ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
გიგო, ძალიან კარგი ქენი რომ ეს ტექსტები დადე. მაგრამ მთავარი და ფასეული, დამეთანხმები, შენეული კომენტარები და განმარტებებია, იმიტომ რომ წესები და სტანდარტები, გინდაც საველე სტანდარტები, მაინც სპეციფიურ ცოდნას, კვალიფიკაციას და გამოცდილებას ითხოვს, კაცი რომ მეტ-ნაკლებად მაინც გაერკვე, რაზეა საუბარი, რა განსხვავებებზე ჩვენთვის ტრადიციულ მიდგომებთან შედარებით. თავი რომ დავანებოთ ახალი თაობის მიერ რუსულის მთლად "ისე" ვერცოდნას. (სხვათა შორის ამ მაცოკინის თარგმანების დედანთან იდენტურობის მიმართ ბევრს გამოუთქვია ეჭვი და მთარგმნელი სასურველი ინტერპრეტაციებისაკენ გადახრებში დაუდანაშაულებიათ კიდეც, მაგრამ ეგ სხვა თემაა).
ერთ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც ახლა ვსჯელობთ, საინტერესო იქნება შენი მოსაზრება უფრო გამოკვეთო: მიტანება ჩვენი, ტრადიციული გაგებითა და ფორმით (სწრაფი, ენერგიული მივარდნა, რათა ფრინველმა გაქცევა და დამალვა ვერ მოასწროს) ევროპული წესებითაც დასაფასებელია თუ, მიტანება მათთვის იგივე ახლომიწევნაა, ფრინველის ამოფრენისთვის გამიზნული ქმედება კი არა, პირველ რიგში კვლავაც ადგილსამყოფელის არდაკარგვა და მითითებაა, ოღონდ ნაბულის მერე, ფრინველის დამუშავების ბოლო ეტაპზე. ეს მომენტი, მე მგონი, აშკარად უნდა მიუთითებდეს სანადიროდ და საშეჯიბროდ გამოსაყენებელი თვისებებისა და მოთხოვნების სხვადასხვაობას.. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 20:27 |