საქართველოში მობინადრე თევზები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 19:23
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.
ტაფელა:
ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს.

ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე.

გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში.

ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
gocha-tita
პოსტი Jul 12 2011, 21:02
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 766
რეგისტრ.: 19-April 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



წინააზიური გველანა:სხეული წაგრძელებულია, გვრდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით. თავი უქერცლოა, აგრეთვე გვერდებიდან შეტყლეჟილი. აქვს სამი წყვილი ულვაში – ერთი წყვილი პირის კუთხეებში, ორი წყვილი – დინგის ბოლოზეა. თვალის ქვემო კუთხეში ორკაპი ქიცვია, ზოგჯერ კანში შემალული. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 5-7, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-3, დატოტვილი 5-6. გვერდის ხაზში 170-200 ქერცლი. მალები 41-43. კუდის ფარფლი მომრგვალებულია, მის ფუძესთან შუაში გაწყვეტილი მუქი ზოლია. ზურგისა და ანალური ფარფლების უკან მეტ-ნაკლებად განვითარებული კანოვანი ქედია. სხეულის გვერდებზე 10-15 მუქი ლაქაა, რომელთა ზევით მრავალი წინწკლია. ზურგზე აქვს ფართო განივი ლაქები. სხეულის მუქ-ნაცრისფერ ფინზე ოქროს ელფერი გადაჰკრავს, სიგრძე 138 მმ-მდეა წონა 4 გ-მდე.

მონათესავე ფორმა. გველანა – Cobitis toenia Linne გავრცელებულია საქართველოს წყლებში.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: მტკვარში, ალაზანში, იორში და მათ შენაკადებში; გვხვდება ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. მოიპოვება: აზერბაიჯანის წყლებში, მდ. დუნაიში, დონში და ეგეოსის ზღვაში ჩამავალ მდინარეებში.

ბიოლოგია. რეოფილურ-ლიმნოფილური თევზია – ერთნაირად ეგუება მდინარისა და ტბის პირობებს. იკვებება ცხოველური ბენთოსით, პლანქტონით და ნაწილობრივ მცენარეული დეტრიტით. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 2500 ქვირითამდე, რასაც ყრის რამდენიმე ჯერად.

სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს – სარეველა თევზია.

ლადოგური ლიპუსი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 711, ანალურში დაუტოტავი სხივი 2-4, დატოტვილი 9-3. გვერდის ხაზში 71-90 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 43-55. მალები 54-59. ქვედა ყბაზე ზედაზე ოდნავ გრძელია, პირი ზემოთაა მიმართული. ზურგის ფარფლის უკან ცხიმოვანი ფარფლია. ზურგი მომწვანოა, მუქი წინწკლებით. გვერდები მოვერცხლისფროა. ადვილად სცვივა ქერცლი. სიგრძე 25-30 სმ, წონა 170-500 გ. იშვიათად სიგრძე 46 სმ-მდე, წონა 1კგ-მდე.

გავრცელება. საქართველოში გადმოტანილ იქნა განაყოფიერებული ქვირითი ვოლხოვის თევზსაშენიდან (სანქტ-პეტერბურგის ოლქი) 1930-1934 წლებში და მოშენდა ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში; ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. გადაყვანილია ბაზალეთის ტბასა და თბილისის წყალსაცავში. ბინადრობს ძირითადად ლადოგისა და ონეგის ტბებში, ფინეთისა და შვედეთის წყლებში.

ბიოლოგია. ტბის ბინადარია, კარგად ეგუება ცივ, ჟანგბადით მდიდარ წყალს, თუმცა ადვილად იტანს წყლის ტემპერატურას 20-270-მდე.
ახალგამოჩეკილი ლიფსიტები ათი დღის მერე აქტიურად იკვებებიან ძირითადად პლანქტონით – კიბოსნაირებით (დაფნია, ციკლოპი, დიაპტომუსი, ლეფტოდორა, ბოსმინა და სხვა.) პლაქტონის სიმცირისას ნაწილობრივ ჭამენ ბენთოსურ ორგანიზმებს; გვერდულებს, მწერთა მატლებს, ლოკოკინებს და სხვა. იშვიოათად ეტანება თევზის ლიფსიტებსაც. სქესობრივად მწიფდება მეორე წლიდან. ტოფობს – ნოემბრიდან იანვრამდე, უმთავრესად ყინულქვეშ, წყლის 5-20ტემპერატურისას, ქვა-ქვიშიან ადგილზე. ნაყოფიერება აღწევს 8,2-111 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი უდრის 2 მმ-ს. ინკუბაცია 1.50 ტემპერატურისას გრძელდება 120-155 დღეს.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; საკმაოდ ცხიმიანია. 1944-1949 წლებში მისი მოპოვება ფარავნისა და საღამოს ტბებში ყოველწლიურად აღწევდა 290-1328 ცენტნერამდე, საშუალოდ 669 ცენტნერს. აღნიშნულ ტბებში ჭარბი ჭერის შედეგად რიპუსის მარაგი საგრძნობლად მცირდება, რის გამოც საჭირო ხდება შესვენება და მარაგის აღდგენა, ამას ხელს უწყობს აგრეთვე ხელოვნურად მოშენებული ლიფსიტების ჩაშვება აღნიშნულ ტბებში. რიპუსის მოპოვება ხდება მოსასმელი და ჩასადგმელი ბადეებით. იყენებენ ნედლსა და

