გააფრთხილეთ ყველა კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბპნი არის ძლიერი ელექტრო გამტარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გააფრთხილეთ ყველა კარბონის საფრთხის შესახებ!, ფრთხილად, კარბპნი არის ძლიერი ელექტრო გამტარი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 226 რეგისტრ.: 11-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქობულეთი ![]() |
დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა.
მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით. მან არ შეხებია მაღალი ძაბვის კაბელს. მან უბრალოდ ახლოს გაიარა მასთან... ეს საკმარისი გახდა, რომ ელექტროენერგიას გადაერბიონა მის სხეულში და გეტარა 10 კილოვოლტი ენერგია. რამაც დაუხეთქა ყველა ძარღვი და ვენა. ბიჭმა მოასწრო თქმა: "ვიბრიდები ბიჭები" და მოკვდა. მოკლეთ ხალხო, ეს თემა არის გაფრთხილება ყველასთვის ვინც არ იცის კარბონის ძლიერ გამტარუნარიანობის. გაფრთხილდით და ყველა გააფრთხილეთ სანამ დროა! მე ვასწავლე იმ წმინდა სულის ადამიანს თევზაობა და ვერ მოვასწარი გაფრთხილება კარბონის გამტარუნარიანობაზე. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. კეთილო ხალხო! |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ახლა ვნახე ეს სამწუხარო პოსტი... ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს
ჩემთვის ერთი რამ არის გაუგებარი 10 000 ვოლტის მატარებელი ელ. გადამცემი ხაზები რატომ არ არის დაშორებული, მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 15 მეტრით მაინც... ან დავიჯერო ანკესი 15 მეტრიანი იყო? ჭექა ქუხილის დროს საშიშია კარბონის ანკესის ხელში ჭერა, იმდენად რამდენადაც, ჰაერში ჰორიზონტალურად მიმართული ანკესი ამცირებს ელ. განმუხტვის მანძილს +დამუხტულ ღრუბლებსა და - უარყოფითი მუხტის მქონე მიწას შორის... მაგრამ რკინის საგნების ხელში ჭერა არანაირად არ არის საშიში, თუნდაც ჭექა-ქუხილის ზონაში ვიყოთ, ისეთი კონკრეტული და მიზანმიმართული შემთხვევების გარდა როცა მაღლა აშვერილი თოფით ხელში ვდგავართ მთის მწვერვალზე და ხმამაღლა გავკივივართ: ჰოი ყოვლის შემძლე ზევსო, მეხი დამეციო ყველაფრის გაზვიადება არ შეიძლება უბრალოდ! ეს უბედური შემთხვევა კი ყურადსაღებია რომ მსგავსი არ განმეორდეს არასდროს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 21:03 |