პოლონური მდევარი(ოგარი), ოგარი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
პოლონური მდევარი(ოგარი), ოგარი |
Sep 23 2010, 11:39
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
![]() ![]() აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (უნგრეთი, პოლონეთში, სლოვაკეთში) გავრცელებული ადგილობრივი ჯიშის მდევრები, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ,ე,წ, გარდამავალ ფორმებს მიეკუთვნებიან, მათში კარგად სჩანს როგორც დასავლური ისე აღმოსავლური ანუ რუსული მდევრების სისხლის გავლენა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ამ ტიპის ძაღლები ჩვენშიც გვხვდებოდა, პირველ რიგში პოლონური მდევრების სახით, რომლებიც ძალიან კარგად ნადირობდნენ კურდღელზე, ჰქონდათ მჭექარე ,სასიამოვნო ტემბრის ხმა და ძველი თაობის მონადირეებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მე-19 საუკუნეში 4 ტიპის ადგილობრივ მდევარს გამოჰყოფდნენ: მძიმე ტიპს ,რომელიც გარეგნულად სან-ჰუბერტის ძაღლს ჰგავდა; საკმაოდ დიდი ტანის მდევარს-ოგარს, რომელსაც მაშინ გადაშენება ემუქრებოდა; შედარებით მსუბუქ, ხმელი აღნაგობის სწრაფ პოლონურ მდევარს და პატარა პოლონურ მდევარს. ამათგან პირველი ორი გამოიყენებოდა როგორც კურდღელსა და მელაზე ასევე მგელსა და ტახზე სანადიროდ, ხოლო ორ უკანასკნელს მხოლოდ მელასა და კურდღელზე სანადიროდ იყენებდნენ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონური მდევრების რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის დიდი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნდა. ერთმანეთში გაითქვიფა განსხვავებული ტიპების სისხლი და ამჟამათ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში მხოლოდ ერთი ჯიში ოგარია რეგისტრირებული. ოგარი ნამდვილი მონადირე სპორცმენია , მათ ხროვის სახით არ ანადირებენ, მდევარს მოეთხოვება გაჰყვეს და თავი არ დაანებოს თავიდან ნაპოვნ ნადირს მანამდე სანამ მონადირე არ შეიხვედრებს. მიუხედავად იმისა რომ ოგარი საკმაოდ მსხვილი ძაღლია ,ნადირს სწრაფი ტემპით არ დასდევს, ალბად ამიტომაცაა რომ საიმედოდ მიჰყვება კვალს. თანამედროვე სტანდარტის ძირითადი შტრიხებია საერთო შესახედაობა- საშუალო სიმაღლის , მძლავრი აგებულების ძვალმსხვილი ძაღლია. თავი-მძიმე, მაგრამ კეთილშობილური იერით, წაგრძელებული დრუნჩით. წარბსზედა ორდიკალები,კეფის კეხი და შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა მკვეთრად გამოხატული. თვალები-დიდი,ოდნავ ოვალური, წყნარი და მშვიდი გამომეტყველებით, მუქი ყავისფერი. ყურები-საშუალო სიგრძის,ოდნავ დაბლა დაყენებული, თავისუფლად ჩამოკიდებული და ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული. წინა კიდურები-მძლავრი, მსხვილძლოვანი,დაკუნთული.კარგ ად შეკრული თათებით, მუქი ფერის ფრჩხილებით(თუ თითები თეთრია, დასაშვებია თეთრი ფერისაც) მკერდი-ღრმა, ფართო ოვალური ფორმის, მუხლის სახსრამდე დაშვებული. ზურგი-მძლავრი, სწორი, დაკუნთული. კუდი-სახტუნაო სახსრამდე სიგრძის, დაშვებული ,ხმლისებურად მოხრილი, ქვედა მხრიდან შედარებით გრძელი ბეწვით. სიმაღლე-ხვადები 560-650მმ, ძუები 550-600მმ. და ბოლოს ოგარი ჩემი ოცნების ძაღლია და სიამოვნებით გავზრდიდი მის ლეკვს. |
|
|
|
![]() |
Jul 11 2011, 12:04
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
დიდი სიამოვნებით გავზდიდი ამ ძაღლს,ნეტა რუსეთში არ ყავთ ეს ჯიში ან რატომ არაა პოპულარული?
|
|
|
|
aragveli პოლონური მდევარი(ოგარი) Sep 23 2010, 11:39
samo aragveli
დიდი მადლობა ე... Sep 24 2010, 03:10
aragveli რამდენადაც მე ვიცი... Sep 24 2010, 06:35
Davitus მაგარი კაცია ძაან ... Sep 24 2010, 08:19
samo Davitus
ტავისი აგებულე... Sep 24 2010, 09:36
თენგო samo
ციტატა(samo @ 24th Septembe... Sep 24 2010, 09:54
aragveli ზემოთ ხომ დავწერე ... Sep 24 2010, 15:13
samo ისე დიდი სიამოვნებ... Sep 25 2010, 12:41
kupra ოგარს და ესეტ დზაგ... Apr 17 2011, 19:24
aragveli რუსები ახლა ყველა, ... Jul 11 2011, 15:54
ნოდარიძია ერთ აფხაზს ყავს ბზ... Aug 12 2011, 19:44
aragveli კი ეგრეა კურდღელზე... Aug 12 2011, 20:17
ნოდარიძია ტურა იქ თითქმის სა... Aug 12 2011, 20:23
anglo-rusuli არაგველო, საქართვე... Aug 12 2011, 20:59
aragveli ციტატა(anglo-rusuli @ Aug 12... Aug 12 2011, 22:37
kupra ეხ სად არის ეს ჯიში ... Aug 12 2011, 21:08
anglo-rusuli არის კი, და ალბათ შე... Aug 12 2011, 21:19
kupra ციტატა(anglo-rusuli @ Aug 12... Aug 12 2011, 22:28
kupra ყაავს ვინმეს ვითომ... Aug 13 2011, 13:01
ako jangira3 კაი დზაგლია ვიზუალ... Sep 26 2011, 16:31
kupra RE: პოლონური მდევარი(ოგარი) Nov 5 2011, 11:15
kupra მევასება ეს ძაღლებ... Nov 6 2011, 16:41
ako jangira3 მაგარი ხმა უნდა ჰქ... Sep 25 2012, 19:39![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th November 2025 - 13:19 |