საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 12 2011, 21:28
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მტკვრის მურწა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4 დატოტვილი 7-8. ანალურში დაუტოტავი სხივი 3. დატოტვილი 5. გვერდის ხაზში 55-73 ქერცლია, ხახის კბილები 2.3.5-5.3.2; 2.3.4-5.3.2; 1.3.5-5.3.2. ლაყუჩის კბილაკები 5-9. მალები 41-43. სხეული წაგრძელებულია. თავის სიგრძე მეტია სხეულის სიმაღლეზე: ორი წყვილი ულვაშია, წინა შედარებით მოკლეა, ზურგის ფარფლის უკანა დაუტოტავი სხივი დაკბილულია:ფარფლები ნაცრისფერი, სხეული დაფარულია მრავალი მუქი ლაქით, იშვიათად მოკლებულია ლაქებს. სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 1 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარები.გავრცელება. საქართველოს მტკნარ წყლებში გვხვდება ხშირად მტკვარსა და მის შენაკადებში: ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ბორჯომის, ფოცხოვის, ახალქალაქის წყლები, იორი, ალაზანი; მცირეა ტბებში და წყალსაცავებში: ჯანდარის, ფარავნისა და საღამოს ტბებში, ხრამის, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. ცნობილია აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ამჯობინებს ჩქარ დინებას, ნაკლებად ეგუება მდგარ წყლებს, ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი – დედალი 3-4 ჯერ დიდია მამალზე. დედალი სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან, მამალი – 2 წლიდან. სქესმწიფე მამლის მინიმალური სიგრძე 10 სმ, წონა 12 გ, დედლისა – 15 სმ წონა 70 გ. მრავლდება აპრილის ბოლოდან შუა აგვისტომდე, ქვირითს ყრის სამ ჯერად, ნაყოფიერება აღწევს 24 ათასამდე ქვირითს (თბილისის წყალსაცავი), რომლის დიამეტრი 1,94- 2,24 მმ-მდეა. იკვებება ბენთოსით და ნაწილობრივ წყალმცენარეებით, მის კვებაში ზოობენთოსიდან მთავარია: რუისელები, კიბოსნაირები, დღიურები. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს, იჭერენ სხვა თევზებთან ერთად; ანკესით ჭერის კარგი ობიექტია. გემრიელი თევზია, იყენებენ ნედლს. გუწუ:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 8-9; ანალურში დაუტოტავი სხივი 3; დატოტვილი 6-8. გვერდის ხაზში 87-115 ქერცლია. ხახის კბილები 4-5. 5-4; მალები 37-41. პირი პატარა, მიმართულია ზევით მის კუთხეებში თითო მოკლე ულვაშია. სხეული სქელია, მაღალი, კუდის ღერო მოკლეა, მაღალი. ქერცლი წვრილია კანში ღრმადაა ჩამჯდარი. კანი დაფარულია ლორწოს სქელი ფენით. ფარფლები მომრგვალებულია. სქესმწიფე მამალს მუცლის ფარფლებში მეორე დაუტოტავი სხივი გამსხვილებული აქვს.ზურგი ჩვეულებრივ მუქი-მომწვანოა, გვერდები მოწაბლისფრო ოქროს ელფერით, თვალები მოწითალოა. სიგრძე 70 სმ-მდე, წონა 1.6 კგ-მდე, იშვიათად 7.5 კგ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.გავრცელება. ბინადრობს საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი; ტბებში: პალიასტომი, ბებესირი, ჯანდარი, ჯაპანის ნარიონალები. სხვაგან გხვდება: აზერბაიჯანის მტკნარ წყლებში, ციმბირის მდინარეების ობისა და ენისეის აუზებში, ბაიკალის ტბაში და სხვაგან. ევროპაში (ისლანდიის გარდა) ჩრდილო შოტლანდიაში, ირლანდიაში, ბალტიის, შავი და კასპიის ზღვების აუზების ზოგიერთ მტკნარ წყლებში. ბიოლოგია. ტიპობრივი ფსკერული თევზია, ნაკლებად მოძრავი. ბინადრობს უმეტესად ტბაში, მდინარეშიც ირჩევს მდგარ, მდორე, მცენარეულობით მდიდარ უბნებს. ზამთარში ეფლობა ლამში, ადვილად იტანს ჟანგბადის ნაკლებობას. იკვებება ცხოველური და ნაწილობრივ მცენარეული საკვებით, კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, ლოკოკინებითა და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს რამდენიმე ჯერად, წყალქვეშა მცენარეებზე. ნაყოფიერება აღწევს 380 ათას ქვირითამდე, მდ. დნეპრში 827 ათასამდე. იგი წებოვანია, დიამეტრი 1-1.2 მმ. მისი ინკუბაცია გრძელდება 3-7 დღემდე, 22-240 ტემპერატურისას. 