ზოგადი საკითხები ჯიშიან ძაღლებზე და ძაღლით ნადირობაზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ზოგადი საკითხები ჯიშიან ძაღლებზე და ძაღლით ნადირობაზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
ამ პატარა ჩანაწერით მინდა გავამახვილო ყურადღება იმ პრობლემებზე რომელიც დგას ჩვენს წინაშე და რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გადავწყვიტოთ. 1.რაც ეხება ეკსპერტებს და რატომ იყო კამათი გორდონის ირგლივ.- მე არ მგონია რომ ექსპერტს მიზნობრივად უნდოდა არასწორი შეფასება მიეცა ამ ძაღლზე იგიც რომ გავითვალისწინოთ რომ ეს ძაღლი მარტო იყო რინგზე როგორც იტყვიან რუსები ’’ Вопрос всего лишь об Этике Судейства’’ ექსპერტს თუ თვითონ არ ყოფნის მისი პირადი გამოცდილება შეუძლია დაუძახოს უფრო გამოცდილი ექსპერტი და ამით არაფერს არ არღვევს. პირადათ ამ ძაღლთან მიერ უნდა გაეთვალისწინებია საერთოდ ამ ჯიშის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და ექსპერტს უნდა ცოდნოდა რომ პირადათ ამ ახალგაზრდა ხვადმა პირველივე საველეზე ამ წელს აჩვენა საუკეთესო თვისებები რაც კი აღნიშნეს ექსპერტებმა რომლებმაც ნახეს ეს ძაღლი მინდორში აქედან გამომდინარე ექსპერტს უნდა შეეფასებია ეს ძაღლი კომპლექსში მითუმეტეს რომ ეს ხვადი კიდევ იზრდება და ამით მიეცა ამ ჯიშს ბიძგი წინ. ბევრმა გამოცდილმა ექსპერტმა გულით, თვალით, და ტვინით გძნობს და ზუსტად იცის რა მდგომარეობაშია ჯიში და რა უჭირს ასეთი შემთხვევებიც კი იყო როცა ექსპერტი ექსტერიერულ გამოფენაზე პირველ ადგილზე აყენებდენ ფრიადთან შედარებით ოჩ.ხორის მატარებელ ძაღლს როცა ზუსტად იცოდა რომ ამ ძაღლის საველე თვისებები ჯობია იმ ფრიადს და ეს ჭირდება მთლიანად ჯიშს ამით ჯიში იგებდა.ჩვენ ხომ ვხედავთ რომ დღეს საქართველოში გარდა ერთი კლუბის არ იზრდება ექსპერტი მოდით ამაზე ვიმსჯელოთ. ჩავატაროთ მუშაობა ვისწავლოდ თურემ იქნება იმფერივე სურათი როგორც დღეს არის აჭარაში ,გურიაში,სამეგრელოში და ასე შემდეგ რომ არ ყავთ არცერთი ექსპერტი . ექსპერტებმა გამოთქვან მათი აზრები ერთობლივათ ჩავატაროთ სემინარები ,მასტერ- კლასები და ასე შემდე.
ამ გამოფენის შემდეგ ჩვენ დავინახეთ რა მდგომარეობაა საქართველოში ზოგიერთ ჯიშთან. სწორად აღნიშნა TATULIM რომ დაიკარგა ირლანდიური სეტერი, თენგოც ხედავს პრობლემას ინგლისურებში, საერთოდ დაიკარგა სპანიელი,ჩვენთან კი დასავლეთში დაიკარგა დრათხარი არის ყველანაირი გრიფონი ,სპინონი მაგრამ ის დრათხარი რაც უნდა იყოს სტანდარტით არ არის. მე უკვე არაფერს ვიტყვი საველე თვისებებზე,ვის წარმოუდგენია რომ პოინტერმა და ინგლისურმა მოუგოს დრათხარს იხვზე ნადირობაში ზამთარში დასავლეთ საქართველოში კოლხეთის დაბლობის პირობებში ( წყლის ეშინია, არ მოაქვს,სროლის ეშინია და ასე შემდეგ) ეს ხომ ნონსენსია, ასეთ სურათს ჩვენ ვუყურებთ ყოველ წელს ,და ჩვენ ბევრს ვნადირობთ იხვზე და ძალიან კარგათ ვხვდებით რა ჯიში არის საჭირო იხვზე ნადირობისთვის( 3-5 დღიანი ნადირობა ტყეში ,ბალოტში ,წყალში ,ქარში,ყინვაში და თოვლში) ამ ჯიშმა სრული დეგრადაცია განიცადა და არ უჩანს პერსპეკტივა. აქ არამაქვს საუბარი ცალკეულ ძაღლზე მთლიანად ჯიშსზე ვსაუბრობ რომელიც უნდა გადავარჩინოთ იმ ჯიშების ერთად რომელიც იყო აღნიშნული. 