საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
Jul 12 2011, 19:23
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
საქართველოს ტბებსა და მდინარეებში მობინადრე თევზები.ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
|
![]() |
Jul 12 2011, 22:28
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ცისარტყელა კალმახი:ზურის ფარფლში დაუტოტავი სხივი 4-5, დატოტვილი 9-11, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-4, დატოტვილი 9-11. მკერდის ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 12-13, მუცლის ფარფლში დაუტოტავი სხივი 1, დატოტვილი 8, გვერდის ხაზში 135-150 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 1-ლ სალაყუჩე რკალზე 16-21. ენის კბილაკები 4-6, მალები 57-62, პილორული დანამატები 28-58. ორი წლის ასაკამდე ძლიერ გავს მდინარის კალმახს, მხოლოდ არა აქვს წითელი წინწკლები; მოზრდილს სხეულის გვერდებზე უვითარდება ცისარტყელასებრი ფართო ზოლი. სიგრძე 90 სმ-მდეა, წონა 6 კგ-მდე.გავრცელება. წყნარი ოკეანის ამერიკის სანაპიროების ბინადარია (ალიასკადან მექსიკამდე), მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აკლიმატიზებულ იქნა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში. საბჭოთა კავშირში 1936-1940 წლებში მოაშენეს ლენინგრადის, კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ესტონეთსა და უკრაინაში. საქართველოში შემოიყვანეს კურსკის ოლქიდან და მოაშენეს შავწყალას საკალმახე მეურნეობაში, საიდანაც გადაიყვანეს თბილისის, ტყიბულის, კუმისის, შაორის წყალსაცავებში და რუისის საკალმახე მეურნეობაში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ცივი წყლის მოყვარული, მაგრამ მდინარის კალმახთან შედარებით უფრო ამტანია – ეგუება წყლის ტემპერატურას 4-300. მის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება დაახლოებით 200. სქესობრივად მწიფდება მე-3 – 4 წელს. ნაყოფიერება საშუალოდ აღწევს 500-2500 ქვირითამდე. მრავლდება თებერვლიდან ივნისამდე ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, ქვირითს მარხავს ქავ-ქვიშაში. იგი ფსკერული – არაწებოვანია, მოყვითალო, ნარინჯისფერი, დიამეტრით 4-6,5 მმ-მდე. მისი ინკუბაცია გრძელდება 1,5-2 თვემდე, წყლის ტემპერატურის მიხედვით. ლარვის მიერ ყვითრის შეწოვა ხდება 7-14 დღის განმავლობაში. ხელოვნურ ტბორში ორი წლისა აღწევს 350-450 გ-მდე, 3 წლისა 1-1,2 კგ-მდე, 4 წლისა 2 კგ-მდე – კვების პირობების მიხედვით. იკვებება კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, მწერების მატლებით, წყალში ჩაცვივნული მწერებით და წვრილი თევზებით. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო სატბორე თევზია. იყენებენ უმთავრესად ნედლს მდინარის გველთევზა:გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარულია წვრილი ქერცლით. თავი თითქმის კონუსისებურია, თვალები პატარა, მოთავსებული პირის უკანა კიდის ზემოთ, კბილები მრავალი, ბასრი. მამალი ვიწროთავიანია, მახვილდინგიანი, დედალი ფართოთავიანი, ბლაგვდინგიანი. სქესობრივი სიმწიფის მოახლოებისას დედალი ხდება ვიწროთავიანი, ანალური ხვრელი სხეულის შუალედის წინაა. ზურგის ფარფლებში 245-275 სხივია, ანალურში 176-249 სხივი. გვერდის ხაზში დაახლოებით 110 ფორი. მალები 111-119. ზურგის, კუდის და ანალური ფარფლები გაერთიანებულია, მუცლის ფარფლები არა აქვს. მკერდის ფარფლები მომრგვალებულია.