საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. საქართველოს წყლებში ბინადრობს: მტკვარში, ხრამში, არაგვში, იორში, ალაზანში, ჯანდარის ტბაში. სხვაგან – აზერბაიჯანის წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. სქესობრივად მწიფდება მესამე წელს. სქესმწიფე დედალი აღწევს 9.7 სმ-ს და მეტს, წონით 17-160 გ-მდე, მამალი 7.7-15.8 სმ-მდე, წონით 8.5 – 49 გ-მდე, მრავლდება მაისიდან აგვისტომდე, ტოფობს ერთდროულად. ნაყოფიერება აღწევს 1500-7000 ქვირითამდე, ქვირითის დიამეტრი 1.21-1.69 მმ-მდე. იკვებება ძირითადად წყალმცნარეებით (ხრამულის მსგავსად, ფხიანი ქვედა ტუჩით საგნებიდან ფხეკს), აგრეთვე წყლის მწერებითა და მატლებით. სამეურნეო მნიშვნელობა. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მისი მოპოვება ხდება სხვა თევზებთან ერთად ![]() მონათესავე ფორმა. მახვილცხვირა კეფალი – Mugil saliens Risso გავრცელება. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება ყველგან. საკვებად შედის მდინარეებში; ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბებში: ნურიის, პალიასტომი, ინკიტი და სხვ. ცნობილია ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში და მათთან დაკავშირებულ ზღვებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში. ბიოლოგია. ზღვის ძლიერ მოძრავი ქარავნული თევზია. ევრიჰალინური ფორმაა – კარგად ეგუება წყლის მარილიანობის ცვლილებას; შედის მტკნარ წყლებში გვხვდება 75-88% მარილიან წყლებში. იკვებება შლამის ზედაფენებში განვითარებული ორგანული ნივთიერებებით, აგრეთვე ჭიებით, ლოკოკინებით, კიბოებით და სხვ. სქესობრივად მწიფდება 3 წლის ასაკიდან. შავ ზღვაში მრავლდება მაისიდან სექტემბრამდე. სიღრმეში სანაპიროებიდან დაშორებით ყრის 2-8 მილიონამდე ქვირითს, რომელიც პელაგურია. მისი დიამეტრიც 0,7 მმ-მდეა. ლარვები იჩეკებიან 2-5 დღეში. სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. იჭერენ ჩასადგმელი ბადეებით, მცურავი ჭილობბადით. ვენტერით, სასროლი ბადით (მდინარეში). საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ პალიასტომის ტბაში, იქ მოპოვებული კეფალის რაოდენობა წლების მიხედვით ძალიან მერყევია – ყველაზე მეტი მოპოვებულია 1930 წელს (78.8 ცენტნერი). ყველაზე მცირე – 1947 წელს (26.9 ცენტნერი). იყენებენ ძირითადად ნედლს, შებოლილს, დაკონსერვებულს. ![]() გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი,ლეჩა, რიონი, ენგური, თიქორი, ჭურია; ტბებში: ნურიის, პალიასტომის, ბებესირის. საქართველოს გარეთ გვხვდება: აზერბაიჯანის წყლებში, კასპიის, არალის, აზოვის, შავი, ბალტიის ზღვების აუზების მტკნარ წყლებში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ირჩევს მცენარეულობით მდიდარ, ნელი დინებისა და მდგარ წყლებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლიდან, ნაწილი – უფრო გვიან. ნაყოფიერება აღწევს 37-147 ათას ქვირითამდე (დნეპში 232 ათას ქვირითამდე). ტოფობს აპრილიდან ივლისამდე. ქვირითს ყრის წყალქვეშა მცენარეებზე, იგი წებოვანია, დიამეტრით 1.5 მმ. განვითარება 20-220 დროს გრძელდება 3 დღე-ღამეს; ახალგამოჩეკილი ლავრის სიგრძე 4 მმ-მდეა. იკვებება ძირითადად ფიტოპლანქტონით, წყლის მცენარეებით, ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზის ქვირითით და ლიფსიტებით. სამეურნეო მნიშვნელობა. მცირე ღირსების თევზია. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სარეწაო მოპოვება ხდება ვოლგა-კასპიის რაიონში, დნეპრის დელტაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის მრავალ მდინარესა და ტბაში, შუა აზიაში (სირდარია, ამურდარია), იჭერენ სხვა თევზებთან ერთად სხვადასხვა ბადეებით. