ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ჯერ დათოს კითხვას ვუპასუხებ: ეს ყველაფერი ფრინველზე საველე გამოცდის წესებში ზუსტადაა განმარტებული. ოღონდ ტერმინები არ უნდა აგვერიოს. прихватка - სუნის დაკვრაა, причуивание-ს ანუ სუნის აღების საწყისი ეტაპი. სუნს რომ დაიკრავს, (прихватк-ის დროს) ძაღლს რაღაცის სუნი სცემს, ის იცვლის მოძრაობის მიმართულებას, გადადის მოკლე პარალელებზე, მიყვება ქარს, მაგრამ ჯერ არ იცის ზუსტად, საიდან მოდის სუნი, ჯერ კიდევ გამორკვევის ეტაპზეა. აი, სუნს რომ აიღებს,(причуивание) ანუ დაინამდვილებს სუნის წყაროს რაობასა და ზუსტ მდებარეობას, ან ეგრევე დგება ნაბულზე, ან ჯერ სწორხაზოვან, სხვანაირად დაძაბულ ახლომიწევნას(потяжка) იწყებს. აქედან ხდება სწორედ ყნოსის სიშორის ათვლა.
ალიკ,ძვირფასო, შენ იმდენ პრობლემას შეეხე ერთდროულად, აღარ ვიცი, რა ვთქვა. მართალი ხარ, გული შეგტკივა და ცდას არ აკლებ იმ საქმის წინსვლას, რომელიც ასე გიყვარს და გეძვირფასება. ყოველთვის ვამბობდი, სამონადირეო მეძაღლეობის მთავარი პრობლემა საქართველოში ჯიშიანი ძაღლების ნაკლებობაზე უფრო, განათლებული და კულტურული მონადირეების ნაკლებობაა. ამ მხრივ უნდა ვიმუშავოთ, რაშიც ბოლო დროს ძალიან გვეხმარება და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ეს ფორუმიც. იზრდება დაინტერესება და ცოდნის ამაღლების სურვილი ახალგაზრდებში. ეს ყველაფერი მაიმედებს, რომ ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. სოფელი ერთ დღეში არასდროს აშენებულა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 01:07 |