საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() გავრცელება. საქართველოში გავრცელებულია მდ. მტკვრის აუზში. მტკვარში გვხვდება ახალციხემდე. მდ. არაგვის ქვემო და შუა დინებაში, ხრამში, ქსანში, დიდსა და პატარა ლიახვში, ალაზნის ქვემო და შუა დინებაში, იორში პალდომდე, ბინადრობს აგრეთვე ჯანდარის ტბაში, თბილისის წყალსაცავში. ბიოლოგია. არსებობს ადგილობრივ ბინადარი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხვდება მხოლოდ ადგილობრივი ბინადარი, აზერბაიჯანის წყლებში ცხოვრობს როგორც ადგილობრივი ისე გამსვლელი ფორმა, ეს უკანასკნელი ძირითადად იმყოფება კასპიის ზღვის გამტკნარებულ ადგილებში და გასამრავლებლად შედის მდინარეებში. იკვებება წყლის ფსკერის ბინადარი უხერხემლო ცხოველებით (ზოობენთოსით): ლოკოკინებით, მწერების მატლებით, ქირონომიდებით, ოლიგონტებით, ტრიქოპტერებით, აგრეთვე წყალში ჩაცვივნული ხმელეთის მწერებით: ჭიანჭველებით, კალიებით, მახრათი და სხვა. სხვადასხვა მცენარეებით, მათი თესლითა და დეტრიტით. საკვებად იყენებს აგრეთვე ბაყაყებს, თევზებსა და სხვ. სქესობრივად მწიფდება მამალი 4 წლიდან, დედალი 5 წლიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე. ნაყოფიერება აღწევს 115 ათასიდან 1 მილიონ ქვირითამდე, რომლის დიამეტრიც 1.17-1.80მმ-მდეა ტოფობს რამდენიმე ჯერად. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში მისი მოპოვება შედარებით ნაკლებია. მდ. ალაზანში თევზის სარეწაოს მიერ 1956-1960 წლებში მოპოვებულია 104.2 ცენტნერი. მდ. მტკვარში 1956-1960 წლებში 20.5 ცენტნერი, ჭერა ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი, სასროლი ბადეებით, ვენტერნით, ანკესითა და სხვა. გემრიელი, ცხიმიანი თევზია. (4.5-3.8%) გამოიყენება ნედლი, დამარილებული, შებოლილი, დაკონსერვებული. ოოოო დიდი მადლობათ ![]() ![]() შეფერილობა ძირითადად მომწვანო-ნაცრისფერია, მოყვითალო-ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი; ზურგი მუქია, გვერდები ნათელი, მსხვილი მუქი-მომწვანო, ყომრალი ან მოშავო ლაქებით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო-ნაცრისფერია, მოწითალო-ყომრალი ელფერით და დიდი ყომრალი ან მოშავო ლაქებით. სიგრძე 1-1,5 მ-მდე, წონა 16-24 კგ-მდე. გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჩოლოქი, ნატანები, სუფსა, რიონი, ფიჩორა, ხობი, ოჩხამური, ჭურია, ენგური, კოდორი, შავწყალა; ტბები: პალიასტომი, ჯაპანის, სკურჩია, ბებესირი; კასპიის, არალის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზები, ჩრ. ყინულოვანი ოკეანე, ევროპა, ჩრ. და დასავლეთი აზია, ჩრ. ამერიკა. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ეგუება მომლაშო წყლებსაც. ბინადრობს მდინარეებში, ტბებში. ამჯობინებს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებით და წვრილი ფრინველებით, ხოლო ლიფსიტები ნახევარ წლამდე – წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით – კიბოსნაირებით, ფარვანებით და სხვ. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლიდან. ტოფობს მარტ-აპრილში, წყლის 3-60 ტემპერატურის დროს: ქვირითს ყრის 0,5-1 მ სიღრმეში მცენარეულ სუბტრატზე. ნაყოფიერება აღწევს 17-350 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი 2,5-3 მმ. ახალგამოჩეკილი ლიფსიტები 6,5-7,6 მმ-მდეა. