ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ყველას, კარგი თემაა და ერთს ვიტყოდი მიტანების პროცესზე. ჩემი აზრით ძაღლი მიტანებას იმიტომ აკეთებს რომ ფრინველს რაც შეიძლება მიუახლოვდეს და დაიჭიროს, აქედან გამომდინარე ყველა მეძებარი თავისთვის ნადირობს, მხოლოდ ამოფრენის და ფრინველის აყვანის შემდეგ ემორჩილება პატრონის ბრძანებას თუ რა უნდა შეასრულოს. პირველ ყნოსვას როცა აიღებს ძაღლი და შემდეგ იწყებს მოძრაობას და აი ნაბულიც გააკეთა ამ დროს ხომ ამუშავებს ფრინველის ადგილმდებარეობას ზუსტად, მაინტერესებს საიდან ითვლება ყნოსვის სიშორე? ჩემი აზრით უნდა ჩაითვალოს პირველი დაფიქსირებიდან ძაღლის მიერ.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2025 - 23:57 |