საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 12 2011, 19:42
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ოქროსფერი კეფალი: ღწერა. სხეული წაგრძელებულია, დაფარულია მსხვილი ქერცლით. პირი პატარაა. ცხიმოვანი ქუთუთოები სუსტადაა განვითარებული. თავი დაფარულია ქერცლით უკანა ან წინა ნესტოებამდე. ზურგის ქერცლებზე აქვს ღარები. გვერდებზე ოქროსფერ ფონზე გასდევს 6-7 მუქი მოყვითალო ზოლი. ლაყუჩის სახურავის უკანა ნაწილში დიდი ოქროსფერი ლაქაა. კუჭი მრგვალია. პილორული დანამატი – 6-9, ნაწლავი 3.9-4.5-ჯერ გრძელია სხეულზე, ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 4, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი-1, დატოტვილი – 9; ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი – 3, დატოტვილი – 9. გარდიგარდმო ქერცლთა მწკრივი 42-47. მალები 24. სიგრძე 52 სმ-მდეა, წონა 650 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, მცირე რაოდენობით შედის საკვებად მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა და ტბებში: ნურიის, პალიასტომის. ცნობილია ატლანტის ოკეანეში, შავ, აზოვისა და ხმელთაშუა ზღვებში. კასპიის ზღვაში გადაყვანილ იქნა 1930 წელს, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. ბიოლოგია. ზღვის ქარავნული, ნახევრად გამსვლელი თევზია. მეტად მგრძნობიარეა ტემპერატურისადმი, 6-8 გრადუსის დროს წყვეტს კვებას. მტკნარი წყლიდან ბრუნდება ზღვაში დასაზამთრებლად, 2-3 გრადუსზე უმოძრაო ხდება, ხოლო 1-1.5 გრადუსზე იღუპება. მისი ოპტიმალური ტემპერატურა 23-25 გრადუსია. ევრიჰალინური სახეობაა – წყლის მარილიანობას ეგუება 0.05-57%-მდე. იტანს ჟანგბადის ნაკლებობას და გოგირდწყალბადის შემცველობასაც კი. იკვებება ძირითადად დეტრიტით, მოზარდები პლანქტონითა და დეტრიტით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში ტოფობს ივნისიდან ოქტომბრამდე. მრავლდება ღია ზღვაში; ყრის 149-4440 ათასამდე ქვირითს, იგი პელაგურია, სფეროსებრი, შეიცავს ცხიმოვან წვეთს, მისი დიამეტრი 0.84-0.85 მმ-მდეა. ახალი გამოჩეკილი ლარვის სიგრძე 2,4 მმ-ია, ოქტომბრის ბოლოს ლიფსიტა აღწევს 2-3 სმ-მდე, წლიურა 4.5 სმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან რაოდენობის სიმცირის გამო ნაკლები აქვს. სარეწაოები იჭერენ ლობანთან და მახვილცხვირასთან ერთად. შავი ზღვის დანარჩენ ადგილებში კეფალის საერთო ჭერის 80%-ს შეადგენს. იჭერენ ჩასადგმელი, მოსაყრელი, სასროლი ბადეებით, ვენტერით და ჭილობბადით. იყენებენ უმეტესად დამარილებულს, ნაწილობრივ შებოლილს, დაკონსერვებულს, ნედლს და მის ქვირითს. სამეკალა: დატოტვილი (7) 8-10 (11). ზურგის ფარფლის წინ ჩვეულებრივ 3 ეკალია.მუცლის ეკალი ფუძესთან უბორცვაკოა. სხეული დაფარულია მეტი თუ ნაკლები რაოდენობის ძვლოვანი ფირფიტებით (35-მდე), რომლებიც კუდზე ქმნიან ასე თუ ისე ნათლად გამოხატულ ქედს. შეფერილობა ცვალებადია, ზამთრობით მოვერცხლისფრო-მოთეთრო, თავი და ზურგი ზემოდან მოლურჯო; ზაფხულობით თავის უკანა ნაწილი და სხეული ზემოდან გვერდით ხაზამდე მუქი ნაცრისფერია. გამრავლების პერიოდში მამლებს თავის ქვედა ნაწილი და მუცელი უწითლდებათ, ზოგჯერ გვერდებიც და მთელი სხეულიც კი ზურგის გარდა. დედლებს ზურგზე მცირე ხნით უჩნდებათ განივი, რომბისებრი, მუქი ლაქები. ხოლო გვერდებზე -სპილენძისებრი მოყვითალო ფერი. სიგრძე 40-90 მმ-მდეა. წონით 4 გ-მდე.გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან ყველგან, შედის მდინარეების: რიონის, ხობის, ენგურის შესართავებში, გვხვდება პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარდა გვხვდება თეთრი, ბარენცის, ბალტიის, შავი, აზოვის, ბერინგის, ხოტის და იაპონიის ზღვებში, ლადოგისა და ონეგის ტბებში; მდინარეების: დუნაის, დნესტრის, დნეპრის, დონის, ყუბანის ქვემო დინებაში. სხვაგან ცნობილია: ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილო ნაწილში; ევროპაში – ახალი მიწიდან, თეთრი ზღვიდან, კოლის ნახევარკუნძულიდან შავ ზღვამდე, ისლანდია, ბალტიის ზღვა; ალჟირი; ამერიკაში – გრელნანდიიდან ნიუ-იორკამდე; წყნარ ოკეანეში ბერინგის სრუტიდან სამხრეთით ფუზანამდე, იაპონიამდე, კურილის კუნძულებამდე, ხოლო ამერიკის სანაპიროებში – ქვემო კალიფორნიამდე. ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, ნახევრად გამსვლელი თევზია. ცხოვრობს ძირითადად ზღვაში და აგრეთვე თხელწყლიან მომლაშო სანაპირო ტბებსა და ლაგუნებში, შედის მდინარეების შესართავებში, სადაც ზოგან ადის დიდ მანძილზე, დასაზამთრებლად ბრუნდება უკან და შედის ღრმა ადგილებში. იკვებება ძირითადად მრავალჯაგრიანი ჭიებით, მწერთა მატლებით, კიბოსნაირებით, ხარბად ეტანება თევზის ქვირითსა და ლიფსიტებს. სქესობრივად მწიფდება ერთი- ერთნახევარი წლის ასაკიდან. ტოფობს სხვადასხვა ადგილებში ხვადასხვა დროს – მარტიდან აგვისტომდე. ყრის 400-მდე საშუალოდ 200-მდე ქვირითს, რომელიც მოყვითალოა, მისი დიამეტრიც 1.5-1.8 მმ-მდეა, ინკუბაცია სხვადასხვა ტემპერატურისას გრძელდება 4-12 დღე. ქვირითს ყრის რამდენიმე ჯერად. ტოფობისათვის ირჩევს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულით მდიდარ ადგილებს, სადაც ღეროებისა და ფოთლებისაგან მამალი აკეთებს ბუდეს, მოყავს დედალი, აყრევინებს ქვირითს, ანაყოფიერებს და ამავე დროს იცავს, აღარ უშვებს ბუდესთან დედალს, რომელიც ანადგურებს ქვირითსა და ლიფსიტებს. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს იმ ადგილებში, სადაც მრავლად მოიპოვება (თეთრი, ბალტიის, აზოვის ზღვები). მისგან ამზადებენ ცხოველების საკვებ ფქვილს, სამედიცინო დანიშნულების ცხიმს. ნედლს იყენებენ ღორებისა და ქათმების საკვებად. სხვა, მხრივ ითვლება მავნებლად – ანადგურებს ძვირფასი თევზების საკვებს, ქვირითსა და ლიფსიტებს. მცირეაზიური ხრამული: ღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9 ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 5-7, გვერდის ხაზში 67-80 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 9-12. ორი წყვილი ულვაში. პირი ქვედაა. ზურგის ფარფლის უკანადაუტოტავ სხივზე 16-17კბილაკია, რომლებიც ხნიერ ინდივიდებს უქრებათ. ზურგის ფარფლი წაკვეთილია, კუდის ფარფლი საკმაოდაა ამოჭრილი. ზურგის მხარე მუქია, გვერდები და მუცლის მხარე მუქი-მონაცისფრო.სიგრძე 45 სმ-მდეა, წონა 500 გ-მდე, ჩვეულებრივ სიგრძე 15-20 სმ-მდეა, წონა 80-100 გ-მდე. მონათესავე ფორმა. კოლხური ხრამული – Variocorhinus sieboldi (steindacher)ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში. სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მხოლოდ მდ. ჭოროხში და მის შენაკადებში აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ. გვხვდება მცირე აზიის წყლებში: ბრუსა, მდ. საკარიის აუზი, ტრაპეზუნდი. ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად ცივ, ჩქარ მდინარეში, ეგუება აგრეთვე მდგარ წყლებსაც. იკვებება მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებით, უმეტესად ქვებზე და საგნებზე მოდებული წყალმცენარეებით, რომლებსაც ტიპობრივი ხრამულის მსგავსად ფხეკავს გარქოვანებული ქვედა ტუჩით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან ივლისის ბოლომდე თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 2-6 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია. სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი ხარისხის თევზია. საქართველოს წყლებში სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ამჟამად მისი მოპოვება ადგილობრივი, სპორტული ხასიათისაა. იჭერენ სასროლი ბადით, ანკესით და სხ |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita შავპირა ღორჯო. სხე... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita წითელტუჩა ჭერეხი:... Jul 12 2011, 21:05
gocha-tita მტკვრის მურწა:ზურ... Jul 12 2011, 21:28
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita ცისარტყელა კალმახ... Jul 12 2011, 22:28
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
gocha-tita ესკიდევ თუ რომელი... Jul 18 2011, 22:38
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:20 |