12 დღის ლარვა სიგრძით აღწევს 8-10 მმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. ტბორული მეურნეობის კარგი ობიექტია. ტბორში კობრთან ერთად გამოზრდით პროდუქტულობას ადიდებს 20-30%-ით. საქართველოს ტბორულ მეურნეობაში ჯერ გამოყენებული არაა. ბუნებრივ წყალსატევებში სიმცირის გამო ნაკლები მნიშვნელობისაა. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. მტკვრის თაღლითა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 6-8, ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-13. გვერდის ხაზში 47-63 ქერცლია. ხახის კბილები 2.5-5.2; 2. 5-4.1; 1.5-4.2, მეტნაკლებად დაკბილული. პირი ზევეთაა მიმართული. სქესმწიფე მამლებს გამრავლების დროს თავზე უჩნდებათ თეთრი ბორცვაკები. სხეული ზევიდან მომწვანო-მუქია, ქვემოდან მოვერცხლისფრო-თეთრია. სიგრძე 170მმ-მდეა, წონა 44გ-მდე.მონათესავე ფორმები. ჩრდილოეთ კავკასიური თაღლითა-Alburnas charusini Herzennstein ბინადრობს ბებესირის ტბაში, ამიერკავკასიური თაღლითა-Albarnas charusini hohenackeri Kessler ბინადრობს მდ. ალაზანში. გავრცელება. ამიერკავკასიის ენდემია, ბინადრობს მტკვრის აუზში, საქართველოში გვხვდება: ხრამში, ალგეთში, არაგვში, ლიახვში, ქსანში, გუჯარეთისწყალში, სურამულაში, ბორჯომისწყალში, აბასთუმნისა და ახალქალაქის წყლებში მდ. ალაზანში, იორში, მათ შენაკადებში და ახალქალაქის წყლებში. ჯანდარის ტბაში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში. ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია: ეწევა მცირე მიგრაციას კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებით. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს სამ ჯერად. ნაყოფიერება აღწევს დაახლოებით 1-10 ათასამდე ქვირითს, რომლის დიამეტრიც 0.5-1.18მმ-მდეა. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით, აგრეთვე ბენთოსითა და მწვანე წყალმცენარეებით. სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. სარეველა თევზია, სარეწაო თევზების კონკურენტია კვებაში და გამრავლების ადგლებისათვის. მცირე ვიმბა:სხეული ზომიერი სიმაღლისაა, პირი ქვედა, ნახევარმთვარისებური ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის კარგად გამოხატული ქედია. მუცლის ფარფლებს უკან ქერცლით დაუფარავი ქედი. ზურგისა და კუდის ფარფლებზე ზოგჯერ პატარა ლაქებია. გამრავლების დროს მამლებს ზურგი უშავდებათ, მუცელი უხდებათ მოვარდისფრო, მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლები ღებულობენ მოწითალო ფერს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 15-19. გვერდის ხაზში 48-59 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4. ლაყუჩის კბილაკები 12-18. სიგრძე 19 სმ-მდეა, წონა 120 გ-მდე.