თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
როგორ არ მაწუხებს! ელეკტრიკები მაწუხებენ ძალიან!
კალმახის საქმეა განსაკუთრებით ცუდად! უმეტესობა პატარა მდინარე მთლად ამობუგულია. იჭერენ ათეულობით კილოს. ამას ვერ იტანს პატარა წყლები... არც მოზრდილ მდინარეებზეა უკეთ საქმე. სადაც არ გაიხედავ ყველგან მაგენი არიან. უთხარით, რომ კონკრეტულ ადგილებზე ღონისძიებები დავსახოთ, ოღონდ თუ მართლა ენდობით. ისე არ მოხდეს, რომ მცდარ ინფოში დაგვადანაშაულონ. კალმახის ბრაკონიერის ფაქტზე დაჭერა ძნელია. უმეტეს შემთხვევაში მობილური არ იჭერს და გზაც არ არის... სერიოზული მუშაობაა საჭირო და მაგათ მე მგონი არ უღირთ. არ მეიმედება. ხოლო რაც შეეხება პიროვნებებს, თუ ვინ თევზაობს, მათმა ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ეს ჩემზე უკეთ იციან... ან თუ ვითომ არ იციან, ერთხელ წამომყვნენ, ნებისმიერ სოფლელს ვკითხოთ ერთად და უცბად გავიგებთ. ასე რომ მათ ოღონდ სურვილი და მზადყოფნა გამოთქვან და მე დავეხმარები. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 18:53 |