გონჩავიკებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გონჩავიკებს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
ვინმეს ხო არ გეგულებათ კარგი სისხლის ანგლორუსის ლეკვები?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კი მელაზეც აძლევენ ახლა ვითომ I ხარისხისას, მაგრამ კურდღელზე მესამე ხარისხის დიპოლომი ბევრად მეტად ფასობს, რასაც პირადად მეც ვეთანხმები. გადასვლა-გადმოსვლა რომ კარგი არ არის, ამას რა მტკიცება უნდა. იდეალურია, რომელსაც წამოაგდებს, ბოლომდე იმას სდიოს. მაგრამ საქმე ეხება მდევრის საველე თვისებების გამოცდასა და შეფასებას, რომელიც ათას ნიუანსს შეიცავს და რაზეც ათას სპეციალისტს და ჩვენ რომ არ დაგვესიზმრება, ისეთი გამოცდილების ხალხს აქვს საუკუნეების განმავლობაში ნაფიქრი.
თუ ვლაპარკობთ მდევრით კლასიკურ ფეხად ნადირობაზე, რაშიც რუსებს დიდად არავისგან ესწავლებათ რამე, და არა მორეკით ნადირობაზე და ნომერში დგომაზე, გინდაც პორფორსზე - ხროვით და ცხენებით ნადირის გაწეწვამდე დევნაზე, მაშინ სწორედაც რომ კურდღელზე ნადირობაა უპირველესი, სწორედაც მხოლოდ კურდღელი-მელა-ტურა და მგელი. ჰა და ჰა ფოცხვერიც, ჩვენთან ტყის ან ლელიანის კატა. ღორზე, ლოსზე, შველზე იქ ნამდვილი გონჩატნიკისათვის მდევრით ნადირობა, არა მარტო არამართებულად, სირცხვილადაც ითვლება. მდევრით კლასიკური ნადირობის მუღამი გადაკიდებული დევნაა, დაკარგული კვალის გატანაა, ხელახლა გაცხადებაა, ძაღლის ძლიერი და მუსიკალური ხმაა. პრაქტიკაც ამას გვიჩვენებს, ღორზე და შველზე გარყვნილი ძაღლი კურდღელზე სანადიროდ უმეტესად გამოუსადეგარი ხდება. არაგველო, აბა, რა გითხრა, რით განუგეშო? მე პირადად ვცდილობ მოვარიდო მგლიან ადგილებს, არა და წელს ექვსი საათი სდია, მეგონა ნაღდად შემოუბრუნდებოდნენ, ორნი იყვნენ მგლები, დედალ-მამალი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 08:34 |