მონათესავე ფორმა. Vimba vimba vimba n.carinata (Pallas) გადაყვანილი იქნა ტყიბულის წყალსაცავში, სადაც მომრავლდა და მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. გავრცელება. გვხვდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ცივი, ენგური, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, აგრეთვე პალიასტომის ტბაში. ცნობილია: ყირიმში, ყუბანში, მცირე აზიაში, ბულგარეთში და სხვა. ბიოლოგია. ბინადრობს ძირითადად მდინარის ქვემო დინებაში, უმეტესად შესართავებში, ამჯობინებს მდორე ადგილებს და მცენარეულობით მდიდარ ძველ ნამდინარევებს. იკვებება ძირითადად ცხოველური ბენთოსით და წყალმცენარეებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება აპრილიდან ივლისის ბოლომდე, ტოფობს რამდენიმე ჯერად. ნაყოფიერება – 22 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი აღწევს 1.26 მმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად. გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარი ამიერკავკასიური ბლიკა: სხეული ბრტყელი, მაღალი, პირი პატარა, ნახევრად ქვედა, ირიბი. მუცლის ფარფლების უკან ქერცლით დაუფარავი ქედია. ზურგის ფარფლი ირიბადაა წაკვეთილი. გამრავლების პერიოდში წყვილი ფარფლები უწითლდება. მამლებს ქეცლებზე და ლაყუჩის სახურავებზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10. ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 17-22. გვერდის ხაზში 40-45 ქერცლია. ხახის კბილები 2,5-5,2; 3,5-5,2, ლაყუჩის კბილაკები 15-19. სიგრძე 21 სმ-მდეა, წონა 224 გ-მდე, ჩვეულებრივ უფრო პატარაა.გავრცელება. ბინადრობს ძირითადად მდ. მტკვრის შუა და ქვემო დინებაში. საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. მტკვარში ამოდის თბილისამდე. გვხვდება: ხრამში, ალაზანში, იორში, ჯანდარის ტბაში და სხვ. სხვაგან ბინადრობს აზერბაიჯანის წყლებში: აჯიკაბულის ტბაში, მინგეჩაურის წყალსაცავში, არეზის ქვემო დინებაში, მტკვარში, სარისუში, კუმბაშინკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში ჩამავალ მდინარეებში. ბიოლოგია. ძირითადად მდინარისა და ტბის ბინადარია, ეგუება მომლაშო წყალსაც. ირჩევს მდორე ადგილებს. იკვებება პლანქტონითა და ბენთოსით. სქესობრივად მწიფდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – მამალი 2 წლიდან, დედალი 3 წლიდან. ჯუჯა ფორმა შილიანის ტბაში (აზერბაიჯანი) მწიფდება ერთი წლის ასაკში (სიგრძე 3,9-5,4 სმ). ნაყოფიერება აღწევს 24,7-84 ათას ქვირითს, მისი დიამეტრი 1-1,44 მმ-მდეა. ტოფობს აპრილიდან ივლისამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. დაბალი ხარისხის თევზია. კოლხური ტობი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8 (9), ანალურში დაუტოტავი სხივი 3 (4), დატოტვილი (8) 9-10 (11), გვერდის ხაზში 56-68 ქერცლია. ხახის კბილები 6-5. ლაყუჩის კბილაკები 25-31. პირი გარდიგარდმოა, ქვედა, ქვედა ტუჩი სწორია, რქოვანი შალითით დაფარული – მჭრელი. სხეული ზომიერად წაგრძელებულია, გვერდებიდან შეტყლეჟილი. დინგი წამოწეული კონუსისებრი, შუბლი ამობურცული. მუცლის აპკი შავი, ნაწლავი საკმაოდ გრძელია – სხეულის სიგრძეს აღემატება 2-3-ჯერ. სხეულის გვერდებზე თავიდან კუდის ფარფლამდე მიჰყვება შავი წერტილების ზოლი. ზურგის მხარე მუქია, მუცლის მხარე – ღია მოთეთრო. ზურგისა და კუდის ფარფლების ბოლოები მუქი, დანარჩენი ფარფლები ნარინჯისფერი. ტოფობის დროს მამლებს თავზე უჩნდებათ ეპითელური ბორცვაკები. სიგრძე 30 სმ-მდე, წონა 200 გ-მდე.გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვი, კინტრიში, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი და ამტყელის ტბაში. ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. იკვებება ხრამულის მსგავსად ძირითადად წყალმცენარეებით (რასაც ფხეკს ქცედა ტუჩით ქვებიდან და სხვა საგნებიდან) და აგრეთვე პლაქტონური და ბენთოსური ორგანიზმებით. