ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძაღლის ტვინში რა ხდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახლომიწევის გარეშე მომუშავესათვის ბევრად მაღალია სუნის კონცენტრაციის ის დონე, რომლიდანაც ძაღლი იწყებს სუნზე რეაგირებას, ვიდრე ახლომიწევიანისთვის. სამაგიეროდ, თუ ჩაირთო, მისი "კომპიუტერი" მყისიერად იტვირთება და ეგრევე ითვლის მანძილს ფრინველამდე. ნაბულზე კი ავტოპილოტით დგება, ეს ამბავი ავტომატურ რეჟიმში აქვს გადაყვანილი: იყნოსა - დადგა. ამიტომ უახლომიწევო ძაღლს ადამიანისგან მეტად ნაჩალიჩარს (გამოყვანილს) დავარქმევდი. მე რო მკითხო, ზედმეტად ნაჩალიჩარსაც. ახლომიწევა თითქმის ყველა მტაცებელი (ე.ი. მონადირე) ცხოველისთვის აუცილებელი ილეთია. მეძებარში მისი ჩახშობა, არა მგონია, უფრო კომფორტულს ან უფრო ესთეტიკურს ხდიდეს ძაღლით ფრინველზე ნადირობას.
რომელი ჯობია? სანადიროდ ახლომიწევიანი. შეჯიბრებაზე სტაბილური შედეგების საჩვენებლად - უახლომიწევო.(განსაკუთრებით, იმათი წესებით). ჩემის მოკრძალებულის აზრითა ეგრეა ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 05:01 |