საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება იშვიათად. მოიპოვება აგრეთვე პალიასტომის ტბაში, მდ. რიონში (სამტრედიამდე), მდ. ჭოროხში და სხვ. საქართველოს გარეთ ბინადრობს შავ, კასპიის, არალის ზღვებში; ადრე ყოფილა აზოვის ზღვაშიც, საიდანაც შედიოდა მდინარეებში დონსა და ყუბანში, ხოლო შავი ზღვიდან – მდ. დუნაიში. კასპიის ზღვიდან მდინარე მტკვარში ადის მინგეჩაურამდე. მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნამდე ადიოდა ალაზნისა და ივრის შესართავებამდე. ბიოლოგია. არსებობს ზღვის გამსვლელი ფორმა და აგრეთვე მტკნარი წყლის ბინადარი. კარგად ეგუება მტკნარ წყალს – მდ. რიონში გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარი, 1933-1934 წლებში აკლიმატიზებულ იქნა ბალხაშის ტბაში; 1954-1955 წლებში მინგეცაურის წყალსაცავში გადაყვანილ იქნა 11 000 ლიფსიტა. შავ ზღვაში მცირე რაოდენობის გამო მისი ბიოლოგია ნაკლებადაა სესწავლილი. მდ. რიონში, ჭოროხსი, პალიასტომის ტბაში და სხვაგან შედის მარტიდან, ხოლო ტოფობს მაისიდან. კასპიის ზრვიდან მტკვარში შედის მთელი წლის განმავლობაში, უმთავრესად მარტ-აპრილში. სქესობრივად მამალი მწიფდება 9 წლის ასაკიდან, იშვიატად 6 წლიდან. დედალი მწიფდება 14 წლის ასაკიდან, იშვიატად 12 წლიდან. ნაყოფიერება არწევს 279,9-1290 ატას ქვირითამდე. ტოფობს ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი წებოვანია – ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, ინკუბაციის პერიოდი 17,7-21,90 ტემპერატურისას გრძელდება 5 დღე-ღამეს. იკვებება თევზებით. უმთავრესად ღორჯოებით, წყლის მწერტა მატლებით და ჭუპრებით, ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, თევზის ქვირიტითა და სხვ. ფორეჯის ზრდა სხვადასხვა წყალსატევსი განსხვავებულია. მაგალითად, მდ. რიონში 1965 წელს მოპოვებული 2 ეგზემპლარიდან ერთი აღმოჩნდა 15 წლის, მთლიანი სიგრძით 122,5 სმ. წონით 9 კგ, მეორე – 13 წლის, მთლიანი სიგრძით 98,5 სმ, წონით 6,3 კგ. მდ. მტკვარში 10 წლის საშუალოდ არწევს 132 სმ, მდ. ამუდარიაში – 110,8 სმ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი თევზია. საქართველოს წყლებში როდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. უმნიშვნელო რაოდენობით იჭერდნენ მდ. რიონში, ამჟამად მომრავლების მიზნით მისი წერა აკრძალულია. მნიშვნელოვანია კაპიის ზღვის აუზში, სადაც წარსულში იჭერდნენ უფრო დიდი რაოდენობით; არსებული ცნობების თანახმად 1854-1855 წლებში მდ. მტკვარში წლიურად საშუალოდ იჭერდნენ 13400 ეგზემპლარს, საერთო წონით 2680 ცენტნერს; 1952 წელს მოიპოვეს მხოლოდ 612 ცენტნერი, ამჯამად მისი მარაგი იქაც მკვეთრადაა შემცირებული, არარაციონალური რეწვის გამო. მოპოვება ხდება ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებით. გამოიყენება ნედლი, შებოლილი (დოში, ზურგიელი) და ხიზილალა. ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროებთან, გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ღალიძგა, ბზიფი, ფსოუ. სხვაგან მოიპოვება კასპიის, ადრიატიკის, აზოვისა და შავ ზღვებში; მდინარეებში: მტკვარი, ვოლგა, თერგი, ურალი, სეფიდრუდი, ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ნაკლებადაა შესწავლილი. იკვებება ძირითადად თევზებით, ნაწილობრივ ლოკოკინებით, კიბოსნაირებით, ჭიებით და სხვ. მისი ლიფსიტა მდინარეში იკვებება ცხოველური ბენთოსით. ზღვაში მეორე წლიდან გადადის მტაცებლურ კვებაზე. სქესობრივად მწიფდება გვიან, მამალი 12-14 წლისა, დედალი 16-18 წლის, მრავლდება 3-4 წელიწადში ერთხელ; ტოფობს აპრილიდან ივლისამდე მდინარის ჩქარ, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითი ფსკერულია, წებოვანი, მისი რაოდენობა აღწევს 5 მილიონამდე. ახალგამოჩეკილი ლიფსიტების უმეტესობა მალე ზღვისაკენ ეშვება. მათი დაღმართობა გრძელდება გვიან შემოდგომამდე. სექტემბრისათვის ლიფსიტების სიგრძე აღწევს 22-36 სმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავ ზღვაში საქართველოში სანაპიროებთან მოიპოვება ფოთთან – რიონის შესართავის უბანში, ენგურის შესართავთან – ანაკლიაში და სხვ. