ყველაზე დიდი ტყუილი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ყველაზე დიდი ტყუილი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi ![]() |
ამ თემაში დავცეროთ მონადირეების და მეთევზეების ტყუილები რაც განაგონი გვაქვს. ნოსო შენებურად შეუბერე მიდი :D :D :D
|
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მე კურდღელს კურდღელი მოვაკვლევინე - როგორ მოხდა? მე გეტყვით ახლა როგორ მოხდა:
ნადირობისას შევისვენე, თოფი მიწაზე დავდე და მეც შორიახლო წამოვწექი ჩრდილში. მარტო ვიყავი, ვერც ვერაფერი მოვინადირე, ძაღლიც ჩემზე დაღლილი იყო ასაკის შესაბამისად და მოკლედ ვიყავი ასე მოწყენილ-გაუბედურებული. ამ დროს ბუჩქებიდან კურდღელი გამოვარდა, რომელმაც რაღაც ორიოდ მეტრში ისე ჩამირბინა, რომ ვერც შემამჩნია. ორიოდ წამში მეორეც მიყვა. ამ მეორე კურდღელმა კიდევ უფრო ახლოს ჩამიქროლა და ზედ ჩემ თოფს დაახტა....გავარდა თოფი...თურმე ნუ იტყვი, დამცველი ჩაკეტილი არ მქონია...ეს ყველაფერი წამის მეასედში დატრიალდა...კურდღელი რომელიც თოფს დაახტა, შეხტა შიშისგან და გვერდზე გაიქცა თავქუდმოგლეჯილი..მაგრამ წინ რომ გავიხედე, მისი მეგობარი აყირავებული და მოფართხალე დავინახე. თვალებს არ ვუჯერებდი. ვიფიქრე, ეპილეპსია ამ საცოდავებსაც ემართებათ თურმე-თქო...აბა რას ვიფიქრებდი, თუ მისივე მეგობარი ჩემი თოფით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 21:12 |