ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მე პირადათ გეტყვით ჩემი ძაღლიდან გამომდინარე, იშვიათად რომ მაგან ლტოლვა გაუკეთოს ფრინველს. ძირითადად მოძრაობის დროს ეგრევე ნაბულზე დგება. ჩემი აზრით გარკვეული შეღავათი არის ის რომ ძაღლი ლტოლვას აკეთებს, ამ დროს მონადირეც მზადყოფნაშია სროლისთვის და თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ყოველთვის მწყერი არ უჩერდება ძაღლს ნაბულზე. ალბათ ძალიან გამოყოფილი სილამაზეა ძაღლის ლტოლვა, როგორც ის იძაბება და ემზადება ფრინველის ამოსაფრენად, ანალოგიურად მონადირეც მაგ სიტუაციაშია. ისე ძალიან ბევრი რამის დაწერა მიჭირს რასაც შევსწრებივარ ჩემი ოთხფეხა მეგობრის ნადირობიდან და რასაც ბევრი არც დაიჯერებს მაგრამ კარგად დააკვირდით საკუთარი ძაღლების ნადირობის სტილს და მიხვდებით თუ რა მანძილიდან იღებენ ფრინველის სუნს "ყნოსვას". ასე რომ მე პირადათ არანაირი პრეტენზია არ მაქვს ლტოლვაზე პირიქით ძალიან ლამაზიც არის.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 07:25 |