.
11 ივნისს(შაბათს) შეფასდებიან ინგლისური ჯიშები(პოინტერი,სეტერი(ინგლი სური,ირლანდიური,შოტლანდიური), ასევე --- მდევრები(რუსული,ინგლისურ-რუსული,ესტონური...). 12 ივნისს (კვირას) შეფასდებიან გერმანული მეძებრები (კურცხაარი,დრათხაარი),ასევე --- სპანიელები და სოროს ძაღლები. კლუბის და ფორუმის წევრებს თუ გაქვთ სურვილი,დაესწარით,როგორც ყოველთვის საინტერესო გამოფენა იქნება. პატივისცემით, |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 15 რეგისტრ.: 25-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ზაზა იმას ვგულისხმობდი რომ მეორე ადგილზე რო ძაღლი იდგა იყო ახალი სისხლებიდანთქვა თუ არ ვცდები და საველეც აქვს როგორც ვიცი, რაც შეეხება ირლანდიურის და გორდონის როგორც ჯიშების გაუმართლემლობას , ჩვენსკენ დასავლეთში ზუსტად გორდონი ამართლებს და ირლანდიურიც მაგრამ საწმუხაროდ არ არის ირლანდიურები და გორდონები, აბა გურიაში და სამეგრელოში მთელი დღე და ღამე რომ არის იხვზე ნადირობა, პოინტერი საერთოდ ვერ მუშაობს და ინგლისურს სხვა სეტერებთან (განსაკუთრებით გორდონტან)შედარებით უფრო უჭირს, მე არ ვამბობ და არ ვლანძღავ არცერთ ჟიშს მაგრამ მკომენტებში ლავერაკი და პოინტერია უკეთესი და არის სიტუაციები როდესაც გორდონები და ირლანდიურები ჯობნიან,გააჩნია რაზე ნადირობ,მე თვითონ 2 ძუ პოინტერი მყავს და 1 ხვადი გორდონი, პოინტერები მწყერზე და მინდვრის ფრინველზე ჩაგრავენ მაგრამ იხვის და ქატამის სეზონზე ისვენებენ.
ექსპერტს რაც შეხება სახელი არ ვიცი მაგრამ ახალგაზრდა კინოლოგია, სეტერებს მაგი მსაჯობდა |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ზაზა იმას ვგულისხმობდი რომ მეორე ადგილზე რო ძაღლი იდგა იყო ახალი სისხლებიდანთქვა თუ არ ვცდები და საველეც აქვს როგორც ვიცი, რაც შეეხება ირლანდიურის და გორდონის როგორც ჯიშების გაუმართლემლობას , ჩვენსკენ დასავლეთში ზუსტად გორდონი ამართლებს და ირლანდიურიც მაგრამ საწმუხაროდ არ არის ირლანდიურები და გორდონები, აბა გურიაში და სამეგრელოში მთელი დღე და ღამე რომ არის იხვზე ნადირობა, პოინტერი საერთოდ ვერ მუშაობს და ინგლისურს სხვა სეტერებთან (განსაკუთრებით გორდონტან)შედარებით უფრო უჭირს, მე არ ვამბობ და არ ვლანძღავ არცერთ ჟიშს მაგრამ მკომენტებში ლავერაკი და პოინტერია უკეთესი და არის სიტუაციები როდესაც გორდონები და ირლანდიურები ჯობნიან,გააჩნია რაზე ნადირობ,მე თვითონ 2 ძუ პოინტერი მყავს და 1 ხვადი გორდონი, პოინტერები მწყერზე და მინდვრის ფრინველზე ჩაგრავენ მაგრამ იხვის და ქატამის სეზონზე ისვენებენ. ექსპერტს რაც შეხება სახელი არ ვიცი მაგრამ ახალგაზრდა კინოლოგია, სეტერებს მაგი მსაჯობდა ლუკა, III ჯგუფში ჩემი იდგა მეორე,ანუ როკი გამორიცხულია.I და II ჯგუფებში ხვადებში თუ ძუებში,მართლა არ ვიცი ახალი სისხლის ჩამოყვანილი პოინტერი თუ ყავთ.ახალი იტალიური სისხლის იქ იყო ანდრონიკაშვილის შავხალიანი კურაჟი,ხვადი(შარშან ჩამოიყვანეს უკრაინიდან),რომელმაც ფრიადი მიიღო.მეორეზე რომლები გავიდნენ არ მახსოვს. ირლანდიურების მიმართ ინტერესი არაა,თუ არის სადმე,უპასპორტოა.ჩამოყვანით კი ხალხს ბოლო დროს მხოლოდ პოინტერები ჩამოყავთ.პირადად უფრო აღმოსავლეთში მიწევს ნადირობა და ირლანდიური რო მაჩუქონ,მაგას პოინტერის ლეკვი ვიყიდო მირჩევნია.დასავლეთში კი რადგან იხვზე მეტხანს ნადირობენ, რა თქმა უნდა გორდონები,დრათხაარები უყვართ.ამაზე კი ფორუმზე იმდენი თემაა,რომ აქ კიდევ რომ გავაგრძელოთ საუბარი,დაგვსჯიან.სხვა თემაში ,კი ბატონო. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 01:12 |