მოზარდებს აქვს მუქი-მომწვანო, ან ყომრალი ზურგი, მუცელი ყვითელი ან თეთრი და ზოგჯერ მკვეთრი ყვითელი გვერდები. სქესობრივი სიმწიფის მოახლოებისას იცვლიან ფერს; ზურგი თითქმის უშავდებათ, გვერდები და მუცელი ღებულობენ მოვერცხლო მეტალისებრ ფერს. სიგრძე 150 სმ-მდეა, იშვიათად 2 მ-მდე, წონა 6 კგ-მდეა, ჩვეულებრივ უფრო პატარაა. გავრცელება. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება მცირე რაოდენობით, ნახულია შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, რიონი, წყალწითელა, ხობი, ოჩხამური, ბესლეთი და ტბა პალიასტომში. ცნობილია ევროპაში თეთრი ზღვიდან შავ ზღვამდე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებში, მაროკო, კანარის, აზორის კუნძულები, მადეირა და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია, ცხოვრობს მტკნარ წყლებში, ეწევა კატადრომულ მიგრაციას – მდინარიდან მიდის ზღვაში გასამრავლებლად, მტაცებელი თევზია, dირითადად იკვებება წვრილი თევზებითა და მათი ქვირითით, ბაყაყებით, კიბოსნაირებით, მცენარეულობით და სხვ. მოზრდილისაგან განსხვავებით ლარვა იკვებება პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება მამალი 8.5 წლისა, მისი სიგრძე 29 სმ, დედალი – 10.5 წლისა, მისი მინიმალური სიგრძე 42 სმ, მრავლდება ატლანტის ოკეანეში 300-400 (1000-მდე) მ-ის სიღრმეზე ადრე გაზაფხულიდან ზაფხულამდე. სატოფე ადგილებში წყლის მარილიანობა 35%-ზე მეტია, ტემპერატურა არა ნაკლებ 7 გრადუსისა. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე 5 მმ-მდეა, იგი არ გავს მოზრდილ ფორმას – გამჭვირვალეა, ფოთოლივით ბრტყელი, აქვს დიდი პირი და გრძელი კბილები. განვითარება ხდება მეტამორფოზით ანუ გარდაქმნით. ლარვის სტადია გრძელდება 3 წელს, რის შემდეგ შედის მდინარეში, იქ რჩება 4-7 წელი. 7-10 წლის ასაკში გასამრავლებლად ბრუნდება ზღვაში. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, საკმაოდ ცხიმიანი (23%), ჩვენ წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო უმნიშვნელოა. იჭერენ უმთავრესად სალიკი ბადით, ანკესღობურით, წვრილთვალა ბადეებით. იყენებენ უმეტესად შებოლილს, ნაწილობრივ ნედლს და კონსერვის სახით უკრაინული სალამურა:თევზისმაგვარია, სხეული აქვს წაგრძელებული, შიშველი. კანი ლორწოთია დაფარული. თვალების უკან ლაყუჩის 7-7 ხვრელია. ნესტო კენტია. მკერდის,მუცლის და ანალური ფარფლები არ გააჩნია, აქვს მხოლოდ ზურგის 2 ფარფლი და კუდის ფარფლი. პირი მრგვალი. ძაბრისებური, მოსაწოვარი, ყბებს მოკლებულია. ჩონჩხი ხრტილოვანი. გამრავლების პერიოდში სალამურას უმოკლდება სხეული, ზურგის ფარფლები უმაღლდება და უერთდება ერთიმეორეს. ქვედა ტუჩზე კბილების რამდენიმე რიგია, რომლებიც ჩვეულებრივ არ ქმნიან მთლიან ზოლს. პირის დისკოს პერიფერიაზე ჩვეულებრივ რამდენიმე რიგად განწყობილი ტუჩის მრავალრიცხოვანი წვრილი კბილებია. ქვედა ყბის ფირფიტაზე 5-10-მდე კბილია, ზედა ყბის ფირფიტაზე-2; მათ შუა ზოგჯერ არის პატარა კბილი, ზოგჯერ განაპირა მსხვილ კბილებს შორის 3 პატარა კბილაკია. ტუჩის გვერდითი კბილები თითოეულ მხარეზეა 3 ან 4, ისინი ჩვეულებრივ არ არიან სამკაპა, მათგან შუა კბილი ორკაპაა. ენის წინა ფირფიტაზე შუა კბილის გვერდებთან ორ-ორი კბილაკია. მტკნარი წყლის ბინადარია. სხეულის სიგრძე 21 სმ-მდეა. გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, ჩაქვისწყალი, ჩაისუბნისწყალი, ხობი, ენგური, კოდორი, კელასური, მაჭარა, გუმისთა, ბზიფი. