საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 12 2011, 20:32
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
შავპირა ღორჯო. სხეული წაგრძელებულია, დაფარული საშუალო ზომის ქერცლით. შუბლი ოდნავ გამოზნექილი. ზედა ტუჩი ვიწროა. თხემი, კეფა, ყელი, ლაყუჩის სახურავები, ზურგი, მუცლის და მკერდის ფარფლის ღეროები დაფარულია ქერცლით. ზურგის 1-ლ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივი – 1, დატოტვილი – 12-17. მეორე ფარფლის ზედა კიდე მთელ სიგრძეზე დაახლოებით თანაბარი სიმაღლისაა; ანალურში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 10-14. ქერცლთა გარდიგარდმო მწკრივი 45-57. საცურავი ბუშტი არა აქვთ. თვალქვეშა ნასვრეტები (გენიფორები) 6-7. სქესმწიფე მამალს კენტი ფარფლები შესამჩნევად ეზრდება. სხეული მოყავისფრო-რუხია, ან ღია წაბლისფერი, გვერდებზე მუქი წაბლისფერი ლაქებია; თავი სხეულთან შედარებით მუქია. ფარფლები მუქინაცრისფერია. ზურგის 1-ლი ფარფლის ბოლოზე დიდი მოგრძო შავი ლაქაა. მამლები ტოფობისას მთლიანად შავდებიან, მხოლოდ კენტი ფარფლების კიდეებზე რჩება თეთრი ზოლი. სიგრძე 25 სმ-მდეა, წონა 110 გ-მდე.გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან. შედის მდინარეებში, ტბებში და ხელოვნურ არხებში. გვხვდება მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი; ტბებში: პალიასტომი, ნურიის. მოიპოვება აზოვ-შავი ზღვის ყველა სანაპიროში, მდინარეებში: დნესტრი, ბუგი, დნეპრი, დონი, დონეცი, აგრეთვე მარმარილოს ზღვაში. ბიოლოგია. ზღვის სანაპიროს მომლაშო უბნის ფსკერული თევზია. ზამთრობით შედის უფრო ღრმა ადგილებში. იკვებება ლოკოკინებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, თევზებით და სხვ. მამალი ტოფობისას არ იკვებება, ხდება და მათი უმეტესობა იღუპება. სქესობრივად მწიფდება ორი წლის ასაკიდან. ტოფობს ზღვის სანაპირო ადგილებში. ქვირითს ყრის (მიწებებით) ქვის ქვედა ზედაპირზე, კლდის ნაპრალში, ჩაძირულ საგნებზე და სხვ. ერთ ბუდეში რამდენიმე დედალი ყრის ქვირითს. ბუდეს დარაჯობს მამალი. ტოფობისას ქვირითს ყრის ორჯერად. ნაყოფიერება აღწევს 200-6200 ქვირითამდე, რომელიც მოგრძო ფორმისაა. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო ხასიათისაა მხოლოდ კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებში. 1933 წელს აზოვის ზღვაში მოპოვებული იყო 375 ათასი ცენტნერი ღორჯო და აქედან ეს სახეობა შეადგენდა 90%-ს. იჭერენ სპეციალური სათრეველა ბადით, სამკედლიანი ჩასადგმელი ბადით, ანკესღობურათი. იყენებენ ძირითადად კოსერვების სახით, ნაწილობრივ შებოლილს და ნედლს |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita ოქროსფერი კეფალი: ... Jul 12 2011, 19:42
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita წითელტუჩა ჭერეხი:... Jul 12 2011, 21:05
gocha-tita მტკვრის მურწა:ზურ... Jul 12 2011, 21:28
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita ცისარტყელა კალმახ... Jul 12 2011, 22:28
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
gocha-tita ესკიდევ თუ რომელი... Jul 18 2011, 22:38
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:20 |