ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ახლომიწევნის გარეშე მუშაობის ნიშნით ლეკვებს არ ირჩევენ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმები აქვთ. დიდი ძებნის ძაღლების უმრავლესობა, განსაკუთრებით სეტერები, ახლომიწევნით მუშაობს, ჯერ ნაბულამდე და მერე პატრონის მისვლის და ბრძანების შემდეგაც, ჩვენებური მიტანების სანაცვლოდ. გნოლი კი მთავარი საგეში ობიექტია, ზუსტად იმიტომ, რომ თუ მარტოა, არ გარბის და ეგრევე ინაბება, (გარბის გუნდი) ჩვენი მწყერისგან განსხვავებით. ამიტომ ძაღლს ნაკლებად სჭირდება გადაადგილებულ ფრინველზე ახლომიწევნით მიყოლა, არც სწრაფი და ენერგიული მიტანება, რათა არ გაექცეს და არ დაემალოს.
ერთიცაა, ზესწრაფი სლვის ძაღლი ქარივით ნავარდიდან რომ ეგრევე, უახლომიწევნოდ ქვავდება ნაბულზე, (პოინტერები უფრო) დამეთანხმებით, ძალიან ეფექტური და ბეჭებში გამცრელი სანახაობაა. სპორტულ ძაღლებში კი სტილი და სილამაზე ხომ შეფასების უმთავრესი კრიტერიუმია, ამიტომ პრაქტიკულ ნადირობაში რამდენად სასარგებლოა ან უსარგებლოა ამ თვისების ქონა-არქონა, დიდად არავინ დაგიდევს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 07:41 |