ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ტბების ევოლუცია, წყალმცენარეულობის როლი ტბების ევოლუციაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ტბების კალაპოტის ფსკერს ღელვისაგან სანაპირო ზოლში ნაშალი მასალა, ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენები და მდინარეთა მიერ ჩატანილი მასალა ყოველწლიურად ამაღლებს. ამის შედეგად საუკუნეებისა და ათასეული წლების მანძილზე ადგილი აქვს ტბების შემცირებას როგორც სიღრმით, ისე წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით. უკანასკნელს თანდათან ამცირებს ნაპირებთან ნაშალი მასალის დალექვა და სანაპიროდან წყალმცენარეულობის განვითარება.
ამ მხრივ ტბათა არსებობაში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ფაზები: 1) ახალგაზრდობის ფაზა - როდესაც ახლად გაჩენილი ტბა ინარჩუნებს თავის ქვაბულს ხელუხლებლად და თუ ადგილი აქვს ნაშალი მასალის დალექვას, იგი ტბის კალაპოტზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს შესამჩნევ გავლენას. 2) სიმწიფის ფაზა - როდესაც ტბის ირგვლივ ჩნდება სანაპირო მეჩეჩები, ხოლო მდინარეთა შესართავებთან - ნალექტი დელტები. 3) სიბერის ფაზა - როდესაც ტბაში ყველგან არის მონატანი მასალა და ფსკერი წარმოადგენს მოსწორებულ ერთფეროვან არეს, რომლის ირგვლივ დელტების ფერდობები და სანაპირო მეჩეჩების ქვაყრილების განლაგებული. თავის განვითარების შემდგომ ფაზებში ტბა პირველად შემცირდება სანაპირო ზოლში განვითარებული მცენარეულობით. შემდგომ სტადიაში სანაპირო ფლორა ვრცელდება ყველგან და ტბა ტბორად იქცევა. ბოლოს, წყალქვეშა ფლორა შეიძლება თანდათანობით წყალზედა ჭაობის მცენარეულობამ შეცვალოს. ამ შემთხვევაში გვაქვს ტბის განვითარების უკანასკნელი ფაზა - ჭაობი. ცნობისთვის დღესდღეობით საქართველოში არსებული ტბების ნაწილი სიბერის ფაზაშია, მაგ ყველასათვის კარგათ ცნობილი კუმისის ტბა, რომელიც საზრდოობს ხელოვნურად გაჭრილი მტკვრის არხით, ეს უკანასკნელი რომ არა იგი თანდათანობით დაშრებოდა და გაქრებოდა ისე როგორც იმ მიდამოებში არსებული სხვა პატარა ტბები გაქრა. კუმისის ტბაბზე სიბერის ფაზა ადვილი შესამჩნევია წყლის სუნზე და შეფერილობაზე დაკვირვებით, რაც პირდაპირ აისახება იხტიოფაუნის ხარისხის მაჩვენებელზე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 107 რეგისტრ.: 28-July 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
და ხელოვნურ წყალსაცავებზეც ვრცელდება ეგ ამბავი ?? თუ სისულელე ვიკითხე ეხლა ? პირიქით, კარგი კითხვაა ![]() რათქმაუნდა ხელოვნურზეც ვრცელდება, როგორც ასეთი მდინარეს დიდი რაოდენობით ნატანი მასალა შეაქვს წყალსაცავში და აგროვებს, დროთა განმავლობაში კი წყალსაცავი პრაქტიკულად გამოუყენებელი ხდება (ექსპლუატაციის ვადა გასდის). მაგრამ სულ სხვა საქმეა მაშინ როცა ტბა სიბერის სტადიაშია და ამ დროს ხელოვნურად ვასაზრდოვებთ, ასე ვთქვათ სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ მაგრამ წყლის ევტროფიკაციის პროცესს წინ ვერ აღვუდგებით. მართალია გამოყენების თვალსაზრისით ტბის ხელოვნური არხით კვება გამართლებულია მაგრამ წყალი იმ დონეზეა ევტროფიცირებული რომ იხტიოფაუნა საჭმელად ვარგისი არაა და მაინცდამაინც ირიგაციის თვალსაზრისითაც არაა მისი გამოყენება გამართლებული მაგრამ ამ უკანასკნელზე მოდის მაინც დიდი დატვირთვა. nikoloza_migina სმაილებს ჯობდა რამე საინტერესო დაგეწერა ![]() საინტერესოა, თუ კომპეტენტური ხარ მაგ საკითხებში, იქნებ უფრო განგევრცო კითხვა დასვი და შეძლებისდაგვარად გიპასუხებ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th May 2025 - 23:50 |