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან მისი მოპოვება საკმაო რაოდენობით წარმოებს. მოპოვება ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი ბადეებით, ვენტერით, ანკესღობურათი და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ქვირითს, ამზადებენ კონსერვებს ![]() მონათესავე ფორმა. ჯუჯა ქაშაპი – laucsicus borystheniucus (kasller) ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში. გავრცელება. ბინადრობს საქართველოს უმეტეს წყალსატევებში – მდინარეები: მტკვარი, ხრამი, არაგვი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, კინტრიში, სუფსა, ნატანები, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბზიფი; ტბები: ჯანდარი, ფარავანი, საღამო, ბაზალეთი, პალიასტომი, ბებესირი; წყალსაცავები: ხრამის, თბილისის, სიონის. სხვაგან მოიპოვება სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაში, კასპის ზღვის ირანის სანაპიროების მდინარეებში, ურმიის ტბის აუზში, ჩრდილო ირანში. ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია. ადვილად ეგუება, როგორც მდინარის, ისე ტბის პირობებს, იტანს წყლის ტემპერატურის დიდ მერყეობას. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებებით: წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებით და მათი ქვირითით, ბაყაყებით, წყალმცენარეებით. ზრდის ტემპი სხვადასხვა წყალსატევში განსხვავებული აქვს, მდინარეში იზრდება ნელა, ტბასა და წყალსაცავში – სწრაფად. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. მრავლდება მაისიდან აგვისტოს ბოლომდე, წყალსატევის სანაპირო, თხელწყლიან და ქვა-ქვიშიან ადგილებში. ნაყოფიერება აღწევს, ხრამის წყალსაცავში 14-121 ათას ქვირითიამდე, ხოლო მდ. ხრამში 4-23 ათასამდე, მისი დიამეტრიც 1.1-1.7 მმ-დეა, იგი ნარინჯისფერია, წებოვანი, ეწებება ქვებზე და სხვა საგნებზე. სამეურნეო მნიშვნელობა. მცირე აქვს, მოპოვება ძირითადად ხდება სხვა სახეობის თევზებთან ერთად ფარავნის და საღამოს ტბებში, თბილისისა და სიონის წყალსაცავებში, მდ. მტკვარში და სხაგან. მაგალითად: ფარავნისა და საღამოს ტბებში წლიურად იჭერდნენ 10-120 ცენტნერამდე. დაბალი ხარისხის თევზია, იყენებენ ძირითადად ნედლს. ![]() გავრცელება. გვხვდება საქართველოს შემდეგ მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ჯუმი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი; ტბებში: ჯანდარა, ფარავანი, საღამო, პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ხელოვნურად გადაყვანილია: ბაზალეთის, ტაბაწყურის, გომარეთის, ინკიტის ტბებსა და ხრამის, თბილისის, ტყიბულის, შაორის წყალსაცავებში. საქართველოს გარდა აკლიმატიზირებულია; თურქმენეთში, ყაზახეთში, დასავლეთ ციმბირის-ბარაბინის ტბებში. მოიპოვება დასავლეთ ევროპაში, წყნარი ოკეანის აუზის მდინარეებში, უსურიდან ბირმამდე. გადაყვანილია ჩრდილო ამერიკაში და ინდო-მალაის არქიპელაგზე. ბიოლოგია. ძირითადად მტკნარი წყლის თევზია, გვხვდება აგრეთვე ზღვების მომლაშო უბნებში; ირჩევს მცენარეებით მდიდარ, მდორე და მდგარ ადგილებს.. არსებობს ადგილობრივ ბინადარი და ნახევრად გამსვლელი ფორმა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით, ზოგჯერ ჭამს სხვადასხვა მცირე ზომის თევზებს, ლიფსიტებს, ქვირითს და სხვა. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში, მამალი მწიფდება ერთი წლით ადრე. ნაყოფიერება აღწევს 96-1840 ათას ქვირითს, რომლის დიამეტრი აღწევს, 1.5მმ-მდე. ტოფობს აპრილიდან სექტემბრამდე 2-3 ჯერად მცენარეულ სუბსტრატზე. ინკუბაცია გრძელდება 3-8 დღემდე. ახალგამოჩეკილი ლარვის სიგრძე აღწევს 4.5მმ-მდე. სამეურნეო მნიშვნელბა. ტბორული მეთევზეობის ძვირფასი ობიექტია; ახასიათებს სწრაფი ზრდა და მაღალი პროდუქტიულობა, მისგან გამოყვანილია საუკეთესო სატბორო ჯიშები, ამათგან სარკისებრი კობრი საქართველოში ტბორული მეურნეობის ძირითადი ობიექტი იყო. იჭერენ უმთავრესად მოსასმელი ბადეებით. საქართველოს მტკნარი წყლის თევზის ჭერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1940-1960 წლებში საქართველოს შიდა წყლებში სულ მოპოვებული იქნა დაახლოებით 400 ცენტნერამდე. ფორუმზე განხილვა იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ამზადებდნენ კონსერვს ![]() გავრცელება. ბინადრობს შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან. გასამრავლებლად შედის მდინარეებში: ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური, ოქუმი, ერისწყალი, ღალიძგა, კოდორი, გუმისთა, ბზიფი, ფსოუ. საქართველოს გარეთ ცნობილია: შავი და აზოვის ზღვებში. შედის მდინარეებში: ყუბანი, დონი, დნეპრი, ბუგი, დნესტრი, დუნაი და სხვ. ბიოლოგია. გამსვლელი თევზია. ძირითადად ცხოვრობს ზღვაში. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ენგურში ადის სოფ. ჯვარამდე, ხოლო რიონში – სამტრედიამდე (რიონჰესის აგებამდე ადიოდა ქუთაისამდე). იკვებება ძირითადად ლოკოკინებით (75%), კიბოსნაირებით, ჭიებით, თევზებით და სხვ. მამალი სქესობრივად მწიფდება 8-14 წლისა, დედალი – 10-20 წლისა. ტოფობს მაისიადან სექტემბრამდე. ნაყოფიერება აღწევს 72-837 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრია 3-3,5 მმ. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან მოპოვება ხდება: ფოთის, ანაკლიისა და სხვა პუნქტებში. ადრე მოპოვება ხდებოდა დიდი რაოდენობით. გასული საუკუნის 70-იან წლებში რიონში დაჭერილ იქნა 480-640 ცენტნერამდე, 1927-1928 წლებში კი მხოლოდ 125 ცენტნერი; ასევე მცირე რაოდენობით იჭერენ მდ. ენგურის შესართავთან, 1955 წელს აქ მოიპოვეს ზუთხი 13 ეგზემპლარი. საერთო წონით 250 კგ. აზოვ-შავი ზღვის სხვა ადგილებში ამზადებენ გაცილებით მეტს. მისი მოპოვება ხდება მცურავი, ჩასადგმელი ბადეებით და სხვა იარაღებით. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია. იყენებენ ნედლს, ამზადებენ: დოშს, ზურგიელს, ხიზილალას, კონსერვს, საცურავი ბუშტისგან მიიღება უმაღლესი ხარისხის წებო. ![]() გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან. შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ საბჭოთა კავშირში მოიპოვება შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში (ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი), ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან, დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სხვაგან ცნობილია შავი ზღვის რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროებთან, ატლანტიის ოკეანის ჩრ. ნაწილში, ევროპისა და ამერიკის სანაპიორებთან. აგრეთვე ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში. ეს სახეობა ამჟამად მსოფლიოში საკმაოდ შემცირებულია, შედარებით მრავლადაა შემონახული შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებში მდ. რიონის პოპულაციის სახით. ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ტიპობრივი მტაცებელია. იკვებება ძირითადად წვრილი თევზით, უმეტესად ქამსათი, რის სახითაც შავ ზღვაში მას მდიდარი საკვები ბაზა გააჩნია, იკვებება აგრეთვე ცხოველური ბენთოსით – ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და სხვა ორგანიზმებით. ატლანტური ზუთხის რიონის პოპულაციის ინდივიდები სწრაფად მზარდია. მამალი სქესობრივად მწიფდება 7-12 წლიდან, დედალი 8-14 წლიდან. ტოფობისათვის მდინარე რიონში შესვლას იწყებს აპრილის ბოლოს, უმეტესად მაისში, წყლის 12-17,50 ტემპერატურის დროს; მდინარეში შესვლა გრძელდება ივლისამდე; მისი სატოფე ადგილები მდებარეობს შესართავიდან 110-115 კმ-ზე, სამტრედიასთან და ზევით ახალსოფლამდე, მდ. ენგურში ადის სოფელ ჯვარამდე. