ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
შადი შამოდი
ანუ მხოლოდ იმ მანძილზე "ყნოსავს"(აფიქსირებს), რომელზეც ზუსტად ყნოსავს(თუ არა და გაატარებს). ახლომიწევიანი კი პირიქით, ზუსტად ნაყნოსზე შორს ყნოსავს და მერე აზუსტებს. ესეიგი თუ 50 სანტიმეტრით გაცდა მისი ზუსტი ყნოსვის არეს დარჩება უფრინველოდ? დაუშვათ ფრინველი იმდენად მყარად ზის რომ ძაღლმა ვერ იყნოსა. მაგრამ გაუმართლა და ფეხიდან არ აფრინდა.მაშინ ეგეთი ძაღლი,რომელიც ფრინველს ვერ ნახავს,მაგრამ არც "გამოტოვებს" აჯობებს იმას ვინც ფრინველს ნახავს,მაგრამ მსვლელობაში ერთ ცრუს გააკეთებს? მე საკითხი როგორ დავსვი იცით? მაინტერესებს გამრავლებისთვის რომელი ჯობია, ძაღლი რომელიც შორს ყნოსავს,ბევრს პოულობს მაგრამ ცრუებსაც და უფრინველო "პატიაჟკებს" გამოურევს შიგადაშიგ თუ რომელიც ერთ ან ორ ფრინველს იპოვის მიკლეზე,ოღონდ ზუსტად? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 17:58 |