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილ ![]() გავრცელება. ბინადრობს მდ. ამურში, ჩინეთში კანტონამდე. გავრცელებულია მდ. ამურის შუა და ქვედა დინებაში, მდ. უსურში, ტბა ხანკაში. საქართველოში აკლიმატიზებულია 1962 წლიდან, ბინადრობს ჯაპანისა და ნაქალაქევის თევზსაშენ ტბორებში, ჯანდარის, ლისის, კუმისის ტბებში, მარაბდის წყალსაცავში და სხვა. საქართველოს გარეთ აკლიმატიზებულია შუა აზიის, უკრაინის, რუსეთის რესპუბლიკაში. ბიოლოგია. ბინადრობს მდინარეებსა და ტბებში. დღისით იმყოფება მდინარის ღრმა ადგილებში, ღამე ამოდის სანაპირო ზოლში საკვებად. იკვებება წყლის მცენარეებით, ბალახით, ხის ფოთლებით, თევზის ლიფსიტებით, ჭიებით, მწერებით და სხვა. მოზარდი ერთი თვის ასაკამდე იკვებება, პლანქტონით, ხოლო შემდეგ – მცენარეულით. სქესობრივად მწიფდება 4 წლის ასაკიდან, როცა იწონის არანაკლებ 3.5 კგ-ს. ნაყოფიერება 100-816.7 ათას ქვირითამდე. ტოფობს აპრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მდინარის ჩქარი ადგილების ზედა ფენებში, წყლის 26-30 გრადუსი ტემპერატურისას. საქართველოში ამრავლებენ ხელოვნურად. ქვირითი ნახევრად პელაგურია, მისი დიამეტრი აღწევს 2-2,5 მმ, ქვირითიდან ლარვა გამოდის 32-40 საათის შემდეგ. ყვითრის შეწოვა მთავრდება მე-6 დღეს და იწყებს დამოუკიდებელ კვებას. 1 წლის სიგრძით აღწევს 20-25 სმ, წონით – 0.6 კგ-ს. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (5.2-6.7%), გემრიელი, გამოიყენება როგორც საუკეთესო საკვები, (ნედლი და დამარილებული)და აგრეთვე წყალსატევების, ხელოვნური არხების, მცენარეულობისაგან გამწმენდი (იკვებება ძირითადად წყლის მცენარეულობით). მისი მოპოვება ხდება უმთავრესად ზაფხულში, ძირითადად მოსაყრელი და მცურავი ბადეებით, ვენტერით. ![]() პირი დიდია; კბილაკები კარგად განვითარებული. მუცელი გვერდებიდან შეტყლეჟილია და კარგად გამოხატული ქედი აქვს. თვალები ცხიმოვანი ქუთუთოებით. სხეული დაბალია და წაგრძელებული. თავის ზედა მხარე და ზურგი მომწვანო-მოლურჯოა, გვერდები მოვერცხლისფრო-მოთეთრო, ვარდის ან იის ელფერით. ლაყუჩის სახურავის უკან მუქი ლაქაა. არჩევენ ორ ბიოლოგიურ რასას – მსხვილსა და წვრილს, მსხვილის სიგრძე აღწევს 45 სმ-მდე, წვრილის – 25 სმ-მდე. გავრცელება. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან გვხვდება ძირითადად წვრილი ფორმა, შედის პალიასტომის ტბაში და მასში ჩამავალ მდინარეებში. საქართველოს გარეთ ცნობილია შავი-აზოვის ზღვებში, საიდანაც შედის მდინარეებში: დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი. ბიოლოგია. გამსვლელი, ქარავნული თევზია; ბინადრობს ძირითადად ზღვაში, შედის გამტკნარებულ სანაპირო ადგილებში, მდინარეებში, ტბებში. იკვებება ძირითადად წვრილი თევზებით (ქამსა, ქარსალა და სხვ.-74%). ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს. მამალი სქესობრივად მწიფდება უმეტესად ორი წლის ასაკში, დედალი – სამი წლის ასაკში. ტოფობს მდინარეებში, ტბებში მაისიდან აგვისტოს ნახევრამდე. ნაყოფიერება აღწევს 10,1-141 ათას ქვირითს; მისი დიამეტრი 2,58-2,86 მმ-მდეა, ინკუბაცია გრძელდება 43-72 საათი, წყლის 19,50 ტემპერატურისას. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში სიმცირის გამო ამ თევზის მოპოვება თევზრეწვის სტატისტიკით ცალკე არ აღირიცხება. შედარებით დიდი რაოდენობით იჭერენ აზოვ-შავი ზღვის აუზში, სადაც 1936-1938 წლებში მოპოვებული იყო 52,3-76,9 ათასი ცენტნერი. იჭერენ ძირითადად ბადეებით. ქაშაყებს შორის ყველაზე ცხიმიანი (18,8-21,8%) და გემრიელია. იყენებენ ძირითადად დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებს. ![]() მონათესავე ფორმა. ბათუმის თრისა, შამაია (ელავი) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში. გავრცელება. საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში. სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით – არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდ. იორში, ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში, ალაზანში, იორში, გვხვდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში, ძირითად ბინადრობს კასპიის ზღვაში. გვხვდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან. ბიოლოგია. არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა, საქართველოს წყლებში ამჟამად გვხვდება აგრეთვე ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გამრავლებისათვის ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, მდ. ალაზანში, მდ.