გააფრთხილეთ ყველა კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბპნი არის ძლიერი ელექტრო გამტარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გააფრთხილეთ ყველა კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბპნი არის ძლიერი ელექტრო გამტარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა.
მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით. მან არ შეხებია მაღალი ძაბვის კაბელს. მან უბრალოდ ახლოს გაიარა მასთან... ეს საკმარისი გახდა, რომ ელექტროენერგიას გადაერბიონა მის სხეულში და გეტარა 10 კილოვოლტი ენერგია. რამაც დაუხეთქა ყველა ძარღვი და ვენა. ბიჭმა მოასწრო თქმა: "ვიბრიდები ბიჭები" და მოკვდა. მოკლეთ ხალხო, ეს თემა არის გაფრთხილება ყველასთვის ვინც არ იცის კარბონის ძლიერ გამტარუნარიანობის. გაფრთხილდით და ყველა გააფრთხილეთ სანამ დროა! მე ვასწავლე იმ წმინდა სულის ადამიანს თევზაობა და ვერ მოვასწარი გაფრთხილება კარბონის გამტარუნარიანობაზე. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. კეთილო ხალხო! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
გოგა
გული მოუკლა ნახვარი საქართველოს წარმომადგენლებს. ამ ზაფხულს აუწყვე პირველი ტივტივა და პირველი თევზაობა ჩემი ინსტრუქტაჟით იყო. ლევანი მაგარი იღბლიანი გამოდგა (ცხონებული) ჩემზე მეტი ნაფოტა და ქაშაპი დაიჭირა ეგრედწოდებულ ქათმის მატლზე (აპარიში). მერე პრიჩალზე ( http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1226 ) მყავდა და იქაც ჩემზე მიტი ბარაბულკა იჭირა წითელ ჭიაზე. ისეთი კარგი გულისა და სულის პატრონი იყო, მთელი სეზონი დავგეგმე მასთან ერთად უნდა მეთევზავა: სუფსაზეც, ნატანებზე, ჩოლოქზეც, ჭაობებშიც, კინტრიშზეც. ლოქოზეც, ქასაპაზეც, ქარიყლაპიაზეც, კარჩხანეზეც, კობრზეც, წვერაზეც, სტავრიდაზეც, კუზანაზეც, სკუმბრიაზეც, კეფალზეც, ლოფაზეც, ქორილჭილაზეც და ყველა სხვა დანარჩენზეც მარა განგებამ ჩამიშალა ყველა გემა და განზრახვა ამ საუკეთესო ადამიანთან თევზაობის განზრახვა! http://www.facebook.com/home.php?#!/pr...100002190735400 აი ამ გოგოს ქმარია. 3 შვილის მამა. სანდროს, ნიკოზოსა და თეკლასი. უმცროსი სულ რაღაც 3 თვისაა. ხალხო ყოველი შანსი არ გაუშვათ ხელიდან და ყველა აფრთხილეთ ამ ახალ ტექნოლოგიურ ანკესის ჯოხებზე! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th May 2025 - 10:25 |