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე წყლის 10-200 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 0,2-5,7 მილიონ ქვირითამდე. ქვირითი წებოვანია, ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, მისი დიამეტრი უდრის 2,6-3 მმ-ს, ინკუბაცია გრძელდება 3-13 დღე-ღამემდე, წყლის ტემპერეატურის მიხედვით. ახალგამოჩეკილი ლარვა აღწევს 9,3-11 მმ-ს. ყვითრის შეწოვა გრძელდება ორ კვირამდე, რის შემდეგ ლიფსიტები გადადიან დამოუკიდებელ კვებაზე. მწარმოებლები ტოფობის შემდეგ მალე ეშვებიან ზღვისკენ, არც ლიფსიტები ჩერდებიან მდინარეში დიხანს, ჩადიან ზღვაში შემოდგომისათვის. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში 1936-1939 წლების ცნობებით წლიურად იწერდნენ 25 ცენტნერამდე. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია დაცვისა და მომრავლებისათვის. ტარდება აგრეთვე ღონისძიება ამ თევზის ხელოვნური მოშენებისათვის. მისი მოპოვება მსოფლიო მასშტაბით აღწევდა 1300 ცენტნერამდე (1936-1939 წ). იჭერენ უმეტესად მდინარეში შესვლის დროს ჩასადგმელი, მცურავი, მოსასმელი, სათრევი ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებითაც. იყენებენ უმთავრესად ნედლს, ქვირითისაგან მზადდება შედარებით დაბალი ხარისხის ხიზილალა. ![]() გავრცელება. საქართველოში ბინადრობს შემდეგ მდინარეებში: მტკვარი, ალაზანი, იორი, ჭოროხი, სუფსა, რიონი, ხობი, ენგური; ტბებში: ჯანდარის, ლისის, ბებესირის, პალიასტომის. მოიპოვება: ჩრდილო კავკასიის წყლებში, კასპიის, არალის, შავი, ბალტიის ზღვების აუზებში. ევროპაში – მდ. რეინიდან აღმოსავლეთით. ბიოლოგია. ნახევრად გამსვლელი თევზია, კარგად ეგუება ტბის პირობებს, მდინარეებში ირჩევს ღრმა, მდორე ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით და სხვა წვრილი ცხოველებით, წყალმცურავი ფრინველებით და სხვა ხერხემლიანებით. ცოცხლობს 30 წელზე მეტს. გამრავლებას იწყებს 3-4 წლის ასაკიდან. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე, ნაყოფიერება აღწევს 11-500 ათას ქვირითამდე. ქვირითის დიამეტრი 2,5-3,0 მმ-მდეა. ინკუბაცია გრძელდება 3-4 დღე. სამეურნეო მნიშვნელობა. კარგი სარეწაო თევზია, ხორცი აქვს ცხიმიანი (4-11%). გემრიელი. იჭერენ უმთავრესად ჩანგლებით და სხვადასხვაგვარი ბადეებით. საქართველოში მისი სარეწაო მოპოვება ხდება ჯანდარისა და პალიასტომის ტბებში, მდ. ალაზანსა და მტკვარში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს. მიზანშეწოლილი იქნება მოეწყოს სალოქოე ტბორები და მასთან ერთად იქვე ![]() ტბაში ბინადარი კალმახი მდინარის კალმახისგან განსხვავდება შეფერილობით – ახასიათებს უმეტესად შავი ლაქები და სხეულის დიდი ზომა – წონა, სიგრძით აღწევს, საშუალოდ 50-60- სმ-ს, წონით 4-5 კგ-ს (იშვიათად 100-120 სმ, 15-20 კგ). ამგვარად, კალმახი მეტად ლაბილური ბუნებისაა, მდინარეში ამჟღავნებს ნელი, ხოლო ტბაში და წყალსაცავში სწრაფი ზრდის უნარს. გავრცელება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული; უმეტესად ბინადრობს მთის მდინარეებსა და ტბებში, მდინარეების უმეტესობაში ცხოვრობს მხოლოდ ზემო დინებაში, ასეთებია: მტკვარი, ალაზანი, იორი, სუფსა, რიონი, ზობი, ზოგ მდინარეში ვრცელდება