იორში და სხვ. იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვივნულ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში. ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54.7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.33-1.94 მმ-მდეა. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდი რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწეო მნიშნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ. ხრამში მოიპოვა 55.3 ცენტნერი, მდ. მტკვარში 1959-1960 წლებში 24.9 ცენტნერი, ალაზანში-16.9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს. ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით. ![]() ზურგი მუქი ნაცრისფერი, ლურჯი-ფოლადის ელფერით. გვერდები და მუცლის მხარე მოვერცხლისფრო-თეთრი. სხეულზე შავი ლაქები, უმეტესად გვერდითი ხაზის ზევით. თავის გვერდებზე უფრო მსხვილი მუქი ლაქებია. ფარფლები ნაცრისფერი. ზურგის ფარფლზე მცირე მუქი ლაქების რამდენიმე მწკრივია. მკერდის, მუცლისა და ანალური ფარფლების ფუძეები უმეტესად მოვარდისფროა. ზოგ ინდივიდს სხეულზე ლაქები არა აქვს. სიგრძე აღწევს 110 სმ-მდე. წონა 24 კგ-მდე, იშვიათად მეტს. გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში; საქართველოს სანაპიროებთან შედის შემდეგ მდინარეებში: ჭოროხი, მაჭახელა, კინტრიში, ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი. შედის აგრეთვე აზოვის ზღვაში, ყირიმის მდინარეებში, დნეპრში, დუნაიში, ყუბანში და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში, დაწყებული მარტიდან ივლისამდე. მდინარეში მცირე მოზარდები რჩებიან 1-3 წლამდე, შემდეგ ჩადიან ზღვაში, სადაც ინტენსიურად იკვებებიან, სწრაფად იზრდებიან და იქიდან ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდებიან მდინარეში, სადაც სრულდება მათი სქესობრივი მომწიფება. ორაგული, ანუ ზღვაში ბინადარი კალმახი თავისი ძირითადი ფორმის – მდინარის კალმახისგან განსხვავდება სწრაფი ზრდით, მაღალი ნაყოფიერებით, სხეულის ფორმით, შეფერილობით, რაც გამოწვეულია ზღვის თავისებური პირობების გავლენით. იკვებება მდინარეში კიბოსნაირებით, მწერთა მატლებით. ხმელეთიდან ჩაცვივნული ჭიანჭველებითა და სხვა მწერებით. ზღვაში ძირითადად იკვებება თევზებით (ქაფშია, ქარსალა და სხვ.), სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით. მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია – მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, ზღვაში ერთი-ორი წლის ყოფნის შემდეგ. მდინარეში შედიან ჯერ მსხვილი ინდივიდები 80-100 სმ სიგრძისა, შემდეგ მცირე ინდივიდები 50-60 სმ სიგრძისა. მდინარეში ტოფობა გრძელდება ოქტომბრიდან თებერვლამდე. ორაგულის სატოფო ადგილები განლაგებულია მდინარის შუა და ზემო დინებებში, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ქვირითს ყრის თავის მიერ ამოთხრილ ორმოში. წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 2,5-15,5 ათას ქვირითს. ორაგულის ქვირითის განაყოფიერებაში მონაწილეობს აგრეთვე მდინარის კალმახი. ორაგული ტოფობის შემდეგ ბრუნდება ისევ ზღვაში. ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, 9-100 ტემპერატურისას ინკუბაცია გრძელდება 40-50 დღე-ღამეს. ორაგულისა და კალმახის ახალგაზრდა თაობა მდინარეში ერთიან ფონდს შეადგენს, რაც ცხოვრების მეორე წელს ცალკევდება (ითიშება) მდინარეში დამრჩომ კალმახად და ზღვაში ჩამსვლელ ორაგულად, ამ დროს საორაგულე მოზარდები ღებულობენ ვერცხლისებრ შეფერილობას და ეშვებიან ზღვისკენ; როგორც წესი, ძირითადად მიდის მდედრობითი სქესის ინდივიდები, რაც შეადგენს 80-90%, ხოლო მდინარეში რჩება უმთავრესად მამრობითი სქესი. