ჩვენი ისტორია |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ჩვენი ისტორია |
![]()
პოსტი
#1
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi ![]() |
ამ თემაში მინდა ვისაუბრო ყველა იმ ადამიანებზე ცნობილზე და უცნობზე ვინც შეგვაყვარა ნადირობა და შეგვინარჩუნა სუფთა ჯიშის ოთხფეხა მეგობრები.ამ ფორუმში გამოქვეყნებული ზოგიერთი სურათი უკვე ისტორიაა.
![]() ეს საველეები ჩატარდა ომის შემდგომ პერიოდში აჭარა-გურია .ვინმემ თუ იცნო ეს მონაწილეები და ექსპერტები. ![]() ბათუმის ბულვარი მონადირე ძაღლების გამოფენა ომის მერე ტროფეინი კურცხარები. ![]() ბალაგნები იმნათის ტბასთან. ![]() აჭარის კინოლოგიური სექციის წევრები,რომლებიც მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ კინოლოგთა გამოფენაზე თბილისში და დაიკაფეს პირველი ადგილი მარცხნიდან მარჯვნივ - დგანან: გ. ხუჭუა, ე. როყვა, ა. თავართქილადძე, ა. გვარჯალადძე, რ. მუფთიშვილი, გ. გოგსაძე, თ. ფაღავა, გ. ლომაძე, შ. მჟავანაძე. სხედან: ვ. მჟავია, ა. ჯაფარიძე, ა.არზიანი, გ.ნიკოლაიშვილი, ნ. მენაბდე, ნ. ჩაპოვსკი. ![]() მონადირე ძაღლების მორიგ დათვალიერებაზე მარცხნიდან მარჯვნივ: ს. ლომთათიძე, კ. მახარაძე, რ. გაგუა, ჯ. ღლონტი, მ.სიმულიდი, ზ. ხუჭუა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6 რეგისტრ.: 19-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ძალიან საინტერესო თემაა, Alik კარგი ქენით რომ ეს თემა წამოწიეთ. ჩვენ ხომ დიდი სამონადირეო ტრადიციები გვაქვს. ჩემს პირად არქივში მაქვს არაერთი საინტერესო მასალა ამ თემაზე, მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი მათგანი.
თბილისის მონადირე ძაღლების გამოფენა, 40-იანი წლები. მარცხნივ დგას ცნობილი თბილისელი პოინტერების მოყვარული, ექიმი ა. მონსე. ![]() ისეცკი, პოინტერ ჯიმისთან ერთად. რინგზე მსაჯობს პ. ჟორდანია. ![]() ირლანდიური სეტერების რინგი, თბილისი 30-იანი წლები. ![]() კნეინა ავალიშვილი თავის ირლანდიურ სეტერებთან ერთად. ![]() ალექსანდრე ორბელიანი (ორბელიანების გვარის ბოლო წარმომადგენელი) პოინტერ კრეოლთან ერთად. ა. ორბელიანი იყო ცნობილი მონადირე და მონადირე ძაღლების მგეშავი. მისი ოჯახი უდიდესი სამონადირეო ტრადიციებისა იყო. მისი მამა ნიკოლოზ ორბელიანი იყო განთქმული მონადირე და ძაღლების მოყვარული. ![]() მარცხნიდან მეორე ნიკოლოზ ორბელიანი, ცენტრში ნიკო ბაგრატიონი(ნიკო ბური). ![]() ნ.ორბელიანის ფოტო კალინოვსკის ცნობილი წიგნიდან და იგივე ფოტო ჩემი არქივიდან. ![]() ![]() საინტერესო სტატია ორბელიანების შესახებ. ![]() ![]() 1922 წლის მეორე სანადირო ძაღლების გამოფენა. ინგლისური სეტერების რინგი . მარხნიდან პირველი ევგენი მარკოვი თავის ინგლისურ სეტერ დეზისთან ერთად. მარცხნიდან მერვე გ.გაბაშვილი (?) , მარცნიდან მეათე ა. პროკოპიუკი, სეტერი ლედი, მარცხნიდან მეტერთმეტე გ.ერისთავი ჩარნინგ კარნეტთან ერთად. ![]() 40-იანი წლები მდევრების რინგი . ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th May 2025 - 04:21 |