გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გამოფენა 2011, ძაღლების გამოფენა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
2011 წლის 11 და 12 ივნისს ჩატარდება მონადირე ძაღლების (მეძებრები,მდევრები,სოროს ძაღლები) 71-ე გამოფენა.ადგილი --- სავარაუდოდ ისევ იპოდრომის ტერიტორიაზე.რეგისტრაციის დროს მოგვიანებით ან მე დავწერ ან ექსპერტები გვეტყვიან.
11 ივნისს(შაბათს) შეფასდებიან ინგლისური ჯიშები(პოინტერი,სეტერი(ინგლი სური,ირლანდიური,შოტლანდიური), ასევე --- მდევრები(რუსული,ინგლისურ-რუსული,ესტონური...). 12 ივნისს (კვირას) შეფასდებიან გერმანული მეძებრები (კურცხაარი,დრათხაარი),ასევე --- სპანიელები და სოროს ძაღლები. კლუბის და ფორუმის წევრებს თუ გაქვთ სურვილი,დაესწარით,როგორც ყოველთვის საინტერესო გამოფენა იქნება. პატივისცემით, |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგაწვდით მოკლე სტატისტიკას მდევრების რინგის შესახებ. სულ გამოფენაზე გამოიყვანეს 39 მდევარი, რაც ბოლო წლებისთვის რეკორდული რაოდენობაა. ამათგან: რუსული - 19 იყო, ანგლო-რუსული - 12, ესტონური - 6. ერთი ბიგლი და ერთიც ჰამილტონის მდევარი, ორივემ უმცროსი ასაკისთვის უმაღლესი შეფასება "ძლ. კარგი" დაიმსახურა. რუსულ მდევრებში სულ ორი "ფრიადი" დაიწერა, 10 "ძლ. კარგი" და 8 "კარგი", ბევრად უკეთესი მდგომარეობა გამოვლინდა ანგლო-რუსულ მდევრებში: 6 "ფრიადი",4 "ძლ. კარგი", 2 "კარგი". ესტონურები 1 "ფრიადით" და 5 "ძლ. კარგით" შეფასდნენ. სამწუხაროდ საველე დიპლომიანი მხოლოდ ერთი მდევარი იყო, (დ. ლომთაძის ხვადი ესტ. მდევარი "კოკო" III ხ/დ კურდღ. შეფასება "ფრიადი") და მხოლოდ იგი გახდა კლასის მქონე - 86 ქ. II კლასი, დიდი ვერცხლის მედალი.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th June 2025 - 01:18 |