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. ადრე მისი მოპოვება, ოფიციალური ცნობებით აღწევდა წლიურად 90 ცენტნერამდე; ამჟამად თევზის მარაგის შემცირების გამო სარეწაო ჭერა არ ხდება; ტარდება ღონისძიებები მისი მარაგის აღდგენისათვის. ![]() გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს წყლებში: ჭოროხი, ჩოლოქი, კინტრიში, სუფსა, რიონი. ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი, ფსოუ და მათი შენაკადები; ამტყელის ტბა, ტყიბულის და ლაჯანურის წყალსაცავები, ცნობილია მცირე აზიის წყლებში მდ. საკარის აუზამდე. ბიოლოგია. ძირითადად მდინარის ბინადარია, ეგუება მდგარ წყლებსაც. მდინარეებში ადის კალმახის გავრცელების ქვედა უბნამდე. უმეტესად იკვებება ცხოველური ბენთოსით (სიმულიდები, ქირონომიდები, გვერდულები, ლოკოკინები, რუისელები, დღიურები), ცხოველური და მცენარეული დეტრიტით, მდინარის კიბოებით, ზოგჯერ ჭამს წვრილ თევზებს და მათ ქვირითს. კოლხური წვერას ზრდა სხვადასხვა წყალსატევებში ჩვეულებრივ განსხვავდება; მდინარეში იზრდება უფრო ნელა, ვიდრე ტბაში და წყალსაცავებში. მკვეთრადაა გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი ზრდაში, სახელდობრ, დედალი იზრდება უფრო დიდი, ვიდრე მამალი. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტომდე. ტოფობს ორჯერ, თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება დამოკიდებულია ძირითადად ასაკსა და სხეულის ზომაზე, რაც მდინარეში აღწევს 2-15 ათას ქვირითს, ხოლო ტბაში 4-30 ათას ქვირითს, იგი გამრავლების დროს შხამიანია. სამეურნეო მნიშვნელობა. გემრიელი თევზია, რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოპოვება მხოლოდ ადგილობრივი სპორტული ხასიათისაა. იჭერენ უმთავრესად სასროლი ბადითა და ანკესით, აგრეთვე სხვა იარაღებით. იყენებენ უმთავრესად ნედლს. ![]() მონათესავე ფორმა. აღმოსავლური კაპარჭანა – Abramis brama orientalis Berg -საქართველოს წყლებში შემოვიდა მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ. გავრცელება. ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური. ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, თეთრი და შავი ზღვის აუზებში. ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია. ბინადრობს უმეტესად მდინარის ქვემო დინებაში, ირჩევს მცენარეებით მდიდარ ადგილებს. ცხოვრობს აგრეთვე ტბებში და ზღვის გამტკნარებულ უბნებში. იკვებება ძირითადად კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, ჭიებით, მწერთა მატლებით, უმეტესად ქირონომიდებით, აგრეთვე წყალმცენარეებით. მოზარდი იკვებება პლანქტონით. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკიდან. მრავლდება აპრილიდან ივლისამდე, თხელწყლიან, მცენარეებით მდიდარ ადგილებში, წყლის 12-13 გრადუსი ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს საშუალოდ 381600 ქვირითამდე (მდ. დნეპრში 587 ათასამდე). ქვირითის დიამეტრი 1-1.5 მმ-მდეა, იგი წებოვანია, მისი განვითარება წყლის 20 გრადუსია ტემპერატურის დროს გრძელდება 6 დღე-ღამე. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე აღწევს 4.2-4.4 მმ-მდე. ყვითრის შეწოვა ხდება 3-4 დღე-ღამეში. სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, საქართველოს წყლებში იჭერენ სხვა თევზებთან ერთად. რაოდენობის სიმცირის გამო დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ითვლება აგრეთვე თევზის ხელოვნური მოშენების ობიექტად. მისი მოპოვება ხდება ძირითადად კასპიის ზღვის ჩრდილო ნაწილში, აზოვის ზღვაში, შავი ზღვის გამტკნარებულ ადგილებში, პეტერბურგის ოლქის ტბებში, ბალტიის ზღვის აუზის სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოპოვება მცირეა. დიდი ეგზემპლარების ცხიმიანობა შემოდგომით აღწევს 4.9-8.7%, პატარა ეგზემპლარები შედარებით მჭლეა. გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული. მის ნარჩენებს იყენებენ ტექნიკური ცხიმის, წებოს და ფქვილის დასამზადებლად. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 14:48 |