რატომ ტადება საქართველოში საველე შეჯიბრი მხოლოდ მწყერზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რატომ ტადება საქართველოში საველე შეჯიბრი მხოლოდ მწყერზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 84 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გამარჯობათ ყველას, მაინტერესებს რატომ ტარდება საველე გამოცდები ყოველ წლიურად ერთი და იგივე ადგილას და ისიც მწყერზე, რატომ არ შეიძლება ,რომ ადამიანმა თავისი ძაღლი გამოცადოს სხვა ფრინველზე, როგორც აღმოსავლეთელი ჩემი მეგობრები ამბობენ ჩვენსკენ რუსთავისკენ და წალკისკენ არის საკმაოდ დიდი ადგილები სადაც ბეკასი და დუპელი საკმაოდ არისო, რა გვიშლის ხელს, რომ ამით დავინახოთ ჩვენი ძაღლების უფრო მეტი თვისებები&
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ბეკასი კიდე ჰო, დუპელი კი საქართველოში მხოლოდ ტრანზიტადაა ხოლმე და ერთ კვირაზე მეტ ხანს არ ჩერდება. გადაწყდომა უნდა და საშეჯიბროდ საკმარისი რაოდენობით ძნელი მოსახელთებელია. გამოცდის ჩატარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მთავარი სხვა რამეა, ძაღლის საველე თვისებების გამოსავლენად ამ დისციპლინაში (ჭაობისა და მინდვრის ფრინველზე) აბსოლუტურად სულერთია, მწყერი იქნება, დუპელი თუ ბეკასი. ამ სამში მწყერი ყველაზე რთული ობიექტია, მწყერზე ნაჩვენები შედეგი უფროც დასაფასებელია. თან რაზეც გეშავ, იმაზე უნდა გამოცადო.
უფრო პრობლემატური ისაა, რომ სხვა დისციპლინებში ვერ ვატარებთ საველეებს. მაგ. ტყის ქათამზე, წყალმცურავებზე, სისხლიან კვალზე კონტინენტალებში და ა. შ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 10:42 |