21- საუკუნე ტეხნობუმი მალე ძაღლიც კი არ დაგვჭირდება ამნაირ მონადირეებს ვხვდებით ყოველ წელს ჩოლოქში,გრიგოლეთში,სუფსაში. ჩართავენ მანოკებს დღე და ღამე და მოყავენ მწყერი მანქანასთან და მერე დვარნიაშკით ნადირობენ ან ფეხით აყენებენ. რათ უნდათ მაგენს ჯიში, გაზდა, დაგეშვა. მე ბევრჯელ მაგათ მერე შევსულვარ მინდორში ჩემი ძაღლების ერთად და უამრავი მწყერი მომიკლავს რომელიც მასეთი მონადირეების მერე იყო გაფანტული მინდორში. საქართველო ერთი ქვეყანაა ევროპაში რომელსაც არაქვს მიზნობრივი კანონი ნადირობის და თევზაობის შესახებ,და ერთ ერთი ქვეყანაა ევროპაში სადაც სახემწიფო არ ცნობს ნადირობას და თევზაობას არ როგორ ჰობის არც როგორ სპორტს და არც როგორ ბიზნეს და ზუსტად ამიტომ არცერთ სახემწიფო სტრუკტურაში არ არსებობს რაიმე დეპარტამენტი რიმელიც მიხედავს ყველა ამ საკითხს რომელიც მოგროვდა ჩვენს სამონადირეო სფეროში. ახლა კი პატარა სტატისტიკა და ციფრები რომელიც ყველასთვის იქნება საინტერესო:-იცით როგორი გზით ვითარდებოდა სამონადირეო კანონმდებლობა ა.შ.შ-ში მე - 20 საუკუნეში? (ნადირს, ფრინველს და თევზს ბუნებრივი წიაღისეულისაგან განსხვავებით შეუძლიათ იარსებოს მარადიულად,თუ მათ გონივრულად მოვიხმართ). რეკრეაციული თევზჭერა სერიოზულ ბიზნესად რჩება მთელ მსოფლიოში,ეს ბიზნესი კი ა.შ.შ. თავისი ეფექტურობით კონკურენციას უწევს ” ნავთობ”- ბიზნეს,სადაც თითეულ დოლარს,ინვესტირებულს რეკრეაციულ თევზჭერაში, მოაქვს 17 დოლარი მოგება. სხვათაშორის ომის შემდგომ ევროპაში ნადირი და ფრინველი საერთოდ არ დარჩა , ის შეჭამა ჯარმა და მოსახლეობამ,სამაგიეროდ ეხლა ევროპა ნადირის და ფრინველის რაოდენობით უსწრებს ამერიკას,ხოლო ზოგიერთი ტროფეული ნადირობებიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს ნაციონალური პარკების დათვალიერებიდან შემოსულ შემოსავალს.2006 წ. 87 მილიონმა ამერიკელმა 16 წლის ასაკიდან იყვნენ დაკავებული თევზჭერით , ნადირობით და ეკოლოგიური ტურიზმით.ხოლო ამ მიზნებისათვის დახარჯეს 120,1 მილიარდი დოლარი.ტურისტული ნადირობების რაოდენობა ევრაზიის სანადირო ადგილებში აღწევს 120-180 მილ.ევროს.ეკსპერტების გამოთვლით შემოსავალი სანადირო ადგილებიდან ამ ქვეყნებში შეადგენს 40-60 მილ.ევრო. მოდით ყველამ ვიმსჯელოთ ამ თემებზე. იმიტომ რომ ცალკეული ენთუზიასტების ჩამოყვანილი ძაღლებით და ჯიშებით და ერთი კლუბით ჩვენ ვერ გადავწყვიტავთ მთლიან პრობლემას თუ სახემწიფომ არ გვცნო ჩვენ როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი არ შეგვიწყო ხელი და იფიქრა რომ ჩვენ მარტო ვნებთ ბუნებას და არაფრის კარგის მომტანი არა ვართ. