ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნაბული ლტოლვის(ე.წ.პატიაჟკის) გარეშე. ღირსება თუ ნაკლი? |
![]()
პოსტი
#1
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
მოგეხსენებათ ,რომ ევროპაში,და ბოლო დროს უკრაინაში,რუსეთსი ძაღლისგან ლტოლვას(პატიაჟკას) არ ითხოვენ.
პირიქით,ითვლება რომ ძაღლი როგორც კი იყნოსავს ფრინველს მყისიერად ნაბულზე უნდა დადგეს. ამას ხსნიან იმით,რომ ძაღლს იმდენად შორი და ზუსტი ყნოსვა უნდა ქონდეს,რომ ლტოლვით ფრინველის ადგილსამყოფელის დაზუსტება არ უნდა ჭირდებოდეს.არის ამაში ლოგიკა! მაგრამ ის მოსაზრებაც არ არის ლოგიკას მოკლებული,როდესაც ამტკიცებენ,ლტოლვის გარეშე ,ნაბულზე დამდგარ ძაღლს ზუსტადაც რომ ყნოსვის სიზუსტის პრობლემა აქვს. ის იმდენად არ არის დარწმუნებული ფრინველის მდებარეობაში რომ ეშინია მიახლოვებისას არ დააფრთხოს. ისე,რომ დავფიქრდეთ,ძაღლი მტაცებელი ცხოველია. ის ნადირობს იმისთვის რომ დაიწიროს ნადავლი და არა მონადირეს ამოუფრინოს გასროლისთვის. მითუმეტეს რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოჩენამდე,ძაღლი რაც შეიძლება უნდა მიახლოვებოდა ფრინველს რათა მონადირეს მათზე ბადის გადაფარება მოეხერხებინა. გამომდინარე აქედან ,მაინტერესებს თქვენი მოსაზრება,ლტოლვა(პატიაჟკა)და დადებით თუ უარYოფით ელემენტად მიგაჩნიათ? |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 84 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
(ეს დეფეკტი ძირითადათ ჩტება არასწორი გეშვის დროს) ჩვენთან ძირითადათ ძაღლებს მწყერზე გეშავენ, პრობლემა იმაშია, რომ ახალგაზრდა დასაგეში ძაღლი ერთ-ორჯერ დაგეშვისას მწყერზე,რომ სტოიკას გააკეთებს ,ამის შემდგომ აუცილებლად უნდა შეუცვალო ფრინველი, ცოტათი უნდა გაიჭირო და ბეკასზე და დუპელნზე უნდა ატარო 20-30 ცალ ბეკას რომ ძაღლი დაამუშავებს ის შემდგომ მოძრაობასაც იცვლის, ძებნასაც და სხვა დამახასიათებელ სანადირო თვისებებსაც, და ამას რომ გააკეთებს პატრონი შემდეგ დარწმუნდება ყველაფერში. არ შეიძლება ძაღლი მხოლოდ დაგეშო მწყერზე და ატარო სანადიროდ მხოლოდ მწყერზე, ის ყოველთვის თავსაც ქვემოდ დაწევს და მისი ძებნის მანერა არ იქნება სახარბიელო . ამიტომ გამოვთქვამ ერთ აზრს მომავალში საველე შეჯიბრი ჩავატაროთ ბეკასზე წალკაში როგორც გამოფენაზე ჩვენმა საერთო მეგობარმა ბტონმა იგორმა თქვა ბეკასი წლკაში კარგად არისო, ამის შემდგომ ვნახოთ ("მკვდარი ნაბული" და "გაძნელებული მიტანება" სერიოზული პრობლემაა,რომელიც ბევრ ძაღლს ახასიათებს.) და ერთი მინდა დავამატო არ შეიძლება საველე გამოცდა ჩატარდეს იმ ადგილას , სადაც ის ძაღლი იმ ადგილას იგეშება, მან შეიძლება იმ ადგილას ბევრი შეცდომები გამოავლინოს. ყოველ დაგეშილ ძაღლს ჭირდება ხშირი სხვადასხვა მინდორში ტარება.
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2025 - 04:58 |