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობა იწყება ადრე გაზაფხულზე, მარტიდან და გრძელდება ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის 3 ჯერზე, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 3-9 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი აღწევს 1.5-1.8 მმ-დე. სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, ხოლო რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად ტარაღანა:ზურგის ფარფლში სხივი 40-46, ანალურში 24-39, ფარეკლები: ზურგისა 11-14, გვერდის 30-36, მუცლის 10-11. ლაყუჩის კბილაკები 24-26. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. დინგი ძლიერ გრძელია, ვიწრო, შებრტყელებული, ულვაშები სადა, მოკლე, უკან ვერ აღწევენ პირამდე და წინ – დინგის ბოლომდე. სხეულის გვერდები ფარეკლების რიგებს შორის დაფარულია ვარსკვლავისებური ფირფიტებით და წვრილი სავარცხელა მარცვლებით. მკერდის ფარფლის ქიცვი სუსტია. სიგრძე 214 სმ-მდე, წონა 68 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო მცირე ზომისა.გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისთამდე, შედის გასამრავლებლად მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ენგური, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ცნობილია პალიასტომის ტბაში. საქართველოს გარეთ ბინადრობს: აზოვ-შავ ზღვაში, კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა, იშვიათად ადრიატიკის ზღვაში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი, ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვორბს ზღვაში, ზაფხულობით იმყოფება სანაპირო თხელ ადგილებში (10-40 მ), ზამთრობით მიდის ღრმა ადგილებში (80-100 მ). გასამრავლებლად შედის მდინარეებში: რიონში ადის სამტრედიამდე, ენგურში – სოფ. ჯვარამდე. არსებობს ცალკეული პოპულაციები, რომლებიც შეგუებული არიან ზღვის გარკვეულ უბანთან, იქ ჩამავალ მდინარესთან და განსხვავდებიან ზრდის ტემპით, მომწიფების ვადით, მდინარეში შესვლისა და ტოფობის დროით, ნაყოფიერებით. ზრდასრული იკვებება ძირითადად თევზებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. ხოლო ლიფსიტა – ზოობენთოსის უწვრილესი ფორმებით. სქესობრივად მამალი მწიფდება 5-7 წლის, დედალი – 10-13 წლის. მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს. ნაყოფიერება აღწევს 35,4-633,4 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი – 2,8-3,0 მმ-მდეა. იგი წებოვანია. ფსკერული, ეწებება სუბსტრატს. ქვირითის განვითარება გრძელდება 44-80 საათამდე. წყლის 28-200 ტემპერატურისას. ინკუბაციის პერიოდში გადარჩება ქვირითის მხოლოდ 30%-მდე. ახალი გამოჩეკილი ლარვა აღწევს 6-9 მმ-მდე. ლიფსიტები ზღვისაკენ ეშვებიან რამდენიმე კვირის ან თვის ასაკისა. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. მისი მოპოვება შავ ზღვაში ხდება მცირე რაოდენობით, ხოლო კასპიის ზღვაში დიდი რაოდენობით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოპოვებული იყო 1,7 ათასი ცენტნერი, კასპიის ზღვაში 29,9-48,8 ათასი ცენტნერი. იჭერენ ჩასადგმელი, მცურავი და მოსაყრელი ბადეებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულს, ამზადებენ კონსერვს. |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita ოქროსფერი კეფალი: ... Jul 12 2011, 19:42
gocha-tita შავპირა ღორჯო. სხე... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita წითელტუჩა ჭერეხი:... Jul 12 2011, 21:05
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita ცისარტყელა კალმახ... Jul 12 2011, 22:28
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
gocha-tita ესკიდევ თუ რომელი... Jul 18 2011, 22:38
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:18 |