საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. გამბუზიის სამშობლოა ჩრდილო ამერიკა, საიდანაც აკლომატიზებულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოყვანილია იტალიიდან ექიმ რუხაძის მიერ 1924 წელს, სადაც მალე ფართოდ გავრცელდა, ხოლო აქედან გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში: აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, შუა აზიასასა და სამხრეთ რუსეთში. ბიოლოგია. სითბოს მოყვარული თევზია. 10 გრადუსზე დაბლა ტემპეტატურის დროს ლამში ეფლობა და ძილს ეძლევა, ირჩევს თხელწყლიან ადგილებს. მტაცებელი თევზია. იკვებება თევზის ლიფსიტებითა და ქვირითით, ანადგურებს მალარიის კოღოს მატლებს და სხვა მწერებს, არ ერიდება მცენარეულ საკვებს. სქესობრივად მწიფდება ერთი თვის ასაკიდან. ცოცხალმშობია, წელიწადში იძლევა 4-5 თაობას: ერთ ჯერზე შობს 80-400 ლიფსიტას – ასაკის, ზომისა და გარემო პირობების მიხედვით. სამეურნეო მნიშვნელობა. მასობრივად ანადგურებს მალარიის გადამტან კოღოს მატლებს, რითაც დიდად ხელს უწყობს მალარიას მოსპობას. მეორე მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს სარეწაო თევზების გამრავლებაზე – ანადგურებს მათ ქვირითს, ლიფსიტებსა და საკვებს. ![]() გავრცელება. ბალტიის ზღვის აუზის მკვიდრია. ბინადრობს: შვეციისა და ფინეთის ტბებში, საბჭოთა კავშირის წყლებში: ფინეთის ყურე, ლადოგის, ჩუდის, ონეგის, კარელიის, ლატვიის, ლიტვის, ბელორუსიის, ლენინგრადის ოლქის ტბები, ბარენცისა და თეთრი ზღვების აუზის ტბები. შედის ზოგიერთ მდინარეში (ნევა). საქართველოში აკლიმატიზებულია ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენიდან ქვირითის გადმოტანით 1930 წელს, ტაბაწყურისა და შემდეგ ფარავნის ტბებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის ქარავნული თევზია, ძირითადად ტბის ბინადარია, ამჯობინებს ცივ წყალს, გაურბის 170-ზე მაღალ ტემპერატურიან წყალს, ზოგან ნახევრად გამსვლელი ფორმაა (ბალტიის ზრვის ყურეები). სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. მრავლდება ტბის გაყინვის წინ და გაყინვის შემდეგ, ჩვეულებრივ წყლის ტემპერატურის 4-50-ის დროს – ოქტომბერ-დეკემბერში. ტოფობის ხანგრძლივობაა 10-30 დღემდე. ქვირითს ყრის ერთდროულად (1,5-3,5 მ სიმაღლეზე) შლამიან, ქვა-ქვიშიან გრუნტზე. ნაყოფიერება მერყეობს 0,8-20 ათას ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1-1,4 მმ-მდეა, იგი ფსკერულია, ნაკლებ წებოიანი. ინკუბაცია გრძელდება 160 დღე-ღამემდე, ყვითრიანი ლარვის სიგრძე 7,5 მმ. ლიფსიტა ერთ წლამდე აღწევს 6-8 მმ სიგრძეს, წონით 4-6 გ. ცოცხლობს 10 წლამდე. იკვებება ინტენსიურად ზაფხულში, იყენებს უმთავრესად ზოოპლანქტონს, ნაკლებად ბენთოსს, წყალმცენარეებსა და ხმელეთის მწერებს, იშვიათად თევზის ქვირითსა და მოზარდს. პლანქტონით კვებასთან დაკავშირებით პლანქტონთან ერთად ეწევა ვერტიკალურ მიგრაციას. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 00:49 |