საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 12 2011, 21:05
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
წითელტუჩა ჭერეხი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 11-14, ხახის კბილები 3.5-5.3; ლაყუჩის კბილაკები 8-11. გვერდით ხაზში 65-90 ქერცლია. პირი დიდი, პირდაპირი. სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი; კუდის ფარფლი ძლიერ ამოჭრილია. ზურგი ნაცრისფერი, გვერდები და მუცელი მოვერცხლისფრო. ზურგის, მკერდის, მუცლის, ანალური ფარფლები მოწითალოა. კუდის ფარფლის ფუძე ჩვეულებრივ წითელია. ტუჩები და თვალის ფერადი გარსი მკვეთრი წითელია. სიგრძე ჩვეულებრივ 45-60 სმ, წონა 2-4 კგ-მდე, იშვიათად სიგრძე – 77 სმ,წონა – 6 კგ.მონათესავე ფორმა. ჭერეხი Aspius aspius (linne) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. ძირითადად გავრცელებულია კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც შედის მტკვარში, არეზში და სხვა მდინარეებში. ამჟად ბინადრობს აგრეთვე მინგეჩაურის წყალსაცავში, იქიდან შემოსულია საქართველოს წყლებში (მტკვარი, ხრამი, ალაზანი,იორი, ჯანდარის ტბა). ადგილობრივი ბინადარი პოპულაცია გავრცელებულია მტკვრის სათავეების აუზის მდინარეებსა და ტბებში. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ბინადრობს კასპიის ზღვაში, არის აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი მინგეჩაურის წყალსაცავში, ალაზნისა და ივრის ქვემო დინებაში, მტკვრის სათავის წყლებში, მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზით. მისი შეყვანა სარეველა თევზებით ჭარბად დასახლებულ წყალსატევებში ხელს შეუწყობს სარეწაო თევზის პროდუქციის გადიდებას. მოზარდები ერთ წლამდე იკვებებიან მწერტა მატლებით, კიბოსნაირებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და სხვა ორგანიზმებით, ერთი წლის შემდეგ იწყებენ მტაცებლურ კვებას. სქესობრივად მწიფდება 4-5 წლის ასაკში. მრავლდება მარტ-აპრილში წყლის 5-15 გრადუსი ტემპერატურის დროს, ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებში. ტოფობა გრძელდება ერთნახევარი თვე, ნაყოფიერება 40-483 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1.6-2 მმ-მდეა. განვითარება წყლის 8.5 გრადუს ტემპერატურისას გრძელდება 17 დღე-ღამე, 12.50 დროს-10.5 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე 7.1-8.7 მმ-მდეა. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. მისი მოპოვება საქართველოს ფარგლებში ძირითადად წარმოებს მდ. ალაზანის ქვემო დინებაში, წლიურად 10-25 ცენტნერის რაოდენობით. იჭერენ ფაცრით და ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს და კონსერვის სახით. ქვირითისაგან ამზადებენ ხიზილალას |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita ოქროსფერი კეფალი: ... Jul 12 2011, 19:42
gocha-tita შავპირა ღორჯო. სხე... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita მტკვრის მურწა:ზურ... Jul 12 2011, 21:28
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita ცისარტყელა კალმახ... Jul 12 2011, 22:28
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
gocha-tita ესკიდევ თუ რომელი... Jul 18 2011, 22:38
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:19 |