ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
რაც ეხება უპოტიაშკო ძაღლს ამ თვისების ძაღლები ძირითადათ მუშაობენ 2 დისციპლინაში ეს არის GQ და გნოლზე ნადირობა და ამფერ ძაღლებს ირჩევენ რამდენიმე ათეული ლეკვებიდან.რის თვის არის საჭირო უპოტიაშკო ძაღლი ამ ორ დისციპლინისთვის გნოლი საერთოდ ერთერთი ყველაზე ფრთხილი ფრინველია რომელიც ხშირ შემთხვევაში გაურბის ძაღლს და ამასობაში ძაღლი პრაკტიკულად სულ პოდტიაშკით მიყვება ფრინველს და არც კი აძლევს სროლის შანს მონადირეს .მაგრამ ევროპელმა მონადირეებმა და ვინც გნოლის მოშენებით არის დაკავებული დააკვირდენ ამფერ ფაკტს როდესაც გნოლი დიდ ვოლერშია და ადამიანი აღებს კარს და ნელა შედის ვოლერში ყველა გნოლი მირბის წინ და არ ჩერდრბა ახლა კი მეორე დაკვირვება თუ ადამიანი იმავე ვოლერში შედის სწრაფად ნაწილი გნოლი მირბის ნაწილი კი რჩება ერთ ადგილას და წვება.ზუსტად ამ დაკვირვებამ განაპირობა ის რომ ამ ორ დისციპლინისთვის ირჩევენ ძაგლებს რომლებსაც აქვთ დიდი სიჩკარე და უპოდტიაშკოთ მუშაობენ.აქ თუ არა ძაღლს პოდტიაშკა არანაირ ყნოსვაზე არ მეტყველობს.ძუსტად ამიტომ ევროპაში ამფერი თვისების ძაღლები მუშაობენ სპორტში და გნოლზე სანადიროთ და ყველა დანარჩენი უბრალოდ სანადიროთ ან სხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th August 2025 - 13:28 |