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მდინარეებში ყუბანი, დონი, დნეპრი, დნესტრი, პრუტი და ნოვოროსისკის მიდამოები. ბიოლოგია. ნაკლებადაა შესწავლილი. მრავლდება მარტიდან ივნისამდე. ნაყოფიერება აღწევს 2000-3000 ქვირითამდე (მდ. დნეპრი). ქვირითის დიამეტრი 1 მმ-ე მეტია. განვითარება ხდება მეტამორფოზით, ლარვა ძლიერ განსხვავდება ზრდასრულისაგან – პირი არა აქვს მრგვალი, მისაწოვარი, ძაბრისებრი და კბილებს მოკლებულია. ლაყუჩის ხვრელები მოთავსებულია ღარში, თვალები კანის ქვეშაა დამალული, ფარფლები სუსტადაა განვითარებული. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო არა აქვს. მტკვრის ციმორი:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7. ანალურში დატოტვილი 5-6, გვერდის ხაზში 40-43 ქერცლია. ხახის კბილები 2.5-5.2; 2.4-5.3; 3.5-5.3; 2.4-6.3; 3.5-5.2. სხეული წაგრძელებულია. კუდი წვრილი. პირი ქვედაა. ერთი წყვილი ულვაშია, კუდის ფარფლი ღრმადაა ამოჭრილი. გამრავლების პერიოდში თავზე უჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა ბორცვაკები, სწორედ ამის გამო შერქმული აქვს სახელები ფეტვია და ღომღომა. სხეულის სიგრძეზე გვერდითი ხაზის ზემოთ 6-12 მუქი ლაქაა. ზურგისა და კუდის ფარფლებზე წვრილი მუქი ლაქების მწკრივებია. ზურგი მუქია, მუცელი ღია ნაცრისფერი. სიგრძე 24 სმ-მდეა. წონა 15 გრ-მდე.მონათესავე ფორმა. დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი- Gobio gobio lepidolaemus n. caucasicus Kamensky – ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს წყლებში: მტკვარი და მისი შენაკადები, ხრამი, ალგეთი, არაგვი, ქსანი, ლიახვი, ალაზანი, იორი, ჯანდარის ტბა, თბილისის და სიონის წყალსაცავები. სხვაგან ცნობილია: აზერბაიჯანში, სომხეთში და ირანში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. ამჯობინებს მდინარეში ნელი დინების მდორე ადგილებს. იკვებება კიბოსნაირებით, მწერთა მატლებითა და ჭუპრებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლიდან. ტოფობს მაის-ივნისში, თხელწყლიან, სილიან ადგილებში და მცენარეულობაზე. ქვირითი წებოვანია, ეწებება მცენარეებს და სხვა საგნებს. ნაყოფიერება აღწევს 1000 ქვირითამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. უხარისხო, სარეველა თევზია,იყენებენ ნაკლებად მტკვის ნაფოტა:ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 8-10, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-11, გვერდის ხაზში 41-47 ქერცლია, ხახის კბილები 6-5, მალები უმეტესად 39, პირი თითქმის ქვედაა. ფარფლები ნაცრისფერია, კიდეებზე მოშავო. თვალი მოვერცხლისფრო, ზოგ ინდივიდს ოქროსფერი აქვს. სქესმწიფობისას სხეულსა და ფარფლებზე უჩნდება ეპითელური ბორცვაკები, მეტი რაოდენობით მამლებს. სიგრძე 37 სმ, წონა 550 გ, ერთეულები აღწევენ 700 გ-მდე.გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვარში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში. აღნიშნულ წყლებში შემოვიდა მტკვრის ქვემო დინებიდან მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. საქართველოს გარეთ გავრცელებულია მტკვარში შესართავამდე, კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში მდ. სამურიდან ფეხლევის ყურემდე, მეტი რაოდენობითაა კიროვის ყურეში, იქიდან შედის მდინარეებში: კუმბაშინკაში და ვილიაჟჩაიში, არეზის შესართავში, ოლხოვის ტბაში. ბიოლოგია. მტკვრის ქვემო დინებაში ნახევრად გამსვლელია. საქართველოს წყლებში ადგილობრივი ბინადარია. სქესობრივად მწიფდება მესამე წლიდან, ცალკეული ინდივიდები – მეორე წლიდან. ნაყოფიერება აღწევს 1000-55000 ქვირითამდე; მისი დიამეტრი 1,06-1,63 მმ-მდეა. მრავლდება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა დროს – მარტიდან ივნისამდე, ქვირითს ყრის თხელწყლიან ადგილებში წყალქვეშა მცენარეებზე. ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღე-ღამეს (18-190). ლარვა ქვირითიდან გამოსვლისას 5-6 მმ სიგრძისაა. იკვებება მწერებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და მცენარეულობით. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში გავცელების შემდეგ თბილისის ზღვაში მოიპოვა სარეწაო მნიშვნელობა, იქ 1961 – 1965 წლებში მოპოვებულ იქნა 21 ცენტნერი. აზერბაიჯანის წყლებში ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეწაო თევზად. იჭერენ მოსასმელი, ჩასადგმელი მცურავი და მოსაყრელი ბადეებით. გემრიელი თევზია, ცხიმიანობა აღწევს 2,4%. იყენებენ ნედლს, უმეტესად შებოლილსა და დამარილებულს |
|
|
|
gocha-tita საქართველოში მობინადრე თევზები Jul 12 2011, 19:23
gocha-tita ოქროსფერი კეფალი: ... Jul 12 2011, 19:42
gocha-tita შავპირა ღორჯო. სხე... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita : მტკვრის გოჭალააღ... Jul 12 2011, 20:32
gocha-tita აღმოსავლური ფლიტ... Jul 12 2011, 20:50
gocha-tita წინააზიური გველა... Jul 12 2011, 21:02
gocha-tita წითელტუჩა ჭერეხი:... Jul 12 2011, 21:05
gocha-tita მტკვრის მურწა:ზურ... Jul 12 2011, 21:28
gocha-tita ყველასთვის საყვარ... Jul 12 2011, 21:36
gocha-tita ფორეჯი:ლაყუჩის კბი... Jul 12 2011, 21:50
gocha-tita ლადოგური სიგი:ზურ... Jul 12 2011, 21:53
gocha-tita სქელშუბლა რომელი... Jul 12 2011, 22:00
gocha-tita კავკასიური მდინარ... Jul 12 2011, 22:14
gocha-tita მტკვრის ტობიზურგი... Jul 12 2011, 22:50
gocha-tita ჭანარი:ზურგის ფარფ... Jul 12 2011, 23:11
gocha-tita მე მეტი იმფო აღარ... Jul 12 2011, 23:14
gocha-tita მეთევზის დღიური ... Jul 12 2011, 23:49
gocha-tita დღეს ჩამოვედი გომ... Jul 17 2011, 21:12
gocha-tita ესკიდევ თუ რომელი... Jul 18 2011, 22:38
T A M P L I E R თემა გაწმენდილია
თ... Jul 23 2011, 11:28
gocha-tita ძველი ლიტერატურე... Jul 23 2011, 16:58
T A M P L I E R გასაგებია
ეს პოსტე... Jul 23 2011, 19:51
gocha-tita ხო ალბათ ბევრის პ... Jul 24 2011, 19:23
gocha-tita ხოდა აქ ისეთი არა... Jul 24 2011, 19:34
Davitus gocha-tita
თავის დაწერი... Jul 24 2011, 19:42
gocha-tita Davitus
პატივისცემით: ... Jul 24 2011, 20:17
T A M P L I E R gocha-tita
რათ მეჩხუბი გო... Jul 26 2011, 02:05
gocha-tita RE: საქართველოში მობინადრე თევზები Jul 26 2011, 20:38
Davitus gocha-tita
თემის ავტორის... Jul 26 2011, 21:53
T A M P L I E R gocha-tita Jul 26 2011, 22:14
gocha-tita ბატონი ბრძანდებით... Jul 27 2011, 19:59
gocha-tita წ აიკითხეთ Aug 1 2011, 21:15
davit.p gocha-tita
გამოცდილი და მ... May 8 2012, 22:13
gocha-tita ხმასის/ ეს სწორად ... May 12 2012, 19:31
davit.p gocha-tita
იმ პაწუკა თევზ... May 12 2012, 23:34![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th December 2025 - 22:19 |