თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
თქვენი აზრით რა ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ნადირობის შესახებ? |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,217 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ჩემი აზრით არსებულ კანონმდებლობაში საჭიროა შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დროებით დაიშვას სეზონური თავისუფალი ნადირობა ტურაზე, მგელზე, მელიაზე არგუმენტი: ცხოველთა რიცხვი არის საკმაოდ მომრავლებული, აღნიშნული ცხოველები მონადირეთა მხრიდან არ იწვევს არანაირ ინტერესს, ანადგურებს სხვა კურდღელს, ბაჭიებს, ხოხბისა და სხვა ძვირფასი ფრინველთა ბუდეებს,კვერცხებს და ბარტყებს. 2. დაიშვას ლიცენზირებული ნადირობა კურდღელზე და მაჩვზე აღნიშნულ ცხოველთა რიცხვი საქართველოში მოიპოვება საკმაო რაოდენობით და მათზე ლიცენზირებული ნადირობა არ შექმნის ამ ცხოველთა გადაშენების ან მკვეთრი შემცირების საშიშროებას,მითუმეტეს თუ მტაცებლებზე თავისუფალი ნადირობა დაშვებული იქნება პ.ს. აუცილებელია ხუთივე ცხოველზე ერთობლივად გაუქმდეს მორატორიუმი, ვინაიდან მოხდეს მათი დაბალანსება აბა თქვენ იცით ვინ რას დაწერს, მხოლოდ არგუმენტირებულად და ამჟამად არსებული რეალობიდან გამომდინარე |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 730 რეგისტრ.: 13-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
სამინისტროში რაღაც შეკითხვებს დაგაბარებთ და თუ შეიძლება გადაეცით:
რა გაკეთდა ან კეთდება კონკრეტულად წითელ წიგნში შეტანილი კალმახის უკანონოდ მომპოვებლების წინააღმდეგ? რაიმე ღონისძიება თუ დაისახა? რამდენი რეიდი მოეწყო? რამდენი ბოროტმოქმედი დააკავეს? რამდენი აპარატი ჩამოართვეს? ჩამორთმეულ აპარატებს მერე რას უშვრებიან? ვიმეორებ, ამ ყველაფერს მხოლოდ წითელ წიგნში შეტანილ კალმახთან მიმართებაში ვკითხულობ, რადგან, მე ასე მესმის, წითელ წიგნში შეტანა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს გარკვეულ ღონისძიებებს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 22:16 |