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია მომრავლების მიზნით. მოპოვება ხდება ბადეებით. ადრე მდინარეებში იჭერდნენ ჩანგლებით. 1936-1938 წლებში შავ ზღვაში მოიპოვეს 1,8-2,9 ათასი ცენტნერი, აზოვის ზღვაში – 5,4-18,1. ამჟამად სვიას მარაგი საგრძნობლადაა შემცირებული. 1950-1964 წლებში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონში მოიპოვეს მხოლოდ 1751 ცენტნერი. გამოიყენება ნედლი, შებოლილი, დამარილებული, კონსერვის სახით და ხიზილალა. საცურავი ბუშტისაგან წებოს ამზადებენ ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მდინარეებში: რიონი, ტეხური, ენგური, ჭურია, თიქორი, სხვაგან თეთრი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მდინარეებში, ბალტიასა და შავი ზღვის აუზებში, ყუბანში; საფრანგეთის, ინგლისისის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის, ფინეთის წყლებში და სხვ. ბიოლოგია. პელაგური, ქარავნული თევზია. ამჯობინებს ნელი დინების წყლებს უბეს, ყურეს, იკვებება ძირითადათ პლანქტონით, ბენთოსით, ნაწილობრივ წყალმცენარეებით. ჭამს ქვირითსა და წვრილ თევზებს. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე. ერთი ტოფობის დროს ქვირითს ყრის სამჯერად. ნაყოფიერება აღწევს 3-10.5 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.5-1.9 მმ-მდეა. იგი წებოვანია, მოყვითალო, მისი ინკუბაცია გრძელდება წყლის 210 ტემპერატურისას 75-80 საათს, ახალგამოჩეკილი ლიფსიტის სიგრძე აღწევს 4-4.5 მმ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან, სადაც მასობრივადაა გავრცელებული იჭერენ დიდი რაოდენობით. იყენებენ საკვებად ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. მისი ქერცლისგან ამზადებენ ხელოვნურ მარგალიტს. სხვა თევზის ჭერის დროს იყენებენ როგორც მისატყუარ მასალას. ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ბიოლოგია. ბინადრობს უმეტესად ტბებში, მდინარის შესართავთან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. კარგად იტანს წყლის მჟავიანობას; გვხვდება ტორფიან ტბებში და ჭაობებში (კარელია- ფინეთის მხარე). მტაცებელი თევზია. იკვებება ძირითადად თევზით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება მარტიდან ივნისამდე, სამხრეთში უფრო ადრე, ჩრდილოეთში – გვიან. ტოფობს მცენაეულობით მდიდარ ადგილებში, 8-15 გრადუსი ტემპერატურისას, მისი ნაყოფიერება აღწევს 12-900 ათასამდე ქვირითს. იგი ფსკერულია, წებოვანი – ყრის მცენარეებზე გრძელი ლენტის სახით. ქვირითის დიამეტრიც 2-2.5 მმ-ია, რომელიც ვითარდება 16-20 გრადუსი ტემპერატურისას 5,5 დღე-ღამეში, ახალგამოჩეკილი ლარვა 4-5 მმ სიგრძისაა; ყვითრს იწოვს 2-4 დღე- ღამეში. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში მისი მოპოვება ხდებოდა მცირე რაოდენობით სხვა თევზებთან ეთად (პალიასტომი). შედარებით მეტს იჭერდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილო – დასავლეთის და ციმბირის ტბებში, აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ![]() ზურგი და თავის ზედა ნაწილი მუქია – გვერდები მოვერცხლისფრო. ლაყუჩის სახურავის უკან ერთი ან რამდენიმე მუქი ლაქაა. სიგრძე 19 სმ-მდე. გავრცელება. გვხვდება შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ბათუმიდან ოჩამჩირემდე, მდინარეებში: რიონი, სუფსა, მალთაყვა, ჭურია და აგრეთვე პალიასტომის ტბაში. ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. ნახევრად გამსვლელი თევზია. მტკნარ წყლებში შედის აპრილიდან და ტოფობს ივნისში. სამეურნეო მნიშვნელობა მცირეა. ძირითადი მოპოვება ხდება პალიასტომის ტბაში – 1927 წ. მოპოვებული იყო 75,3 ცენტნერი, 1931 წელს 6,64 ცენტნერი. იყენებენ დამარილებულს, დამუჟუჟებულს, შებოლილს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 16:22 |