ლეკვის დღიური, ლეკვობიდან ზრდასრულობამდე... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლეკვის დღიური, ლეკვობიდან ზრდასრულობამდე... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მოკლედ ვხსნი ახალ თემას და ვიწყებ... დღეს ავიყვანე პატარა მონადირე, ინგლისური პოინტერი სახელად "როქსი".. მე მეგონა სახლში გაუჭირდებოდა შეჩვევა მაგრამ პირიქით ძალიან კარგად გრძნობს თავს.. დარბის და თამაშობს ეტყობა რომ ძალიან ენერგიული ლეკვია..
თბილია და მოსიყვარულე, ადვილად შედის ადამიანებთან კონტაქტში... დღეს ვეთამაშებოდი და ალუჩა გავუგორე იატაკზე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ნაბულზე დაუდგა.. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ყოველდღე სიახლეებს მოგიყვებით.... ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლეკი
კარგი ლეკვია როგორც ჩანს , გაიზარდოს სასახელო. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რაღაცეებს, შეიძლება იცი, მაგრამ რომ არ გამოგეპაროს რამე. 1. საჭმელი და წყალი, ყოველთვის ერთ ადგილას დაუდე. ჭამის დროს ჯამი ხელში დაუჭირე მაღალზე, რომ კისერი არ დაეძაბოს. აჭამე ერთი და იგივე დროს, ეგ უკვე შენ იცი რა დროები იქნება. 2. იქნება მოსაქმების პრობლემა. აფთიაქში იყიდება დასაფენი პამპერსი, გაუშალე და როგორმე მიაჩვიე იქ მოსაქმებას. გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გაიყვანო, გინდაც აივანზე, გინდაც სადარბაზოში თუ ეზოში. სანამ არ აცრი რა თქმა უნდა. 3. ხშირად უმეორე სახელი რომ მალევე მიეჩვიოს. 4. დაუჯერე ვეტექიმს, მაგრამ შენი ვერსია ყოველთვის გქონდეს და არასოდეს მოგერიდოს რამის კითხვა და თუნდაც ღამის 5 საათზე დარეკვა მოგიწიოს. 5. როგორმე გაიჭირვე და მიეცი ხარისხიანი საჭმელი 6 თვემდე მაინც. როიალ კანინი ან ჰილსი, მე ამას გირჩევდი. დალშე თუ რამე გამახსენდა დავწერ. პ.ს. ისე მგონი ეს რჩევები შენ მომეცი ჩელსი რომ მყავდა.... ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 05:58 |