საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურის აუზში, კორეაში, ჩინეთში სამხრეთით-კანტონამდე. ხელოვნურად მოშენებულია კუნძულ ფორმოზაზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში გვხვდება ამურში, უსურში, ტბა ხანკაში, საქართველოში 1962 წლიდან მასთან ერთად აკლიმატიზებულია ჭრელი სქელშუბლა-Aristrichthys nobilis (Rich.). ამჟამად იგი ბინადრობს: ჯაპანის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში და სხვ. აკლიმატიზებულია აგრეთვე შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკებში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში. მოზრდილი ინდივიდები მდინარის კალაპოტში იმყოფებიან ზაფხულის წყლის დონის მომატებამდე, შემდეგ შედიან მდინარესთან დაკავშირებულ ტბებში საკვებად, შემოდგომით ბრუნდებიან ისევ მდინარეში და იზამთრებენ იქ. ამ თევზს ახასიათებს ერთი საინტერესო ჩვევა – რაიმე საგნის ძლიერ ხმაურზე შიშისაგან ხტება წყლიდან 2-3 მ-ის სიმაღლეზე, ხშირად ნავის ხმაურზე ამომხტარი სქელშუბლა ვარდება ნავში, ზოგჯერ იმდენი, რომ იქმნება ნავის ჩაძირვის საშიშროება. იკვებება ძირითადად მცენარეული პლანქტონით, აგრეთვე ცხოველური პლანქტონით, წვრილი ბენთოსური ორგანიზმებით; კეფალის მსგავსად იყენებს ორგანული ნივთიერებებითა და კაჟიანი წყალმცენარეებით მდიდარ ლამს. სქესობრივად მწიფდება 5-6 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისის ბოლოდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარის ჩქარი დინების ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს 467-542 ათას ქვირითამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. ხორცი აქვს გემრიელი, ცხიმიანი (ცხიმი საშუალოდ 8-13%, დიდებს 23.5%-მდე). ამურის აუზში ყოველწლიურად იჭერენ დაახლოებით 10 ათას ცენტნერს, ჩინეთის წყლებში გაცილებით მეტს. ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთი, რაიონებისათვის, საუკეთესო სააკლიმატიზაციო ობიექტია. იჭერენ მოსამწყვდევი ბადეებით, იყენებენ ძირითადად ნედლს, ნაწილობრივ დამარილებულს, შიგნეულისაგან ამზადებენ საჭმელ ცხიმს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 08:23 |