მტელ სიგრძეზე – სათავიდან ზღვამდე: ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვ; გვხვდება ტბებში: ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, რიწა, გორაფი, მზი, ერწო; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის, შაორისა და სხვ. საქართველოს გარეთ ცნობილია: აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზია, ჩრ. კავკასია, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზები (მდინარეები: ყუბანი, დნესტრი, დნეპრი, ვოლგა, ურალი), კოლის ნახევარკუნძული, მცირე აზია, ირანი, მაროკო, ალჟირი. ბიოლოგია. ცივი, ჟანგბადით მდიდარი წყლის მოყვარულია. მდინარეში კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე, სადაც სხვა თევზები ვერ არწევენ. მისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-160; უფრო მარალი ტემპერატურისას, როცა ნაკლებია აგრეთვე ჟანგბადი, მიდის უფრო ზემო დინებაში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით; ნაწილობრივ ეწევა მტაცებლურ კვებას, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავებში, ჭამს თევზებსა და მათ ქვირითს, ბაყაყებს და სხვ. კალმახი სხვადასხვა გარემო პირობებში იზრდება მეტ-ნაკლები ტემპით; მაგალითად, მდ. იორში და სიონის წყალსაცავში მისი ზრდა იძლევა მნიშვნელოვან განსხვავებას. კალმახი სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მრავლდება სხვადასხვა წყალსატევში სხვადასხვა დროს – სექტემბრიდან – თებერვლამდე. ტოფობს თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 200-27000 ქვირითამდე, მისი დიამეტრი 4-6 მმ-მდეა. ქვირითს ყრის თავის ამოთხრილ ორმოში და განაყოფიერების შემდეგ ფარავს ქვიშით. ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად: მდ. შავწყალაში 9-200 დროს ლარვა 35-40 დღის შემდეგ იჩეკება, იგი აღჭურვილია ყვითრის პარკით, რომელსაც შეიწოვს 20-30 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადის აქტიურ კვებაზე. სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; ჩვენს მდინარეებში ამჟამად მის ჭერას აქვს ადგილობრივი, სპორტული ხასიათი, მაგრამ ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს ტბებში, ხრამის, სიონისა და შაორის წყალსაცავებში. ახლო წარსულში ზემოსხენებულ ტბებში ყოველწლიურად იჭერდნენ 50-80 ცენტნერს, ბოლო წლებში მისი მოპოვება შემცირდა 10-20 ცენტნერამდე. ამჟამად ტარდება ღონისძიებები კალმახის დაცვისა და მომრავლებისათვის. ![]() გავრცელება. ბინადრობს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში; შედის მდინარეების შესართავებში (რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი), პალიასტომის ტბაში. სხვაგან ცნობილია: შავი, აზოვის ზღვების სანაპიროებში, ყურეებში, მათთან დაკავშირებულ მდინარეებში (ბუგი, დნესტრი, კამჩია, ყუბანი) და ტბებში. ბიოლოგია. ზღვის მომლაშო წყლის თევზია, ბინადრობს ლამქვიშიან ფსკერზე; იტანს სხვადასხვა კონცენტრაციის მარილიან წყალს. იკვებება მრავალჯაგრიანი ჭიებით, ქირონომიდებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, თევზებითა და სხვ. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკიდან. ტოფობს შავი ზღვის სხვადასხვა ადგილში – იანვრიდან სექტემბრამდე. ქვირითს ყრის რამდენიმე ჯერად, 86-2751 ათასამდე. სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იჭერენ სხვადასხვა ბადეებით და ჩანგლებით. იყენებენ ნედლს, შებოლილს, დამარილებულს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th July 2025 - 06:16 |