ფარგა:სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი, წვრილი ქერცლით დაფარული. კბილები ყბებზეა, სასაზე და სახნისის ძვალზე. ზურგის ფარფლი ორია. პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 12-17. მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი – 18-24. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი – 2-3, დატოტვილი – 10-14; გვერდის ხაზში 80-98 ქერცლია. ლაყუჩის კბილაკები 10-25, მალები 45-47. პილორული დანამატი 4-9. გვერდებზე 8-12 განივი მურა-მოშავო ზოლია. ზურგისა და კუდის ლაქებზე მუქი ლაქების მწკრივია, დანარჩენი ფარფლები მკრთალი და მოყვითალოა. სიგრძე 130 სმ-მდეა, წონა 12 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს ძირითადად; რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, აგრეთვე პალიასტომისა და ინკიტის ტბებში; აღმოსავლეთ საქართველოში შემოვიდა მდ. ალაზნის ქვემო დინებაში მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. ცნობილია არალის, კასპიის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზებში, ევროპასა და დასავლეთი აზიის წყლებში.

ბიოლოგია. არის ადგილობრივ მტკნარ წყალში ბინადარი და ნახევრად გამსვლელი ფორმა. ირჩევს ტბას და მდინარის მდორე ადგილებს. მცირე ასაკში იკვებება კიბოსნაირებით, ქირონომიდებით, მოზრდილი ეწევა მტაცებლობას, ჭამს ძირითადათ წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-4 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან აგვისტომდე – სამხრეთში ადრე, ჩრდილოეთში გვიან. ყრის 1 მილიონზე მეტ ქვირითს, იგი ყვითელია, წებოვანი; მისი დიამეტრი 1.25-1.40 მმ-მდეა. მამალი იცავს ქვირითს. ინკუბაცია 150 წყლის ტემპერატურისას გრძელდება 10 დღე. გამოჩეკილი ლარავის სიგრძე 4 მმ-ია.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია; მისი მოპოვება ხდებოდა ძირითადად საბჭოთა კავშირის სამხრეთის წყლებში.

საქართველოს წყლებში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, სადაც მისი წლიური მოპოვება შეადგენს 15 ცენტნერამდე. იჭერენ ჩასადგმელი, მოსასმელი, მოსაყრელი ბადეებით, ტრალით. იყენებენ ნედლს დამარილებულს, დაკონსერვებულს, ქვირითს.

მურწა:ურწა ამიერკავკასიის ენდემია. საქართველოში ბინადრობს მტკვრის, ალაზნის, ივრის აუზებში. თბილისის და სიონის წყალსაცავებში. უმეტესად ფსკერზეა, მდინარის ჩქარ, ქვა–ქვიშიან, არა ღრმა დგილებში. იკვებება წყლის მწერებით, მატლებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, დეტრიტითა და სხვა. სქესობრივად 2–3 წლის ასაკში მწიფდება, ქვირითობს მაის–ივნისში, ქვა–ქვიშიან ფსკერზე. მისი სიგრძე 40 სმ–მდეა, წონა ნახევარ კილოგრამამდე აღწევს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მისი სატყუარებია: ბუზის მატლი, პატარა პეპლები, ძეხვის, სოსისის ნაჭერი (ამ უკანასკნელს ხრამულზე და წვერაზეც იყენებენ) და სხვა. მურწას უმეტესად იჭერენ წყალგამყოლი ანკესით, რომელიც ფსკერს უნდა ეცაცუნებოდეს, დინებას მიქონდეს. ამ თევზისატვის საჭიროა ძუა 0,3–0,4 მმ სისქისა, ხოლო სადავე – 0,22 მმ დიამეტრისა, ანკესი № 2–3 მძიმე ტყვიანი ნემსკავითაც, განსაკუთრებით დიდ, ენერგიულ მდინარეებში. მას ადრე იხელთებდნენ წყლის ტოტების ჩაკეტვე–დაწრეტით, რაც არასპორტულია. ამინდის მიუხედავად, იგი ხშირად ეტანება ანკესს, ჩქარა გაითრევს სატყუარას, ტივტივას ახტუნებს. თუ ცუდი ჭერაა მაშინ უნდა აამღვრიოთ წყალი და გააქტიურდება (ამით ციმორს ჰგავს და მეორე სინონიმური სახელიც ამიტომ აქვს). დაჭერილი მურწა თვინიერია, არ იბრძვის, ყველაზე უკეთ ზაფხულშ იკენკება, თუმცა, ზოგჯერ, კარგ დარებში, შემოდგომითაც იხელთებენ მეანკესეები. მას იყენებენ აგრეთვე ქარიყლაპიის, ფარგის და ქორჭილას დასაჭერ ცოცხლადაც.

