იქნება ვინმე დამეხმაროს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
იქნება ვინმე დამეხმაროს |
![]()
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ყველას. იქნება ვინმე დამეხმაროს. ეზოს ძაღლს ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ ძაღლს მთელი კორპუსი ვუვლით უკვე 4 წელია და ვაჭმევთ. მაგარი ჭკვიანი ვინმეა. გამუდმებით იფხანს. ბარსს ვასხავ ხოლმე. მაგრამ ბოლოს ვერ დავასხით, რადგანაც მაკეთ იყო. უკვე ორი თვეა ზურდის შუიდან კუდამდე ბეწვი გასცვივდა. გაცვენილ ადგილზე არ აღენიშნება არანაირი სისველე და არც მუწუკები. კაცებმა ქეცი აქვსო და მანქანის გამონაცვალი ზეთი წაუსვეს რამოდენიმეჯერ მაგრამ არ უშველა. 26 მაისს მაგარი სეტყვა რომ იყო იმ ღამეს იმშობიარა, ეტყობა შიშზე და მკვდრები დაბადა. გუშინ ვნახე კუდის ქვემოთაც ჩამოსვლია და თან მუცელზეც თითქოს ალერგიასავით აღენიშნება სიწითლე. ვეტერინართან ვიყავი და რომ ავუხსენი მითხრა რომ ეს არის პროქტიტიო. ანუ მკურნალობა უნდა სანთლებით 5 დღე და შემდეგ გამორწყვა და პარალელურად მაზის წასმა რაღაც იამა თუ რაღაც ეგეთი მითხრა. ერთმა მეზობელმა კი რომელსაც დამთავრებული აქვს ვეტერინალური ძალიან დიდი ხნის წინ თქვა რომ ღორის მუცლის ქონი და შაბი აურიეთ ერთმანეთში და ხერხემლის გაყოლებაზე წაუსვითო.
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3 რეგისტრ.: 13-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ყველას. უკვე მეორეთ წავუსვი ღორის მუცლის ქონში გარეული განაყული შაბი. წასმის დროს ბეწვს რომ ვუწევ შევამჩნიე შიგა და შიგ (სადაც არ აქვს გაცვენილი ბეწვი) კიდევ აქვს პატარა კერები, ანუ გაცვენილი. დღეს კიდევ ვიყავი ორ ვეტთან და გადავწყვიტეთ რომ გოგირდის მალამო წავუსვათ. წაყვანით ვერ მიმყავს. ერთმა ვეტმა კი მითხრა, რომ შეხედვით მაინც ვერ გავიგებთო და მიმასწავლა ვაშლიჯვარში არის ლაბორატორია, იქ მიდი, სტერილურ სინჯარას გამოგატანენ, შენ აუღე ანაპხეკი და ბეწვი და მიიტანეო. მერე მაგის მიხედვით ვუმკურნალოთო. ეს უფრო ადვილია ჩემთვის. წასვლამდე გოგირდის მალამოს წავუსმევ. საქმე იმაშია, რომ წაყვანა გულით მინდა მაგრამ ჩემი ქმრის ჩათვით მანქანაში არ მასმევინებენ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 05:58 |