ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგ ყნოსვის თეორიის საკითხია. მე საველე გამოცდის წესებზე ვამბობ, არც იქოურში რომ თვლიან ახლომიწევას ნაკლად, ეს ნამდვილად ვიცი. ოღონდ ნაბულამდე. ხოლო ყნოსვის სიშორისა და სიზუსტის ურთიერთმიმართებას რაც შეეხება, ურთულესი თემაა და ამ სფეროში ბოლომდე დადგენილი არაფერია. ასე რომ, ყველა კორიფესთან შეიძლება ამაზე კამათი. ისე ჩანს, ახლომიწვის გარეშე მომუშავე ძაღლისთვის ყნოსვის ამ ორ კომპონენტში სიზუსტე უფრო ძლიერგანვითარებული მხარეა, ვიდრე სიშორე. ანუ მხოლოდ იმ მანძილზე "ყნოსავს"(აფიქსირებს), რომელზეც ზუსტად ყნოსავს(თუ არა და გაატარებს). ახლომიწევიანი კი პირიქით, ზუსტად ნაყნოსზე შორს ყნოსავს და მერე აზუსტებს. აი, ასეთი ჩახლართული ამბავია ალბათ ეგ ამბავი. ძალიან შორი ყნოსვის მაგალითები (15-20 მ და მეტი) ახლომიწევის გარეშე მე პირადად არც მინახავს.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 13:49 |