ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ციტატა ერთ კონკრეტულ საკითხზე, რაზეც ახლა ვსჯელობთ, საინტერესო იქნება შენი მოსაზრება უფრო გამოკვეთო: მიტანება ჩვენი, ტრადიციული გაგებითა და ფორმით (სწრაფი, ენერგიული მივარდნა, რათა ფრინველმა გაქცევა და დამალვა ვერ მოასწროს) ევროპული წესებითაც დასაფასებელია თუ, მიტანება მათთვის იგივე ახლომიწევნაა, ფრინველის ამოფრენისთვის გამიზნული ქმედება კი არა, პირველ რიგში კვლავაც ადგილსამყოფელის არდაკარგვა და მითითებაა, ოღონდ ნაბულის მერე, ფრინველის დამუშავების ბოლო ეტაპზე. ეს მომენტი, მე მგონი, აშკარად უნდა მიუთითებდეს სანადიროდ და საშეჯიბროდ გამოსაყენებელი თვისებებისა და მოთხოვნების სხვადასხვაობას.. ჩვენებური გაგებით მიტანება ევროპული წესებით არასასურველია, ჩვენგან განსხვავებით იქ ახლომიწევა უფრო სწრაფია ვიდრე მიტანება. პირველი კრიტერიუმი სიდინაც გამოდიან საზღვარგარეთ არის ის რომ ძაღლმა უნდა მისცეს საშუალება მოინადირეს მაქსიმალურად ახლოს მოახერხოს ფრინველთან მისვლა, რის საშუალებასაც წამყვანთან ერთად გაკეთებული მიახლოება იძლევა, ხოლო გრძელი და სწრაფი მიტანების შემთხვევაში მონადირეს არ ეძლევა საშუალება ახლოს მიუახლოვდეს ფრინველს. თუმცა საბოლოო მიზანი იქაც ფრინველის ამოყვანაა და ისეთ ადგილებში სადაც მონადირის ახლოს მისვლა შეუძლებელია დასაშვებია ჩვენებური მიახლოება. (ტყიან და მაგარ ადგილებში და არავითარ შემთხვევაში მინდორში) ყელა სანადიროს თუ სპორტულს რო ვეძახით შეჯიბრზე საზღვარგარეთ მიტანებას აქვს ერთნაირი მოთხოვნა. და ნუ დაგვავიწყდება რომ იქაც ფრინველის ამოყვანის გარეშე ძაღლი შეფასებას ვერ ირებს. "პლავნი" მიახლოებას იქ ძაღლებს ასწავილან, ჩვენთან კი მიახოებას არ ავსწავლით ძაღლს ან აქვს ან არა. ერთმანეთში არ უნდა აურიოთ "პლავნი" და "ტუგოი"მიახლოება. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th August 2025 - 13:38 |