ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეგ საქათმის და საგნოლის ამბავი ახლომიწევნის ქონა-არქონის საკითხსაც უკავშირდება ირიბად, მაგრამ უფრო ახლომიწევნისა და ნაბულის გენგროსისეული განმარტების (1925 წლის საველე გამოცდის წესების კომენტარებიდან) არგუმენტად გამოიყენება ხოლმე: "потяжка, переходящая в стойку, стремится задержать птицу на месте... собака старается взглядом, сосредоточением его, как бы загипнотизировать жертву..."ეს განმარტება ფც-ის თანამედროვე საველე სტანდარტებშიც მეორდება ამა თუ იმ ფორმით და დიდი ძებნის ძაღლებისა და ევროპული სპორტული სამონადირეო მეძაღლეობის თაყვანისმცემლების მიერ უცილობელ ჭეშმარიტებადაა აღიარებული პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც მათი მოწინააღმდეგეებისათვის ხშირად გამხდარა ქილიკისა და შაყირის საგანი.
ზემოთხსენებული ეპიზოდი კი რითი დამთავრდა? როგორც მახსოვს, შაგინოვის განცხადებით, რომ მწყერზე ძაღლის გეშვა პრინციპში დაუშვებელია, რადგან ძაღლს მყარ ნაბულს უფუჭებს. მარა სორი წიე გნოლი?? ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2025 - 17:06 |