მურწა მცირერიცხოვანი, გემრიელი თევზია, ძირითადად ნედლად მოიხმარენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- gocha-tita   საქართველოში მობინადრე თევზები   Jul 12 2011, 19:23
- - gocha-tita   ოქროსფერი კეფალი: ...   Jul 12 2011, 19:42
- - gocha-tita   შავპირა ღორჯო. სხე...   Jul 12 2011, 20:32
- - gocha-tita   : მტკვრის გოჭალააღ...   Jul 12 2011, 20:32
- - gocha-tita   აღმოსავლური ფლიტ...   Jul 12 2011, 20:50
- - gocha-tita   წინააზიური გველა...   Jul 12 2011, 21:02
- - gocha-tita   წითელტუჩა ჭერეხი:...   Jul 12 2011, 21:05
- - gocha-tita   მტკვრის მურწა:ზურ...   Jul 12 2011, 21:28
- - gocha-tita   ყველასთვის საყვარ...   Jul 12 2011, 21:36
- - gocha-tita   ფორეჯი:ლაყუჩის კბი...   Jul 12 2011, 21:50
- - gocha-tita   ლადოგური სიგი:ზურ...   Jul 12 2011, 21:53
- - gocha-tita   სქელშუბლა რომელი...   Jul 12 2011, 22:00
- - gocha-tita   კავკასიური მდინარ...   Jul 12 2011, 22:14
- - gocha-tita   ცისარტყელა კალმახ...   Jul 12 2011, 22:28
- - gocha-tita   მტკვრის ტობიზურგი...   Jul 12 2011, 22:50
- - gocha-tita   ჭანარი:ზურგის ფარფ...   Jul 12 2011, 23:11
- - gocha-tita   მე მეტი იმფო აღარ...   Jul 12 2011, 23:14
- - gocha-tita   მეთევზის დღიური ...   Jul 12 2011, 23:49
- - gocha-tita   დღეს ჩამოვედი გომ...   Jul 17 2011, 21:12
- - gocha-tita   ესკიდევ თუ რომელი...   Jul 18 2011, 22:38
- - T A M P L I E R   თემა გაწმენდილია თ...   Jul 23 2011, 11:28
- - gocha-tita   ძველი ლიტერატურე...   Jul 23 2011, 16:58
- - T A M P L I E R   გასაგებია ეს პოსტე...   Jul 23 2011, 19:51
- - gocha-tita   ხო ალბათ ბევრის პ...   Jul 24 2011, 19:23
- - gocha-tita   ხოდა აქ ისეთი არა...   Jul 24 2011, 19:34
- - Davitus   gocha-tita თავის დაწერი...   Jul 24 2011, 19:42
- - gocha-tita   Davitus პატივისცემით: ...   Jul 24 2011, 20:17
- - T A M P L I E R   gocha-tita რათ მეჩხუბი გო...   Jul 26 2011, 02:05
- - gocha-tita   RE: საქართველოში მობინადრე თევზები   Jul 26 2011, 20:38
- - Davitus   gocha-tita თემის ავტორის...   Jul 26 2011, 21:53
- - T A M P L I E R   gocha-tita   Jul 26 2011, 22:14
- - gocha-tita   ბატონი ბრძანდებით...   Jul 27 2011, 19:59
- - gocha-tita   წ აიკითხეთ   Aug 1 2011, 21:15
- - davit.p   gocha-tita გამოცდილი და მ...   May 8 2012, 22:13
- - gocha-tita   ხმასის/ ეს სწორად ...   May 12 2012, 19:31
- - davit.p   gocha-tita იმ პაწუკა თევზ...   May 12 2012, 23:34


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 01:13