გონჩავიკებს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გონჩავიკებს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,355 რეგისტრ.: 24-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: mtskheta ![]() |
ვინმეს ხო არ გეგულებათ კარგი სისხლის ანგლორუსის ლეკვები?
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სადაო ალბათ უამრავია, მაგრამ დავას, რომც დავაპირო,მაინც ვერ მოვახერხებ, რადგან ბევრი რამ, გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ ვერ გავიგე. პირველ რიგში ის, რაში მეთანხმებით და რაში არა.. ან მდევრის რა აბსოლუტურად სხვადასხვა თვისებებზეა ლაპარაკი, როცა საქმე ეხება მელის და კურდღელის დევნისას ძაღლის შეფასებას..ან ვისზე უკან არიან რუსები და ვისგან ესწავლებათ მდევრით ნადირობის ის ფორმა,(რასაც თავად მდევრით კლასიკური ფეხადი ნადირობა დაარქვეს) რომელიც რუსეთშივე ჩამოყალიბდა და ჩვენშიც რუსეთიდან შემოვიდა იმ ჯიშებთან ერთად, რომელებითაც ჩვენი მამები და პაპები ნადირობდნენ და დღემდე ჩვენც ვნადირობთ. ან იმ ხალხს, ვისაც "ნამდვილ გონჩატნიკს" მე კი არ ვეძახი, თავად დაირქვეს, რადგან თავად გამოიყვანეს ეს ჯიშები სწორედ ასეთი ნადირობისათვის, თავად მოახდინეს ნადირობის ამ ფორმის კულტივირება, თავად შექმნეს საველე გამოცდებისა და შეჯიბრებების თავისი წესები, მდევრით ამგვარად ნადირობის ეთიკა, აგერ უკვე საუკუნეზე მეტია ეწევიან სელექციას და ა.შ. ამ გონჩატნიკებს განა არამართებულად არ მიაჩნიათ ღორზე, ლოსზე და შველზე მდევრით ნადირობა? განა ეს "სხვა სამყარო" მათთვის უწესო ნადირობად და უკულტურობად არ ითვლება?.. ან რატომ უნდა გადაქცეულიყვნენ რუსული და ანგლო-რუსული მდევრები ჰარიერებად, თუნდაც იმ შემთხვევაში, 100 წელი ყველას რომ მხოლოდ ამ "ნამდვილი გონჩატნიკების" მიერ დადგენილი წესებით ენადირა რუსეთში?.. ან რას ნიშნავს კანონის დონემდე აყვანა იმისა, რაც თქვენივე თქმით, არ სრულდება და ძალიან ხშირად პირიქით ხდება?.. ან ძაღლი, რომელიც შველს და ღორს დასდევს და კურდღლის კვალის გადაკვეთისას სასწრაფოდ კურდღელის დევნაზე გადადის, შეიძლება ღორზე და შველზე გარყვნილ მდევართა კატეგორიაში გავიყვანოთ?..
ერთი რამ კი მართლა დარწმუნებით მეთქმის, თუ რამეში მაინც დამეთანხმებით, ნამდვილად გამეხარდება. ეს ამბავი სულერთი რომ იყოს ჩემთვის, ამდენს არ გავირჯებოდი და ამდენ კითხვის ნიშანსაც არ დავხარჯავდი. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2025 - 08:41 |