რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!, დაფიქრდით ამაზე... |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ძაღლი?!, დაფიქრდით ამაზე... |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ჩემი მოკრძლებული აზრით შევეცდები ავხსნა თუ რატომ უნდა ავიყვანოთ საბუთიანი ლეკვი...
კაი ხანია რაც ნადირობით მოვიწამლე და ამ სფერომ გამიტაცა.. ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან დავრბოდი იარაღით ხელში და ვნადირობდი, მაგრამ ეს ბოლო 2-3 წელია რაც მივხვდი, რომ ნადირობა ჩემთვის უბრალოდ გატაცება აღარ არის, უკვე პროფესიაა.. ანუ ხვდები რომ ნადირობა დიდი ხელოვნებაა, შენ კი უნდა ეცადო რომ ამ ხელოვნებით დატკბე... ამ ფორუმზე დარეგისტრირების დღიდან ჩემში ინტერესი გამოიწვია ძაღლით ნადირობამ.. ვხედავდი როგორი ძაღლები ყავდათ ბიჭებს, როგორ ლაპარაკობდნენ საბუთებზე, საგვარეულოზე, საველეზე და ა.შ. მაგრამ ასეთი კითხვა მიჩნდებოდა:"რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი? უსაბუთო ძაღლსაც შეუძლია მშვენივრად განადიროს და გასიამოვნოს." ვესწრებოდი გამოფენებს, საველე შეჯიბრებს და მე ვხედავდი ადამიანების (მონადირეების) სიამაყით ანთებულ თვალებს, აზარტს, ემოციას, ჟილკას, გამარჯვების ჟინს და რავიცი კიდე ვერ გადმოგცემთ რას.. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი აზრი და შეხედულება შეიცვალა და ჩემს კითხვაზე: "რა საჭიროა საბუთიანი ძაღლი" მეთვითონვე გავეცი პასუხი "თუ ნამდვილი მონადირე ხარ საჭიროა და აუცილებელიც კი".. კარგი მონადირე ძაღლით და თოფით ფასდება.. არსებობს გამონათქვამი : "მონადირეს ძაღლი არ დაუწუნო როგორი ცუდიც არ უნდა იყოსო" და ამ სიტყვებში ყველაფერია ნათქვამი.. ყველამ კარგად ვიცით რა აზარტული და სიამოვნების მომგვრელია წინასეზონური მზადება.. ზოგჯერ ნადირობაზე არანაკლებ აზარტულიც.. ელოდები სეზონს, იმარაგებ ვაზნებს, იარაღს ამზადებ... მინდა გითხრათ რომ არანაკლებ აზარტულია საველე შეჯიბრი და გამოფენაც.. როცა გაგყავს შენი ძაღლი და ამოწმებ მის შესაძლებლობებს, თვალს ადევნებ მის პლიუსებს და მინუსებს.. რამხელა სიხარულია როცა შენი ძაღლი I, II ან III ხარისხის დიპლომს აიღებს... სიამაყის გრძნობა გეუფლება და მეცხრე ცაზე დაფრინავ.. გამოფენაზე რინგზე პირველ ადგილს რო დაიკავებს ძალიან სასიხარულო და საამაყოა.. მე ვურჩევ ყველა ნამდვილ მონადირეს და არა მეხორცეს, ვისაც ჯერ არ ყავს ძაღლი აყვანილი, აუცილებლად საბუთიანი აიყვანეთ.. კარგად დაფიქრდით, ნახეთ ლეკვის მშობლები, უყურეთ მათ ნადირობას, ჩაიხედეთ საგვარეულო ნუსხაში და ამის მერე გადაწყვიტეთ გაკმაყოფილებთ თუ არა იმ ძაღლის მონაცემები... ხშირად ხდება ისეთი შემთხვევები როცა აყავთ ლეკვი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში და რო გაიზრდება ამბობენ ისეთი არ გამოვიდა როგორიც მეგონაო.. უმეტეს შემთხვევაში ეს იმით მთავრდება რომ ძაღლი უპატრონოდ რჩება.. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილება ერთხელ უნდა მიიღოთ.. პირადად მე 2 წელი ველოდებოდი და ვითმენდი.. განა ლეკვების პრობლემა იყო?! ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე სხვანაირი ძაღლი მჭირდებოდა და ამდენი ხნის ლოდინიც გამართლდა.. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ამ ლეკვის ყურება უფრო მახარებს... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, დიდ მადლობას ვუხდი ზაზას, მავერიკს, თენგოს და ყველას ვინც აზრი შემაცვლევინა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა ამ სფეროში.. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა..შეიძლება ისე ვერ ჩამოვაყალიბე როგორც საჭირო იყო მაგრამ ჩემი აზრი დავაფიქსირე.. დანარჩენი თქვენ დაამატეთ.. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 237 რეგისტრ.: 25-December 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ლეკი
ესე მგონია ეგ პოსტი მე დამეწეროს. საკმაოდ დიდი ნადირობაის სტაჟი მქონდა და ბევრ უფროს და ძველი თაობის თბილისში ცნობილ მონადირეებთანაც მქონია შეხება მაგრამ მეც ესე ვფიქრობდი რო საბუთები მეათეხარისხოვანი იყო მთავარია ძაღლს ემუშავა კარგად. და ეხლა ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი რომ თვალი დავხუჭე კუდის დეფექტზე და დღეს ჩემს ძაღლს საბუთები არ აქვს. მაგრამ მთელი ცხოვრება წინაა და ეგეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. შემდეგი ძაღლი აუცილებლად სამოქალაქო რეესტრში გატარებული იქნება ![]() და ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ამ ჩემი შეხედულების ცვლილებაში 100% იანი წვლილი ამ ფორუმს და მის ძაღლით ნადირობაში გამოცდილ წევრებს მიუძღვით, (აღარ ჩამოვთვლი ყველამ ვიცით და თან არ მინდა ვინმე გამომჩეს) მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ საინტერესო და აუცილებელი პოსტისთვის რომელიც, არ დაიშურეთ დრო და დაწერეთ. ეს ძალიან სასარგებლო საქმეა. დარწმუნებული ვარ რომ ჩემნაირად ათობით მკითხველი კითხულობს ამ პოსტებს და ძაღლით ნადირობის კულტურაზე სულ სხვანაირი, სწორი აზრი უყალიბდებათ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 12:30 |