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობს ამ თემაში. ბატონო TATULI, თენგო გადმოდით ამ თემაში. ბატონო შადიმან თქვენი ცოდნა და გამოცდილება არის ჩვენთვის ზუსტად ის გაკვეთილი რომელიც ჩვენ უნდა ავითვისოდ და ვისწავლოთ. მაინტერესებს გია კუხალეიშვილის მოსაზრებები და სხვა ექსპერტებმაც გამოთქვან მათი აზრი. საერთოდ არის თუ არა ასატეხი განგაში საქართველოში სამონადირეო მეძაღლეობაში? თავი რომ დავანებოთ რაც უწინ გვყავდა და გვყავს ახლა და რომ ახალგაზრდობამაც ისწავლოს და არქონდეთ არასწორი წარმოდგენა რა და რისთვის არის მონადირე ძაღლი. დღეს მე რასაც ვუყურებ მინდორში და თუ გინდათ საველეზე და გამოფენაზე რატომღაც ჩვენ ყველას გვგონია რომ გვყავს მონადირე ჯიშის ძაღლები. კი პატარა ჯგუფს ყავს, დანარჩენებმა არც კი იციან ხშირ შემთხვევაში რა ყავთ, მაგრამ ყველა ამაყად იძახის რომ ყავს მონადირე ძაღლი. ვსხნი რა არის მონადირე ძაღლი: მონადირე ძაღლი - არის ძაღლი რომელითაც ნადირობენ და მის სამონადირეო და ექსტერერულ თვისებებს ამტკიცებს საველეებზე, შეჯიბრებებზე და გამოფენებზე. და არის მეორე ჯგუფი ყველაზე დიდი: - მოხმარებადი (пользовательные) - ხშირ შემთხვევაში პატრონსაც რომ არ აინტერესებს, სეზონის დროს გაახსენდა რომ სადღაც ყავს ძაღლი, წავიდა ინადირა და ამაყათ თვლის რომ ყავს ’’მონადირე ძაღლი’’და ნადირობაზე წარმოდგენაც კი არააქვს და ხშირ შემთხვევაში ძაღლზე საბუთიც და არც ის იცის როგორ უნდა გამოიყურებოდეს მონადირე ძაღლი. ეს ჯგუფი ყველაზე საშიშია - ტუპიკოვი ჯგუფი ზუსტად ამიტომ გადაშენდა საქართველოში, ირლანდიური, სპანიელი, შოტლანდიური. ამაზე ვისაუბროთ ეს აუხსნათ ახალგაზრდობას და არა რამდენ სართულიანი ბუტკა ააშენოს. დღეს კი საქართველოში ჩვენ არ გამოგვყავს და არც მოშენებით ვართ დაკავებული, უბრალოდ ვამრავლებთ რაღაც რაღაც ჯიშებს და ზოგ ფანტაზიორს გონია რომ ესეთი გამრავლებით ჩვენ მივიღებთ ბრწყინვალე ექსტერერის და საუკეთესო საველე თვისებების ჯიშის ძაღლს. როგორც ამბობენ რუსები-дырку от бублика мы получим а не собак. ამიტომ აბსოლიტურად ვეთანხმები TATULIS რომ მარტო ბევრი შიჯიბრებებით და საველე გამოცდებით გამოვავლინოთ ის გენოფონდი რომელიც დაგვრჩა და რომელიც შემოვიდა. აქედან კლუბის როლი ამ მუშაობაში: არც საველეს მერე, არც შეჯიბრებების მერე, ნორმალურად პროფესიონალური დასკვნაც კი არ დაიდო ამ საიტძე რამდენი რა ასაკებში და რა ჯიშებში, ხვადებში ძუებში რა დიპლომები მიიღეს ან რატომ არ მიიღეს. უბრალოდ დაიდო რაღაც პატარ პატარა ნაწყვეტები. ასე გამოფენაც კი დამთავრდა და იგივე სურათს ვღებულობთ. კლუბს თუ აქვს გაკეთებული ანალიზი ამ წლებში თუ რომელმა ძაღლმა რა სტაბილური რეზულტატი აჩვენა ან რატომ არ აჩვენეა. სად გამოჩდნენ ამ ძაღლების ლეკვები თუ ჯიში ჩიხშია ?! ზუსტად ეს აღნიშნა თენგომ.
რატომ კარგავენ სიჩქარეს პოინტერები და ინგლისურები? რატომ არ აჩვენებენ იმ სტილს რაც უნდა ქონდეთ. პატრონის ბრალია თუ ჯიშმა დაკარგა ან კარგავს რაგაც თავის თვისებებს. როგორ გამოვასტოროთ? კი კარგია რომ ახალი სისხლები ჩამოიყვანეს. ვნახოთ ეს ძაღლები მინდორში, და რა თვისებები აქვთ. და არა მარტო თბილისის ზღვაზე და მწყერზე, არამედ ბეკასზე, დუპელზე და მერე დავგეგმოთ როგორ მოვიხმაროთ ეს სისხლები. ყველამ ვიმსჯელოთ, გამოვთქვათ აზრები და ერთად გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. და როგორც თქვა ცნობილმა ფრანგმა ნატასჩიკ-კონდუკტორ ნიკოლია ბონნეტერ- Не надо искать Чемпионов среди козлов. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 08:58 |