ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მთლად ეგრე არ უნდა იყოს, თენგო. არ ითხოვენ, მაგრამ არც უკრძალავენ, ოღონდ ნაბულამდე. ჩვენი წესებითაც ეგრეა. იქოურში კი ის არის განსხვავება, რომ თუ მყარად დადგა ნაბულზე, მერე აღარ უნდა გაინძრეს პატრონის მისვლამდე, (პატრონს აქვს გასარბენი 200-300 მ) ფრინველის გადაადგილების მიუხედავად. პატრონის მისვლის და ბრძანების მერე, ახლომიწევით ერთად ნელ-ნელა უახლოვდებიან ფრინველს და ერთად ამოაფრენენ, ახლომიწევა (ლტოლვა) და მიტანება ერთი და იგივეა პრინციპში, მიხტომით და მივარდნით ამოყვანა აღარ მოსულა. ნადირობის დროს, რეალურ პირობებში, მიტანების ასეთი მანერა ჩვენთვის ოპტიმალურად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. თავისთავად ახლომიწევა არც დადებითია არც უარყოფითი, ან არი, ან არ არი. როცა არი - ლამაზია, სტილიანი ძაღლის შემთხვევაში განსაკუთრებით. თან მდევრის ყეფის არ იყოს, მცირე ხნით, მაგრამ მაინც, შენც ერთვები თითქოს ძებნის პროცესში, მოლოდინში ხარ, დადგება ნაბულზე თუ არ დადგება? იხანგრძლივებ რა იმ პროცესს, ქე რო ნაპოლეონი თითო წამში თითო საგრაფოს იხდიდა
![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 06:59 |